საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მოწამე ასკალონი

 20 (02.06) მაისი

წმიდა მოწამე ასკალონი დაიბადა დიდ ერმოპოლში (შუა ეგვიპტე). წმიდანი ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. მთავარ არიანესთან მიყვანილმა ასკალონმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი განაცხადა წარმართული ღმერთების მსახურებაზე. წმიდანმა არიანეს უწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო და თვითონაც აღიარებდა იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით ასკალონი სასტიკად აწამეს, ბოძზე დაკიდეს და ბასრი იარაღით დასერეს. მან მდუმარედ დაითმინა ტკივილები. ერთ-ერთი მეომარი მოწამესთან მივიდა და თქვა: „შეხედეთ, მან გრძნობა დაკარგა და სიკვდილის პირასაა მისული“. წმიდანმა უპასუხა: „მე გრძნობა არ დამიკარგავს, მოუკლებლად ვადიდებ შემოქმედ ღმერთს“.

არიანემ ბრძანა, წმიდანი ნილოსის მეორე ნაპირას, ქალაქ ანტიოქიაში წაეყვანათ, სადაც მალე თვითონაც უნდა ჩასულიყო. წმიდა ასკალონი უფალს შეევედრა, მთავრის ნავი მდინარეში გაეჩერებინა მანამ, სანამ არიანე ხალხის წინაშე არ აღიარებდა იესო ქრისტეს. მართლაც, მდინარის შუაგულში არიანეს ნავი გაჩერდა. მენიჩბეებმა ვერანაირი ძალით ვერ მოახერხეს მისი დაძვრა ადგილიდან. წმიდანის რჩევით მთავარმა აღიარა იესო ქრისტე, მაგრამ მომხდარი სასწაული ასკალონის ჯადოქრობას მიაწერა და ქალაქში ჩასულმა კვლავ ბრძანა მისი წამება, შემდეგ კი მდინარეში ჩაახრჩობინა იგი. წმიდა ასკალონმა ქრისტიანებს დაუბარა: „ძმანო, ესწრაფეთ საუკუნო გვირგვინს უფლ

ისა ჩვენისა. მესამე დღეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იპოვით ჩემს ცხედარს. დამარხეთ იგი ზედ გამობმულ ქვებთან ერთად“.

მართლაც, მესამე დღეს ქრისტიანებმა იპოვეს წმიდანის ქვებგამობმული ცხედარი და მისი ანდერძისამებრ დაასაფლავეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq