საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი იოსები (IV)

14 (27) იანვარი

ღირსი იოსებ ანალიტელი, რაითელი „ბრძენ იყო. და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთი იყო მის თანა”. ერთხელ სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად წმიდანთან მისულმა ბერმა კარის ღრიჭოდან „იხილა იგი ყოვლადვე თავითგან ვიდრე ფერჴამდე, ვითარცა ცეცხლი მოტყინარÅ, დგა რაჲ იგი ლოცვასა შინა თჳსსა“. როცა მამა იოსებმა შეიტყო, რომ გაცხადდა „საქმÅ მისი“, „შეეშინა. ნუუკუ აწყინებდენ მას ძმანი” და ღმერთს ევედრა, დაეფარა მისი ღვაწლი. ამ დღიდან წმიდანი არავის ეჩვენებოდა.

ექვსი წლის შემდეგ, წმიდა იოსებმა მისი მოწაფის, ამბა გელასის სენაკის კარზე დააკაკუნა. „და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღვარი იგი თჳსი მდგომარÅ კარსა ზედა”. გელასიმ უსაყვედურა მოძღვარს, რად დამტოვეო ობლად, წმიდა მამამ კი მიუგო, უწყის უფალმა, მე არსად წავსულვარ, არც წმიდა ზიარებას მოვკლებივარ, მაგრამ „თქვენგანი არავინ მხედვიდაო”. შემდეგ მოსვლის მიზეზიც გააცხადა: „დღეს მივიცვლები ჴორცთა ამათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაჲთამცა შენ დაჰმარხენ იგინი”. აბმა გელასი ყურადღებით უსმენდა მოძღვრის უკანასკნელ დამოძღვრას „სარგებლისათჳს სულისა და მოლოდებისათჳს კეთილისა მერმისა საუკუნოჲსა”. ბოლოს მამა იოსები იატაკზე დაწვა, გულზე ხელები დაიწყო და მიიცვალა. „პირი მისი ბრწყინვიდა, ვითარცა მზჱ”.

ბერებმა პატივით დაკრძალეს წმიდა ცხედარი. ეს მოხდა რაითელ მამათა მოწყვეტამდე, IV საუკუნეში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მამული, ენა, სარწმუნოება

საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
წმიდა კორნილიოს ასისთავი (I)
13 (26) სექტემბერს არის ხსენება წმიდა კორნილიოს ასისთავისა. იგი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის“ (საქმე; 10,2).
gaq