საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამე ბონიფანტე (+290); მართალი აგლაიდა

წმიდა მოწამე ბონიფანტე მდიდარი და ახალგაზრდა რომაელი ქალის, აგლაიდას მონა იყო და ქალბატონთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. შემდეგ აგლაიდა ქრისტიანობაზე მოექცა. მან ვერ შეძლო საყვარელთან კავშირის გაწყვეტა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, ეს ცოდვა კეთილი საქმეებით გადაეფარა და ხშირად ეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ქრისტიანებს. ერთხელ მან გაიგო, რომ აღმოსავლეთში ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. თავისთან მოიხმო ბონიფანტე და აღმოსავლეთში წასვლა და იქიდან რომელიმე მოწამის სხეულის ჩამოსვენება თხოვა.

აგლაიდა იმედოვნებდა, რომ ქრისტეს მოწამე შეეწეოდა მას ცოდვის დაძლევაში და უშუამდგომლებდა ღვთის წინაშე. ამის გაგონებაზე ბონიფანტემ სიცილით მიუგო: „ქალბატონო, თუ წმიდა ნაწილები ვერ ვიპოვე და თავად ვეწამე ქრისტესთვის, პატივით მიიღებ ჩემს სხეულს?“ აგლაიდა სერიოზულად მოეკიდა ნათქვამს და გაკიცხა იგი იმის გამო, რომ წმიდა საქმეზე გამგზავრების წინ თავს ლაზღანდარობის ნებას აძლევდა. ბონიფანტეც დააფიქრა მისმა ნათქვამმა.

კილიკიაში, ქალაქ ტარსოსში ჩასულმა ბონიფანტემ თანამგზავრები სასტუმროში დატოვა, თავად კი ქალაქის მოედანს მიაშურა, სადაც ქრისტიანებს აწამებდნენ. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა უფლის რჩეულთა სასტიკი ტანჯვა და ღვთის მადლით გაბრწყინებული მათი სახეები. თანაგრძნობით აღსავსე ბონიფანტე მოწაფეებს ევედრებოდა, ელოცათ, რომ ისიც ამგვარივე ხვედრის ღირსი გამხდარიყო. მაშინ მსაჯულმა ბონიფანტეს ვინაობა ჰკითხა. „მე ქრისტიანი ვარ!“ - გაბედულად უპასუხა ნეტარმა, შემდეგ კი კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის მას იქვე დაუწყეს წამება: ისე გვემეს, რომ ხორცი ნაფლეთებად ჩამოცვივდა და ძვლები გაუშიშვლდა, ფრჩხილებქვეშ ნემსებით ჩხვლეტდნენ, ბოლოს გამლღვალი კალაც ჩაასხეს ყელში, მაგრამ, ღვთის ნებით, უვნებლად გადარჩა. სამსჯავრო

ს ირგვლივ შემოჯარული ხალხი აღშფოთებამ მოიცვა; მათ მსაჯულს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი წარმართული საკერპოსკენ გაქანდნენ კერპების შესამუსრავად.

მეორე დილით, როცა მღელვარება რამდენადმე ჩაცხრა, მსაჯულმა ბრძანა, წმიდა მოწამე ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ ნეტარს ამანაც ვერაფერი ავნო. წმიდა ბონიფანტეს მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ჭრილობიდან სისხლმა და რძემ გადმოხეთქა. ამ სასწაულის ხილვამ ხუთას ორმოცდაათამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.

ამასობაში წმიდა ბონიფანტეს თანამგზავრებმა, რომლებიც ორი დღე ამაოდ ელოდნენ სასტუმროში ნეტარის დაბრუნებას, მისი ძებნა დაიწყეს - ფიქრობდნენ, რომ იგი ქარაფშუტულ დროსტარებას მიეცა. თავდაპირველად მათი ძიება უნაყოფო იყო, მაგრამ ბოლოს წმიდანის მოწამეობრივი აღსასრულის თვითმხილველს გადაეყარნენ. ეს უკანასკნელი მათ იმ ადგილამდე მიუძღვა, სადაც ჯერ კიდევ ესვენა ბონიფანტეს თავმოკვეთილი სხეული. მოწამის თანამგზავრები დიდხანს ცრემლებით ითხოვდნენ მისგან შენდობას უკადრისი აზრებისათვის, შემდეგ კი გამოისყიდეს მისი წმიდა ნეშტი და რომში გადაასვენეს.

მათი ჩამოსვლის წინა დღეს აგლაიდას ძილში ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, მისი ყოფილი მონის, ამჟამად კი - ბატონის, მფარველის და ანგელოზთა თანამოდასის დასახვედრად გამზადებულიყო. წმიდა დედამ მღვდელმსახურებს თხოვა, პატივით მიეღოთ წმიდა ნაწილები, შემდეგ კი მოწამის სახელობის ტაძარი ააგო და სიწმიდე შიგ დააბრძანა. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. აგლაიდამ მთელი ქონება გლახაკებს განუყო, თავად კი მონასტერს მიაშურა, სადაც სინანულში გალია თვრამეტი წელი და სიცოცხლეშივე არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მოიგო. წმიდა დედა ნეტარი ბონიფანტეს საფლავის მახლობლად დაკრძალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq