საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი: იულიანა და მის თანა ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა, ნიკომიდიას წამებულნი (+304)


 21 (3.01) დეკემბერs აღინიშნება წმიდა მოწამეთა: იულიანას და მის თანა ხუთასი მამის და ასოცდაათი დედის, ნიკომიდიას წამებულთა (+304) ხსენების დღე.
წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული, ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. იგი ცხრამეტი წლისა იყო, როცა ქალაქ ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და ზნეკეთილმა იულიანამ შეიცნო წარმართული სარწმუნოების სიცრუე და ამაოება, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია. 

წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს. ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს ტარიგმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, ადიდა უფალი და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (+304).
 „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq