|
21 სექტემბერი (4 ოქტომბერს) აღინიშნება წმიდა მოციქული კოდრატეს, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130) ხსენების დღე.
|
|
18 სექტემბერს (1 ოქტომბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე არიადნას (II) ხსენების დღეს
|
|
18 სექტემბერი (1 ოქტომბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ევმენიოსის - ჰორტინელი ეპისკოპოსის (VII) ხსენების დღეს.
|
|
18 სექტემბერს (1 ოქტომბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამეთა: ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავთა - ელიზბარისა და შალვას (+1661) ხსენების დღეს.
|
|
12 (25) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის (+1795) ხსენების დღეს.
|
|
3 სექტემბერს აღესრულება ხსოვნა სარმეან კათალიკოსისა.
|
|
16 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს პირველმოწამის - რაჟდენის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა რაჟდენი იყო გამზრდელი ვახტანგ გორგასლის მეუღლის - ბალენდუხტისა, რომელსაც გამოჰყვა ქართლში. რაჟდენმა ქრისტიანობა მიიღო, ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა და „საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ყო იგი“.
წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. იგი შენატროდა მოწამეთა ცხოვრებას, მათ აღსასრულს და ლოცულობდა, რათა თვითონაც ღვთის ნებით წამების ღვაწლისა და უკვდავების სასმელის შესმის ღირსი გამხდარიყო.
|
|
წმიდა ილარიონ თუალელი, ვისი ხსენებაც არის 6 აგვისტოს, თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა. გიორგი მცირე (XI ს.) „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული“. ილარიონი „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაჲ შეუძლებელ არს“.
|
|
21 ივლისს (3 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სვიმეონის, ქრისტესთვის სალოსის და იოანეს, მისი თანამმარხველის (+დაახლ. 590) ხსენების დღეს.
|
|
2 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოწამე სალომე ქართველისა. მის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დღესა (20 ივლისი, ახალი სტილით 2 აგვისტო) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაჲ მისი“.
|