საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

უწმინდესო და უნეტარესო - დაგვიბრუნეთ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი!
ზურაბ გოგინავა

 

”georoyal.ge”-ის საიტმა მიიღო წერილი ზურაბ გოგინავასგან, რომელიც გვწერს:

”გთხოვთ, თქვენივე საიტის საშუალებით მომცეთ უფლება გამოვეხმაურო თქვენს საიტზე დაბეჭდილ ალექსანდრე თაქთაქიშვილის წერილს: ”ხომ არ მოვიდა ჯვრის მონასტრის დაბრუნების დრო?”

ქვემოთ ვაქვეყნებთ ამ წერილის შინაარსს:

 

”ღია წერილი პატრიარქს

 

უწმინდესო და უნეტარესო - დაგვიბრუნეთ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი!

 

”georoyal.ge”-ს საიტზე დაიბეჭდა ალექსანდრე თაქთაქიშვილის სტატია ”დავიბრუნოთ ჯვრის მონასტერი”, სადაც  მოყვანილია მონაზონ მართას მიერ მე-18 საუკუნეში კათოლიკოს გრიგოლისადმი მიწერილი წერილი.

„წმიდა საფლავსა და სისხლ-მეწამულს გოლგოთას მდგომი, მლოცველი, საბრალო... მონაზონი მართა“ ჰგოდებს:

”მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად  და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენის მონასტრების!.. ნუ იქთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს. ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვნოს, და თქვენ სულ იერუსალომი დაკარგეთ!..

სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიას, ან ოდიშს, იმერეთს და ქართლით, პირობა დასდევით და ამგვარად კრება და ვეზირობა ქენით. თუ იერუსალომი დაგეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ...“

ხედავთ, როგორ გვანამუსებს ეს მონაზონი იმ შორეული საუკუნიდან - და თქვენც ხომ გითქვამთ:

”ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე“.

უწმინდესო - მთავარია თქვენ მოინდომოთ და ეს საკითხი უეჭველად გადაიჭრება -

დღეს ყველაზე თვალსაჩინო საზღვარგარეთული ქართული მონასტრებიდან ერთი საბერძნეთშია - ათონის მთაზე ”ივერონი”, მეორე - ბულგარეთში -  პეტრიწონის და მათ ასე იოლად ეს მართლმადიდებელი ქვეყნები არ დაგვიბრუნებენ. რაც შეეხება ჯვრის მონასტერს, ის იერუსალიმშია და ამ ებრაულ სახელმწიფოში უფრო იოლი უნდა იყოს ბერძნებთან გამკლავება, რომლებიც ჩვენს ტაძარს დაუფლებიან! მათთან შებმამ იურიდიულადაც  უნდა გაგვამარჯვებინოს, რადგან ოდითგანვე ჩვენ გვეკუთვნოდა და თუ ასეთი საბუთები არ გაჭრის, მაშინ - ფულითაც შეიძლება ბერძნებისგან მისი გამოსყიდვა.

გამიგონია, იერუსალიმის სიწმინდეების თვალიერებისას ყოფილი საბჭოეთიდან ჩასულ ტურისტებს ქართველებზე ძვირის თქმას არ აკლებენ, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს თავიანთი მონასტერი. თანაც, ეს მონასტერი საექსკურსიო ღირსშესანიშნაობათა ნუსხაში არ შედის თურმე.

ტურისტებსაც რომ არაფერი ვუთხრათ, მაცხოვარს რას ვეუბნებით - მეორედ მოსვლის დროისთვის მის მონასტერში რომ ვერ დავხვდებით მისი ერთგული ქართველები?

ესე იგი, სასწრაფოდ მისახედია ეს საკითხი - მაგრამ დღეს ვინ უნდა გამოისყიდოს მონასტერი?

,,შევქმენი ჯგუფი რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს” - უთქვამს წინა პრეზიდენტს. ამჟამინდელ ხელისუფლებას ტყუილში უმხილებია იგი. მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია თვითონ არიან სათავეში და არც მათ უფიქრიათ მსგავსი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ან კი როგორ მოიყვანენ, როდესაც თითქმის მილიარდ დოლარამდე აქვთ ბიუჯეტში გარღვევა.

რჩება ისევ თქვენი იმედი - მხოლოდ თქვენი იმედი აქვს ხალხს! როდესაც თქვენ მრევლს მოუწოდებთ, რომ შობას სანთლები აანთონ თავიანთ ფანჯრებში, მთელი საქართველო ანთებს.

მოდით, მოგვიწოდეთ - იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსასყიდად თითო დოლარი დავდოთ ქართევლებმა - გამოვა 3 მილიონ ხუთასი ათასი დოლარი; არ ეყოფა? მაშინ გვიბრძანეთ - დავდოთ ყველამ 10 დოლარი. გამოვა 35 მილიონი დოლარი. და თუ არც ასე ეყოფა, მაშინ ბიზნესმენებს და ფინანსისტებს გადაავსებინეთ 100 მილიონამდე და დავიჯერო ესეც არ ეყოფა ჩვენი საკუთარი მონასტრის ერთმორწმუნეთა ხელიდან გამოხსნასა და პატრონისათვის დაბრუნებას?

არ ეყოფა და გავრიცხოთ ბერძნები მართლმადიდებელთა რიგებიდან!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq