27 თებერვალი წმიდა ილარიონის (1776–1864) ხსენების დღეა. ეპიზოდი წმიდანის ცხოვრებიდან მოგვითხრობს, თუ როგორ გადაარჩინეს აბაზგებმა წმიდა ილარიონი. წმიდა ილარიონ ქართველი (ერობაში - იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის იმერეთში, სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში. მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლების გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა-კურთხევისთვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა, ურჩია: „შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როცა ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნები“. შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფის კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით საიმედო მოძღვარი და მრჩეველი ჰყოლოდა. იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე, წმიდანი მღვდლად აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიაში დაადგინეს. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ყო მიმოწერა მისი სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე.ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადსხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მეფე სოლომონის წინაშე ორი არჩევანი იდგა, ან რუსეთში „საპატიო“ მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. პროტოპერსვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე - მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II-ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა. სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის ისტორიულად ქართულ მიწას მიაბარეს. მამა იესემ შესძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის მეფისაგან წყალობა გამოეთხოვა: ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას. მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო, სადაც იგი სოლომონის თურქეთში გადასვლის შემდეგ ჩაეყვანათ. მან მოსკოვში ჩაიტანა მეფე სოლომონის მიერ თურქეთში წაღებული უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა. იმპერატორის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღვთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის წმიდა მთას მიაშურა. ათონელ ბერებს წმიდანი მოსალოცად ჩასულ ღარიბ ქართველად გ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | აეცნო. მან ჯერ ივერონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.1821 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ილარიონის სახელით. მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონში წასულიყო. მამა ილარიონი იცნო ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო. მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებოდა. ამიერიდან მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა. 1822 წელს, ბერძენთა აჯანყების ერთი წლის თავზე, თურქეთის აბდულ რობუტ ფაშამ მკაცრად მოსთხოვა ათონელ ბერებს, ხლებოდნენ და თაყვანი ეცათ მისთვის. იმ დროს ათონის მთაზე მოღვაწეობდა წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩეველი), რომელიც ქრისტეს სადიდებლად მზად იყო თვით სიკვდილისთვისაც. სწორედ მან გამოთქვა ფაშასთან წასვლის სურვილი და ორ ბერთან ერთად გამოცხადდა კიდეც მასთან. როდესაც ფაშამ ილარიონის ეროვნება შეიტყო, მოულოდნელად ქართულად ჰკითხა: „საიდანა ხარ?“ „იმერეთიდან“, – უპასუხა ბერმა. „მე კი აფხაზეთიდან ვარ“ – გაენდო ფაშა. საუბარში მათ ოჯახებით ნაცნობობაც გამოარკვიეს – ფაშა ბავშვობაში აფხაზეთიდან გატაცებული მღვდლის შვილი აღმოჩნდა. მშობლიურ ენაზე ლაპარაკი რომ მოისურვილეს, ფაშა მისდგა ათონის მთას და ათონელი ბერები უშვერად აგინა,
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მერე ილარიონი გაკიცხა, – რამ მიგიყვანა მაგ ათონის მთაზეო და სიტყვა დაუგდო – ოღონდ მაგათთან ურთიერთობა გაწყვიტე და არანაირ სიკეთეს არ მოგაკლებო! ქართველი ბერი უშიშრად იცავდა და ასაბუთებდა ათონის მთის სიწმინდეს და პირიქით – ფაშა შერისხა სარწნუნოების ღალატისათვის. ილარიონი და ფაშა რამდენიმე დღის მანძილზე კიდევ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეროვნული თვისტომობა რამდენადმე ანელებდა მათ შორის რელიგიურ წიმააღმდეგობას, ვიდრე ბოლოს, დიდ დარბაზობაზე არ დასრულდა ეს კეთილგანწყობა. ფაშას სტუმრად ჰყავდა საპატიო სტუმრები მთელი ახლო ევროპა–აზიიდან და მამა ილარიონმა, ფაშას რელიგიურ შეკითხვაზე, ვინ ცხონდება და ვინ დაიღუპებაო, არც აცია, არც აცხელა, ისე უპასუხა: –ცხონდებიან მხოლოდ მართლმადიდებლები! დარბაზობის მონაწილე ყველა კონფესიის წარმომადგენელმა ერთხმად შესძახა: „სიკვდილი მაგას“! ამის შემდეგ ფაშას აღარ შეეძლო გულგრილად დარჩენა, და, თუმცა ბერის მოკვდინება არ სურდა, თავადაც რომ არ შეერაცხათ მუჰამედის კანონის უარმყოფელად, ილარიონისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. აკი ილარიონიც ამას ელტვოდა – თავი მოიშიშვლა, დახარა და მიუგო: – აჰა, მომჭერი, ჭეშმარიტებისთვის სიკვდილისა არ მეშინია! ...ვიდრე ქალაქის მოედანზე ჯალათი ემზადებოდა სასჯელის აღსასრულებლად, ფაშას ესტუმრნენ მისი უახლოესი ქვეშევრდომები – ტომით აბაზგები: ერთი ხაზინადარი, მეორე – განსაკუთრებულ საქმეთა მოხელე. საუბარში ფაშამ ამცნო მათ ქართველი ბერის მიმართ გამოტანილი განაჩენი. ორივე შეძრწუნდა: –რას ამბობ, ფაშავ, ეს არ მოხდება! თუ ამას ჩავიდენთ, როგორღა გამოგ ვეყოფა თავი სოფელ–ქვეყანაში, რას იტყვის ხალხი – ამ უცხო მხარეში ერთი თანამემამულე გამოუჩნდათ და ისიც სიკვდილით დასაჯესო...ამ სირცხვილს ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩამოვირეცხავთ! გული რომ არ დაეწყვიტა საყვარელი ადამიანებისათვის, ილარიონის ბედი ფაშამ აბაზგებს გადაულოცა. ისინიც ჩქარი ნაბიჯით გაემართნენ ქალაქის მოედნისაკენ და პირდაპირ ხელიდან გამოსტაცეს ჯალათს სასიკვდილოდ გამზადებული ბერი. შემდეგ ქალაქის ქუჩები გაატარეს, ალაყაფის კართან ხელი უბიძგეს და მიაძახეს: წადი ბერო შენს ათონზე და აქ აღარ დაგინახოთო! ბერმა პირჯვარი გადაისახა და ამოიოხრა: „ეჰ, საბრალო ჩემო თავო – არ ყოფილხარ ღირსი, რომ ღმერთს მიეღო შენგან მოწამებრივი სიკვდილი!“ წმიდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მან მოყვასის სიყვარულით გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღვთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა. წმიდა მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვებულებში. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკევობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რომდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა - ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმიდანს. მლოცველები ხშირად არღვევდნენ მამა ილარიონის მყუდროებას, ერთ დღეს ბერმა, დატოვა გამოქვაბული და ტყ ეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმიდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს ზედამხედველობით წმიდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივერონში, დიონისეს მონასტერში რუსიკში...ივერონში მან წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა სათაურით „ყვავილნარი“. წიგნებში, ძირითადად, წმიდანთა ცხოვრება იყო აღწერილი, ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულად ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად. სიცოცხლის მიწურულს წმიდა ილარიონი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. „დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით გადაიტან“. სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა. გარდაიცვალა 1864 წლის 12 თებერვალს. მამა საბა იძულებული გახდა მამა ილარიონის საფლავის ადგილსამყოფელი გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლების წინა ღამისთევის ლოცვისას, ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) წმიდანთა დასში აღირიცხა და ეწოდა ილარიონ ქართველი ახალი.
|