საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსნი დედანი: მარინე და კირა

28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  ღირს დედათა: მარინესი და კირას (+დაახლ. 450) ხსენების დღეს.

ღირსნი მარინე და კირა, ღვიძლი დები, IV საუკუნეში ცხოვრობდნენ ქალაქ ბერიაში (მცირე აზია). როცა სრულწლოვანებას მიაღწიეს, მათ დატოვეს მდიდარი და წარჩინებული მშობლების ოჯახი და ქალაქიდან გავიდნენ. წმიდანებმა მიწის ერთ მცირე ნაკვეთს ზღუდე შემოავლეს, შემოსასვლელი ქვებითა და თიხით ამოქოლეს და მხოლოდ მცირე ჭრილი დატოვეს, საიდანაც კეთილი ადამიანები მწირ საზრდელს აწვდიდნენ. ასე, ღია ცის ქვეშ ატარებდნენ ნეტარი დები დღეებს, სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდნენ, შიმშილსაც მოთმინებით იტანდნენ: სამი წლის განმავლობაში ორმოც დღეში ერთხელღა ჭამდნენ. წმიდა დების ცხოვრებას კარგად იცნობდა ნეტარი თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი: დები პატივს მიაგებდნენ მღვდელმთავრის ხარისხს და მხოლოდ მას უშვებდნენ თავიანთ საცხოვრისში. ნეტარი მამა საუბრობდა ხოლმე წმიდანებთან და ურჩევდა, მოეხსნათ ბორკილები, რომლებიც ისე მძიმე იყო, რომ კირა გამართვასაც ვერ ახერხებდა და მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. ასე მოსაგრეობდნენ ღირსი დედები 40 წლის განმავლობაში. დაყუდებიდან ისინი სულ ორჯერ გამოვიდნენ: ერთხელ მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავის თაყვანისსაცემად იმოგზაურეს იერუსალიმში. სანამ წმიდა ადგილებს არ მიეხალნენ, მათ არანაირი საზრდელი არ მიუღიათ, არც უკანმობრუნებისას უხმევიათ რამე. მეორე ასეთივე მოგზაუ
წმინდა მარინე
რობა განახორციელეს მათ ისავრიაში, წმიდა პირველმოწამე თეკლას საფლავის მოსალოცად. მიიცვალნენ დაახლოებით 450 წელს.

წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსნი დედანი: მარინე და კირა
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირს დედათა: მარინესი და კირას (+დაახლ. 450) ხსენების დღეს.
ღირსი ბასილი აღმსარებელი
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ბასილი აღმსარებელის (+750) ხსენების დღეს.
gaq