საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი ზენონი – ბასილი დიდის მოწაფე (V)
მართლმადიდებელი ეკლესია  30 იანვარს, ახალი სტილით 12 თებერვალს აღნიშნავს  ღირსი ზენონის ხსენების დღეს. 

წმინდანი ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტინის (364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი განერიდა ამ სოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირა დღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას კელიაში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, არც სანათური, ძველი ფლასები ეცვა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმინდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვისთვის მოსულებს მოჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V საუკუნის დასაწყისში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი, ვისი ხსოვნაც აღესრულება 20 ივნისს, გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც.
gaq