საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

საიდუმლო სერობა. წმიდა ზიარების საიდუმლოს დაწესება
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვითმასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: 
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

საიდუმლო სერობა. წმიდა ზიარების საიდუმლოს დაწესებამათე 26, 26-30

არა მარტო გონება ადამიანისა, არამედ ანგელოზებისაც, ვერ წვდება და ვერ ხსნის კაცთა მოდგმისადმი იმ გამოუთქმელ სიყვარულს, როგორითაც შეიყვარა თავისი ქმნილება ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. თავისი უსაზღვრო სიყვარულით ჩვენ ცოდვილებისადმი, მიიღო ჩვენი სხეული და სისხლი, იქცა ჭეშმარიტ ადამიანად, ჩვენთვის ეწამა და მოკვდა; მაგრამ ეს ცოტა იყო მისი ღვთაებრივი სიყვარულისათვის, მან ისურვა ჩვენც გავეხადეთ თანამონაწილენი თავისი ღვთაებისა, ჩვენ ხრწნადი, მოკვდავნი, არაწმინდანი, გავეწმინდეთ, განვეახლეთ, გავეხადეთ უკვდავნი და ასეთები შევერთებოდით მას, - ჩვენც ვექციეთ ღმერთად, და ყოველივე ამას იგი ახდენს თავისი უწმინდესი ხორცის და სისხლის ღვთაებრივი ზიარების საიდუმლოში. მიდიოდა რა მაცხოვნებელ ვნებაზე, იგი მივიდა მოწაფეებთან ერთად სიონის მთასთან და უთხრა მათ: „გულის სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა, ვიდრე ვნებადმდე ჩემდა“ (ლკ. 22,15). „ნუთუ ძველი აღთქმის პასექს ნატრობდა იგი ასე ძალიან? მაგრამ იგი აქამდე ჩვეულებრივ დღესასწაული იყო, რომელიც ყოველ წელს აღინიშნებოდა, ამის შემდგომ კი საერთოდ შეწყვეტდა არსებობას, როცა მინიშნება და პირველსახე დაუთმობდა ადგილს უკვე აღსრულებას, ნამდვილ სახეს ჭეშმარიტებისა. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ მას მხურვალედ სურს პასექი ახალი აღთქმისა, რომელშიც საკუთარ თავს მიიტანდა მსხვერპლად, როცა თვითონ, თავს შესთავაზებდა საზრდელად. სურვილით ამბობს, სიყვარულისა და მოწყალების სურვილით „გულის სიტყვით, გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“, რადგან მასშია აღბეჭდილი მთელი ჩემი სიყვარული თქვენს მიმართ და მთელი თქვენი ჭეშმარიტი ცხოვრება და ნეტარება“ (მიტრ. ფილარეტი). ამიტომ ისურვა ძველი აღთქმის პასექის მიღება, რომ ეს იყო ბოლო პასექი, კანონიერი, განმასახიერებელი, რომლის აღნიშვნისასაც უფალმა ინება მასთან შეერთება და დადგენა თავისი, ჭეშმარიტი, ახალი მადლით მოსილი პასექისა, უდიდეს საიდუმლო ზიარებაში. „რატომ შეასრულა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ქრისტემ ეს საიდუმლო პასექის დროს? - იმისათვის, რათა შენ ყოველივე ამისგან შეიცნო, რომ უფალი არის რჯულმდებელი ძველი აღთქმისა, და რომ დაწერილი ძველ აღთქმაში პირველსახეა ახალი აღთქმის მოვლენებისა“. „აჩენდა რა თავს დიდ მღვდელმთავრად, რომელმა გაიარა ზეციური გზა მღვდელმთავრისა, არა აარონის წოდებით, არამედ მელქისედეკის ხარისხით, იგი, - როგორც საეკლესიო საგალობელშია ნათქვამი, - თავის თავს ამღვდელმსახურებდა, და როგორც მორწმუნეთა ჭეშმარიტმა პასექმა, ხალხისთვის რომ ისურვა სიკვდილი, თავად მიიტანა თავი მსხვერპლად“.

სამი მახარობელი: მათე, მარკოზი და ლუკა და მოციქული პავლე გვიყვებიან ჩვენ წმიდა საიდუმლო ზიარების, ანუ ღვთაებრივი ევქარისტიის დადგენაზე. წმ. იოანე ღვთისმეტყველი, ავსებს რა სხვა მახარობელთა მონათხრობს, გვამცნობს მხოლოდ სულისშემძვრელ სიტყვებს უფლისა საიდუმლო სერობაზე. მისგან უწყებულში, სხვათა შორის, ვხედავთ, რომ იუდას გასვლით სიონის მაღლობზე მდებარე ოთახიდან, შეიძლება ითქვას, გადანთხეულ იქნა მთელი სიბილწე სიბნელისა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მისი სახით შეიჭრა იესოს მოწაფეთა სუფთა და ნათელ კრებულში. ახლა გამოსამშვიდობებლად მომზადებული მასწავლებლისა და მეგობრის გარშემო დარჩნენ მხოლოდ ისინი, რომელთათვისაც თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინა „ბავშვები“. გავიდა უკანასკნელი საათიც ძველი აღთქმისა, უნდა დაწყებულიყო ახალი - არა ფარიდან გამოყვანილი კრავით, არამედ თავისი საკუთარი სხეულითა და სისხლით. ღმერთკაცის სახე განათებული იყო ზეციური ნათლით. მან აიღო მის წინ მდებარე პური, აკურთხა იგი, გადატეხა ნაწილებად, მოწაფეთა რიცხვის მიხედვით, და დაურიგა მათ; და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, - ბერძნულად „არტოსი“, ანუ გაფუებული პური და არა საფუარის გარეშე, შესაძლოა უფლის ბრძანებით საგანგებოდ მომზადებული, ახალი საიდუმლოს დასადგენად, რადგან პასექის მაგიდაზე უნდა ჰქონებოდათ მხოლოდ აპრესნოკი, - და ქება აღავლინა თავისი ზეციური მამისადმი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი „თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა“ (ლკ. 22,19). უფალი მადლობს, ამიტომაც თვით საიდუმლოს ეწოდება „ევქარისტია“, რაც ბერძნულიდან თარგმნით ნიშნავს „სამადლობელს“ წმ. ოქროპირი შენიშნავს: „უფალი მადლობს, რითაც გვასწავლის, როგორ უნდა შესრულდეს ეს საიდუმლო, გვაჩვენებს რა, რომ იგი თავისი ნებით მიდის ტანჯვა-წამებაზე, რითაც გვთხოვს ჩვენც მადლობით დავითმინოთ მწუხარებანი და გავაღვივოთ ჩვენში კეთილი იმედი“. უფალმა შემოგვთავაზა თავისი ხორცი არა ერთხელ მისაღებად, ანდა იშვიათი და საგანგებო მიღებისათვის, როგორც სამკურნალო, არამედ მუდმივ და მარადიულ საკვებად: „ჭამეთ“. უფალმა გვიბოძა იგი, როგორც საარსებო პური, მისი სიტყვისამებრ: „პური, რომელსა მე მოგცემთ, ჩემი სხეულია“. ამით არა მარტო დაგვრთო ნება, არამედ დაგვიდგინა, რათა ხშირად მივაშუროთ მის ტრაპეზს. ჩვენ არ ვტოვებთ თავს დიდხანს ჩვეულებრივი საკვები პურის გარეშე, რადგან ვიცით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოვუძლურდებით და ვერ შევინარჩუნებთ ქვეყნიურ სიცოცხლეს. რატომ არ გვაშინებს ის, რომ დიდი ხნით ვტოვებთ თავს სიცოცხლის პურის გარეშე, რომელიცაა ზეციური და ღვთიური პური?“ - „როცა უფალი ამბობს: „ესე არს ხორცი ჩემი“, იგი გვაჩვენებს, რომ სამსხვერპლოზე გაწმენდილი პური არის თვით ხორცი ქრისტესი, და არა მისი სახე, რადგან მას არ უთქვამს, რომ ეს არის სახე ჩემი ხორცისა, არამედ „ესე არს ხორცი ჩემი“. პური მოგვეწოდება აუხსნელი სახით“ (ნეტარი თეოფილაქტე). „მოწაფეებმა, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მდუმარებაში, რწმენით იგემეს პურის სახით მიწოდებული უფლის ხორცი. კაპერნაუმელთა კითხვა „როგორ შეუძლია მას მოგვცეს საჭმელად თავისი ხორცი?“ - ახლა შორს იყო მათგან, რადგან მათ მაშინვე მოისმინეს მასწავლებლისგან, რომ ძე კაცისას ხორცი არის ჭეშმარიტი ხორცი და რომ მისი სიტყვები ამაზე, - „სულ არიან და ცხოვრება“ (ინ. 6,63). უფალმა აიღო სასმისი ღვინით, გააზავა იგი წყლით, აკურთხა ისევე, როგორც პური, ახალი, განსაკუთრებული კურთხევით“ - და მოიღო სასუმელი, და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა. ესე არს სისხლი ჩემი, არა სახე, არა გახსენება სისხლისა, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ჩემი სისხლი ახლისა აღთქმისაი მრავალთათვისყველასათვის, ვინც კი ისურვებს შეუდგეს ცხონების საქმეს, დათხეული, მისატევებლად ცოდვათა. „როგორც ძველ აღთქმას, - ამბობს წმ. ოქროპირი, - გააჩნდა დასაკლავი კრავი, ასევე ახალ აღთქმას გააჩნია უფლის სისხლი. ძველი აღთქმის სისხლი დაიღვარა პირველშობილთა გადასარჩენად“, - პირმშო ისრაელებისთვის, ანგელოზის მახვილისაგან გადარჩენისათვის, „ხოლო ეს სისხლი იღვრება მთელი ქვეყნის ცოდვების მიტევებისათვის“, როგორც შესაწყალებელი მსხვერპლი კაცთა მოდგმის ცოდვებისათვის. „და როგორც მოსემ თქვა, ამისი ხსოვნა მარადის იქნება, ასევე ქრისტე ამბობს: „მოსახსენებლად ჩემდა“ იმ დრომდე, ვიდრე მე მოვალ“ (წმ. ოქროპირი). - ეს ანდერძი „თავისი მნიშვნელობის მიზეზითა და სულის შემძვრელობით, ისე ჩაიბეჭდა მოწაფეთა ხსოვნაში და იმათგან კი ისე მალე გავრცელდა მთელ თავდაპირვანდელ ქრისტეს ეკლესიაში, რომ როგორც ვხედავთ, საქმე მოციქულთას წიგნში, ევქარისტიის შესრულება საყვარელი მხსნელის სახსენებლად იყო პირველი და უმთავრესი საქმე ქრისტიანთა ყოველი შეკრებისა, ხოლო მოციქული პავლე, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო თორმეტთაგანი, და ამის გამო არ ესწრებოდა საიდუმლო სერობას, ერთ თავის ეპისტოლეში, უდავოდ ზევიდან ჩაგონებით, გვაძლევს უკვე დაწვრილებით სწავლებას უფლის საიდუმლო ხორცსა და სისხლზე და სიმტკიცითა და სიცხადით გვამცნებს ამ საიდუმლოს არსებობას უფლის მომავალ მოსვლამდე“ (მთ. ეპ. ინოკენტი).

„ისმინეთ, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - უფლის დამადგინებელ სიტყვაში სწორედ წმიდა სასმისზე: „სუთ ამისგან ყოველთა“ ნუ გამოვტოვებთ უყურადღებოდ თითოეულ სიტყვასაც კი: „ყოველთა“, რადგან ღვთის სიტყვის ყოველ გამოხატულებაში იმალება ნათელი, ყოველ ბგერაში - სიბრძნე. უფალმა არ თქვა საიდუმლო პურზე: „მიიღეთ და ჭამეთ ყოველთა“ და სწორადაც, რადგან ზოგიერთებს არ შეეძლოთ ჭამა, მაგალითად ჩვილ ბავშვებს. ხოლო საიდუმლო სასმისზე თქვა: „სუთ ამისგან ყოველთა“ და ამრიგად, გამორიცხა ყოველგვარი გამონაკლისი, იგულსხმება, რწმენაში მყოფნი და ეკლესიურად ერთნი. ალბათ შენიშნეთ, როგორ შორდებიან უფლის მცნებებს ისინი, რომლებიც წმიდა საიდუმლოს არიდებენ ჩვილთა და მცირეწლოვან ბავშვებს და პირიქით, როგორ ერთგულია უფლის სიტყვების, მართმადიდებელი ეკლესია, როცა იგი ჩვილთაც აწვდის სასმელს, რათა იმათაც შესვან, რომელთაც შეუძლიათ მხოლოდ დალევა, და ჯერ კიდევ არა აქვთ ჭამის უნარი. კიდევ უფრო მეტი ყურადღების ღირსია ის, თუ უფალი წმიდა სასმისის პირველი მიწოდებისას, ამავე დროს, ამხელს მის მორიდებას ხალხისგან - გვიან საუკუნეებში რომაა დამკვიდრებული. რა არის აქ უფრო გასაკვირი: ღვთის სიტყვის მრავალგვაროვანი სიბრძნე, თუ ადამიანური სიბრძნის კადნიერება ღვთის ნათელი სიტყვის წინააღმდეგ? უფალი ხედავს, რომ მისგან მოწოდებული სიცოცხლის სასმისის უფლის უმცროსი ძმებისგან მორიდებას შეეცდებიან ჩინოსანნი, და ამიტომ წინასწარ ადგენს ზღუდეს ამ სითამამის საწინააღმდეგოდ განსაზღვრული მოთხოვნით: „სუთ ამისგან ყოველთა“. მაგრამ ჩინოსანნი არ ჯერდებიან: „არა, ყველა არა, ამბობენ ისინი: უბრალო ხალხი ბარძიმიდან არ უნდა ეზიაროს. ვმადლობდეთ ძმანო ღმერთს, რომ ჩვენ მივეკუთვნებით მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არ იზიარებს არ კაცობრიულ სიბრძნეს, არამედ ქრისტეს სიტყვის ერთგული მორჩილებით, ყოველ თქვენგანს სთავაზობს წმიდა ბარძიმს: „სუთ ამისგან ყოველთა“.

საიდუმლოთა დადგენის შემდგომ ქრისტე მაცხოვარი ამბობს: ხოლო გეტყვი თქუენ, ვითარმედ არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენახისა, ვიდრე მუნ დღემდე, რაჟამს იგი ვსუა თქუენ თანა ახალი ღვინო, როცა დავლევ ახალი, არა ჩვეულებრივი სახით, არა სხეულით, რომელიც უნდა ევნოს, არამედ უკვდავი სხეულით, უხრწნადით, რომელიც ხილულ საკვებს არ საჭიროებს, დავლევ თქვენთან ერთად, თქვენი თანდასწრებით, რადგან თქვენ დამინახავთ მე აღდგომის შემდგომ სასუფეველსა მამისა ჩემისასა, რომელიც გაიხსნება ჩემი გამარჯვებით სიკვდილზე, როცა მე გამოვჩნდები ქვეყნიერების ჭეშმარიტ მეუფედ, რომელსაც მიცემული ექნება უფლება, როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე... ხსნის რა უფლის ამ სიტყვებს, წმ. ოქროპირი ამბობს: „რამდენადაც იგი ესაუბრებოდა მოწაფეებს წამებასა და ჯვარზე, ამიტომ ისევ თქვა აღდგომაზე და მოიხსენა სამეფოზეც. მაგრამ რატომ სვამდა იგი აღდგომის შემდგომ? იმისათვის, რომ უბრალო ხალხს აღდგომა არ მიეჩნია რაღაც მოჩვენებად, ამიტომაც მოციქულნი აღდგომაში დასამტკიცებლად მას ესაუბრებოდნენ „მის თანა ვჭამდით და ვსუემდით“ (საქ. 10,41). ნეტარი თეოფილაქტე ამბობს, რომ უფლის ეს სიტყვები შეიძლება გაგებულ იქნას სულიერი მნიშვნელობითაც: „ახალი სასმელი არის ღვთის საიდუმლოთა გაცხადება, რაც მოხდება მაშინ - ღვთის სასუფეველში, ანუ მეორედ მოსვლისას, და იქნება ისეთი, როგორიც არასოდეს გაგვიგონია. ქრისტე გვპირდება, რომ თავად დალევს ჩვენთან ერთად იმ აზრით, რომ თავის საზრდელსა და სასმელს ჩვენს სიკეთედ მიიჩნევს“.

„სერობიდან ადგომისას, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - წესისამებრ ფსალმუნები უნდა ეგალობათ. ეს წმიდა ჩვევა ახლა შესრულდა იმ განსაკუთრებული გრძნობით, რომ პასექის ფსალმუნები თითქოს საგანგებოდ იყო შერჩეული იმის გამოსახატად, რაც ახლა აღსრულდა ძე კაცისაზე“. და გალობაი წართქუეს, და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა, მაცხოვრის საყვარელ ადგილსამყოფელში, გეთსამანიაში. შეიძლებოდა კი ღრმა სინანულის გარეშე ეგალობათ: „ლოდი რომელ შეურაცხ-ჰყუეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა... არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი... პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 117,22-23, 115,6). „დაე, გაიგონონ მათ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომლებიც ღორებს ემსგავსებიან, როცა ლოცვის გარეშე ღებულობენ საზრდოს, ხოლო მაგიდიდან მთვრალნი დგებიან, რომ საჭიროა მისი მადლიერებითა და გალობით დასრულება, გაიგონეთ თქვენც, რომლებიც არ უცდით ლოცვების დასრულებას საიდუმლოთა შერულებისას, რადგან ეს ლოცვა არის სახე იმ ლოცვისა. ქრისტე ჯერ მადლობდა, ვიდრე მოწაფეებს ტრაპეზს შესთავაზებდა, რათა ჩვენც ვმადლობდეთ უფალს საკვების მიღებისას. მადლობა და გალობდა ტრაპეზობის შემდეგაც, რათა ჩვენც იგივე გავაკეთოთ შემდგომ საზრდელის მიღებისა. მაგრამ რატომ წავიდა იგი მთაზე? იმიტომ, რომ იმათ სჩვენებოდა, რომელთაც სურდათ მისი შეპყრობა, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი იმალება: ამიტომ ისწრაფოდა იმ ადგილზე მისვლას, რომელიც იუდამ იცოდა“.

მირტ. ფილარეტი მჯელობს რა საღვთო საიდუმლოთა ზიარებაზე, ამბობს: „ჩვენი ღვთიური გამომზრდელი გვთავაზობს თავის ხორცს, - მთელ თავის სხეულს, - გვთავაზობს სიყვარულის სიტკბოთი, რომელიც დედის სიყვარულზე მეტიც კი არის, მაგრამ ამასთან გვაძლევს თავის ხორცს, მწარე და სასიკვდილო წამებით რომაა ჩვენთვის შემზადებული. „ესე არს ხორცი ჩემი, - ამბობს იგი, - თქვენთვის განტეხილი. ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული“. როგორც ხორბალი ექცევა წისქვილის ქვის ქვეშ, შემდეგ პურის გამომცხობლის ხელში და გახურებულ ღუმელში, რათა პური გამოცხვეს, რომ განამტკიცოს ადამიანის გული; ასევე ყურძნის წვენი იწურება სასრესის იწროებში, რათა იქცეს ღვინოდ, ადამიანის გული რომ გაახალისოს: ასევე ინება ღვთის განხორციელებულმა ძემ მიეცა თავისი სხეული სხვადასხვა მწუხარებათათვის - ელეონზე, იერუსალიმში და გოლგოთაზე, დაუშვა რომ მრავალგვარი ტანჯვით გამოედინა თავისი სისხლი ჯვარის წინ და ჯვარზე წამებისას, რათა იმით მოემზადებინა ჩვენთვის საჭმელი და სასმელი ცხოვრებისა, სამკურნალო, უკვდავი და ნეტარი“.

წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს: „როცა თავად ქრისტემ განაცხადა და თქვა პურზე: „ესე არს ხორცი ჩემი“, ამის შემდეგ ვინ გაბედავს რომ არ ირწმუნოს ნათქვამი? და როცა თავად დაამოწმა და თქვა სასმისზე: „ესე არს სისხლი ჩემი“, ვინ დაეჭვდება და იტყვის, რომ ეს არ არის მისი სისხლი? მან კანას გალილეაში ერთ დროს წყალი გადააქცია ღვინოდ, რომელიც წააგავს სისხლს. და განა არ არის სარწმუნო, რომ ღვინოს გადააქცევს სისხლად? პურის სახით შენ მოგეცემა ხორცი. ხოლო ღვინის სახით მოგეცემა სისხლი, რათა ქრისტეს ხორცსა და სისხლთან ზიარებით, შენ მისთვის იქცე თავისიანად ხორცითა და სისხლით. ამრიგად, ჩვენ ვხდებით ქრისტესმატარებლები, როცა მისი წმიდა ხორცი და სისხლი შეუერთდება ჩვენს სხეულს“. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „ღმერთმა თქვა: ესე არს ხორცი ჩემი... ესე არს სისხლი ჩემი... ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდა“ და მართლაც მისი ყოვლადძლიერი ბრძანებით ასეც ხდება და იქნება იმ დრომდე „ვიდრემდის მოვიდეს“ (1 კორ. 11,26). და ამ ახალი მსახურებისათვის მოწოდებით, სული წმიდის ძალა იქცევა მაცხოცხლებელ წვიმად, „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, - წარმოთქვა წმიდა ქალწულმა, - რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ - ანგელოზმა მიუგო: „სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ“ (ლუკ. 1,34-35). ახლაც, თუ შენ იკითხავ: როგორ იქცევა პური ქრისტეს ხორცად, ღვინო კი - ქრისტეს სისხლად? - მე გიპასუხებ: სული წმიდა გადმოდის და ახდენს იმას, რაც აღემატება სიტყვასა და გონებას“.

წმ. ოქროპირი ამბობს: „ყველაფერში დავემორჩილოთ ღმერთს და ნურაფერში შევეწინააღმდეგებით მას, მისი სიტყვები ჩვენი აზრებისათვის მიუღებლადაც რომ მოგვეჩვენოს. დაე, მისმა სიტყვამ მართოს ჩვენი ფიქრები და განსჯანი. მისი სიტყვა უტყუარია, ჩვენი გრძნობა კი ადვილად ცდება. ამიტომ, როცა ქრისტე ამბობს: „ესე არს ხორცი ჩემი“, უნდა დავრწმუნდეთ, ვირწმუნოთ და ვუყუროთ ამას სულიერი თვალებით. შენ რომ ყოფილიყავი უსხეულო, მაშინ ქრისტე ამ ძღვენს უსხეულოდ გიბოძებდა; რამდენადაც შენი სული შეერთებულია სხეულთან, ამიტომ სულიერს გამცნებს გრძნობისმიერით. ბევრისგან გაიგონებ: ნეტავი მეხილა სახე ქრისტესი, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა... აი, შენ ხედავ მას, როცა ეხები წმიდა საიდუმლოს და ჭამ მას. შენ გსურს მისი სამოსელის დანახვა, ის კი გაძლევს საშუალებას არა მარტო მისი დანახვისა, არამედ შეხებისა და მისი საზრდელად მიღებისა. ასე რომ, არავინ უნდა მიეახლოს მას მოუფრთხილებლად, არავინ უნდა მივიდეს მასთან სულმოკლეობით, არამედ ანთებული სიყვარულით, დიდი მონდომებითა და სიფხიზლით... ცოტა სასჯელი არ ელის მათ, რომელნიც ეზიარებიან უღირსად. დაფიქრდი, რამდენი გულისწყრომა გიჩნდება გამცემლისა და მათ მიმართ, რომელთაც ჯვარზე გააკრეს ქრისტე. გაფრთხილდი, რომ შენც არ იქცე მოწინააღმდეგედ ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. მათ მოაკვდინეს უწმიდესი სხეული უფლისა, შენ კი ღებულობ მას არაწმიდა სულით ამდენი სიკეთის შემდგომ. განა არ იყო მისთვის საკმარისი, რომ ადამიანად იქცა, იტანჯა და მოიკლა, არამედ საქმითაც გვაქცევს ჩვენ თავისად. როგორი წმიდა უნდა იყოს ის, ვინც ამ ძღვენით ტკბება? მზის სხივებზე რამდენად სუფთა უნდა იყოს ის ხელი, რომელიც ტეხს ამ სხეულს, ხოლო ბაგენი, სავსე სულიერი ცეცხლით, ენა კი გამთბარი საშინელი სისხლით? გაიზიარე, როგორი პატივი გარგუნა მან? როგორი ტრაპეზთან გიხდება განცხრომა? რასაც ძრწოლით ჭვრეტენ ანგელოსნი და ვერ ბედავენ შეხედვასაც კი მისგან გამომავალი ელვარების გამო, რითაც ვიკვებებით ჩვენ და რითაც ვიქცევით ქრისტესთან ერთადერთ სხეულად: „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი“ (ფს. 105,2). რომელი მწყემსი აჭმევს თავის ცხვრებს საკუთარ სხეულს? მაგრამ რატომ ვამბობ მწყემსს? ხშირად არიან დედები, რომლებიც ახლადშობილთ სხვებს აძლევენ გამოსაკვებად, ქრისტე კი ამას არ ეგუება: იგი გვაძლევს საკუთარ სისხლს და გვიერთებს თავისთან. - ხედავთ, როგორი მონდომებითა სწოვენ ძუძუს ჩვილნი? როგორი დიდი სურვილით ეკვრიან თავიანთი ბაგენით მას? ასეთივე განწყობით უნდა მივეახლოთ ჩვენც უფლის ტრაპეზსა და ძუძუს სულიერი სასმისისა; ან ჯობია ვთქვათ: ჩვენ დიდი სურვილით უნდა მივიზიდოთ ჩვენსკენ სულის მადლი, ისე, როგორც ჩვილნი აკეთებენ ამას. ერთი დარდი უნდა გვქონდეს ყველას, ის, რომ ჩვენ ვერ ვეზიარეთ ამ საზრდოს. ის, ვინც შეასრულა ეს მსახურება ერთ საღამოს, ახლაც ასრულებს მას. ჩვენ ვიკავებთ ადგილებს მსახურებისას, ხოლო განწმენდს და გარდაქმნის ძღვენს თავად ქრისტე. ნუ იქნება ჩვენს შორის ნურც ერთი იუდა და ნურც ვერცხლისმოყვარე. თუ ვინმე არაა ქრისტეს მოწაფე, დაე, მოგვშორდეს; ტრაპეზი ვერ მიუშვებს თავისთან მათ, ვინც არაა უფლის მოწაფეთაგანი. რადგან „მხოლოდ თავის მოწაფეებთან ისურვა უფალმა პასექის აღნიშვნა. ეს ტრაპეზი იგივეა, რაც შემოგვთავაზა ქრისტემ, და არაფრით არაა მასზე ნაკლები. არ შეიძლება თქმა, რომ ის არ მოაწყო ქრისტემ. ესეც ის ადგილია, სადაც მოწაფეებთან ერთად იყო ქრისტე...“


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდმოწამე ირინე
კონდაკი, ჴმა გ ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული, და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშვენებულ ხარ, ყოვლად ქებულო, სულითა, ქალწულ-მოწამე, ღვაწლთა მიერ, ირინა, რამეთუ გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაჲ საუკუნო და საშვებელი
ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი
29 აპრილს (12 მაისს) მართლმადიდებლური ელესია აღნიშნავს ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს.
gaq