საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია მეგვიპტელნი (IV)

ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია. ღირსი კირიონი ეგვიპტის ერთ-ერთ სავანეში (მონასერში) ცხოვრობდა IV საუკუნეში. ერში მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმიდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა. ნეტარი ბერი სავანეში ზრდიდა ყრმას. როცა ზაქარია წამოიზარდა, მამა-შვილმა თებაიდას მიაშურა, ზაქარიას სიყმაწვილე და მშვენიერი პირისახე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა ბერების ასკეტური და მარხვით გალეული გარეგნობისაგან წმიდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ. ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების დროს წმიდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა - „შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი - როგორც ანგელოზი“. მამის სიკვდილის შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან (ხს. 27 აგვისტოს) ერთად მოსაგრეობდა. „რა ვქმნა, რათა ვცხონდე?“ - ჰკითხა ერთხელ მას მოსემ. ამის გაგონებაზე ზაქარია ფეხებში ჩაუვარდა ნეტარს: „შენ მე მეკითხები, მამაო?!“ - „მერწმუნე, შვილო ზაქარია, - უთხრა მოსემ, - მე ვიხილე, თუ როგორ გარდამოხდა შენზე სულიწმიდა, და მხოლოდ ამიტომ გკითხე“. მაშინ ღირსმა ზაქარიამ თავიდან კუკული მოიხადა, ფეხებთან დაიდო, გათელა და თქვა: „თუ არ გაისრისები, როგორც კაცი, მონაზონი ვერ იქნები“. მომაკვდავ ზაქარიას ღირსმა მოსემ ჰკითხა: - „რას ხედავ, ძმაო?“ „დუმილი ხომ არ სჯობს, მამაო“, - იყო პასუხი. - „ჰე, სდუმენინ, შვილო!“ - მიუგო მანაც. როცა ღირსი ზაქარიას სული სხეულს ეყრებოდა, წმიდა ამბა ისიდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „გიხაროდენ, შვილო ჩემო ზაქარია, რამეთუ განგეხვნეს კარნი ზეცისა სამეუფოჲსანი“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq