საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მირქმა - ლუკას სახარებაში
გაიოზ მამალაძე
დღეს მართლმადიდებული ეკლესია აღნიშნავს მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს. 

ყრმა იესო ყოვლადწმინდა მარიამმა და მართალმა იოსებმა, როგორც იყო ტრადიცია რჯულის მიხედვით, მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში დასალოცად, უფლის წინაშე „წარდგინებად“. ამ დროს იერუსალიმის ტაძარში მოღვაწეობდა მართალი სვიმეონი, რომელიც ისრაელის ბედნიერებისათვის იღწვოდა. იგი ძალიან მოხუცი იყო. მას სულიწმინდის მიერ ჰქონდა უწყებული, რომ სანამ არ იხილავდა მხსნელს, არ გარდაიცვლებოდა.

როცა ტაძარში შეიყვანეს ყრმა იესო, მართალმა სვიმეონმა დანახვისთანავე იგრძო, რომ მის წინაში იყო ის, ვინც ადამიანების გადარჩენისათვის მოევლინა ქვეყანას. უზომოდ გახარებულმა აიყვანე ხელში ყრმა იესო, მიირქვა მკერდზე და უფალს მადლობა შესწირა.

დღეს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლებისათვის. დღეს, ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ხდება თანაზიარი მართალი სვიმეონის სიხარულისა, გულში იხუტებს ყრმა იესოს და სთხოვს სამშობლოს ბედნიერებას, კაცთა შორის სათნოებას და სულის ცხონებას.

ხომ დიდ სიხარულს და სიყვარულს განვიცდით ხოლმე, როცა პატარა ბავშვს ვიხუტებთ გულში. რაოდენი ბედნიერებაა და სიყვარულია, როდესაც ყრმა იესოს, მხსნელს, მაცხოვარს ჩაიხუტებს მორწმუნე ადამიანი...

ვულოცავთ ჩვენს მკითხველს მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ლუკას სახარება 2

21. და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა.

22. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,

23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს;

24. და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.

25. და აჰა იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა.

26. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.

27. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ,

28. და ამან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:

29. აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით,

30. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,

31. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.

32. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.

33. და იყვნეს იოსებ და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს.

34. და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად.

35. და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.

36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.

37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე.

38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.

39. და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად.

40. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq