საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III

1960 წლის 10 იანვარს თბილისში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ III 

მელქისედეკ III (ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე) (დ. 1872 — გ. 10 იანვარი, 1960, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1952-1960 წლებში.


მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მელქისედეკ III (ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე) დაიბადა 1872 წელს კაჭრეთის რაიონის სოფ. ყანდაურაში. 1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. მასწავლებლობდა ქუთაისში (1900-1907), სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის (1904-1909), ქ. კამენეცკ-პოდოლსკის (1909-1915) სასულიერო სემინრიებში. იყო მღვდელ-ზედამხედველი ტივროვის (1909-1915) და გორის (1917-1920) სასულიერო სასწავლებლებში. 1922-1924 - თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელი, 1924-1925 ანჩისხატის, 1925-1927 - ალავერდის ეპისკოპოსი, 1927-1928 - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. 1928-1935 თბილისში, ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი. 1935-1938 - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. 1944-1952 თბილისის დიღმის ეკლესიის წინამძღვარი.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq