საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

ჯავახეთი ყოველთვის ივერიის მეფეთა ოლქი იყო

რუსულენოვან პორტალზე „Вне строк“ გამოქვეყნდა ვინმე ალექსანდრე ბაკულინის სტატია „სამცხე-ჯავახეთის სომხები“

(http://vstrokax.net/istoriya/armyane-samtshe-dzhavahetii/?fbclid=IwAR2sOrb-oIkZc76GHyB09KGJ7TH9AHzChgtXtPESGSEhgxsgY3cLdSCnk5o).

სტატია ძალზედ პროვოკაციულია, სადაც დამახინჯებულია ისტორიაც და გეოგრაფიაც. ალექსანდრე ბაკულინი წერილს იწყებს გეოგრაფიული მონაცემებით და აღნიშნავს, რომ ახალქალაქი განლაგებულია არა ჯავახეთის ზეგანზე, არამედ სომხურ ზეგანზე. ისტორიული ფაქტები, რბილად რომ ვთქვად, სრულადაა დამახინჯებული.

სამეფო კლუბის საიტმა საჭიროდ მიიჩნია პასუხი გაეცეს ამ პროვოკაციულ გამოხტომას. ამ მიზნით ჟურნალისტი დავით ზუკაკიშვილი ესაუბრა ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბატონ გიორგი კუჭავას.

- დავით ზუკაკიშვილი: წერილში ნათქვამია, რომ „ჯავახკი სომხური სახელმწიფოს ფარგლებში იყო 428 წლამდე, არშაკიდების დინასტიის დაცემამდე“.

- გიორგი კუჭავა: V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ჰორენაცის თავის „სომხეთის ისტორიაში“ წერდა, რომ გუგარქი (ასე ეწოდებოდა სამცხე-ჯავახეთს) არის ივერიის მეფეთა ოლქი. შესაბამისად, ჯავახეთი არასდროს შედიოდა ე. წ. „დიდი სომხეთის“ შემადგენლობაში.

- დავით ზუკაკიშვილი: ოდნავ ქვევით კი ავტორი წერს: „ზეპირი გადმოცემებით ცნობილია, რომ ახალქალაქი და სხვა მიმდებარე ტერიტორიები, მაგალითად ნინოწმინდა, შუა საუკუნეებში სომხეთის მეფის მიერ, რომლის ქალიშვილი ცოლად გაჰყვა ქართველ უფლისწულს, როგორც მზითვი გადაეცა საქართველოს“.

- გიორგი კუჭავა: ისტორია ზუსტი მეცნიერებაა. არც ერთი თავმოყვარე ისტორიკოსი თავის კვლევებში არ დაეყრდნობა ზეპირმეტყველებას. მით უფრო, თუ ერთი სახელმწიფო მეორეს გადასცემს დიდ ოლქს. არც ერთ წერილობით წყაროში შესაბამისი ფაქტი არ არის მოხსენებული. თანაც ამგვარი წყაროები იქნებოდა რამდენიმე - ქართულ, სომხურ, არაბულ, ბერძნულ და სპარსულ წყაროებში. მაგრამ ამგვარი რამ ბუნებაშიც კი არ არსებობს. IX-X საუკუნეებში ახალქალაქის ადგილას მდებარე სოფელი, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქალაქად გადაიქცა. X საუკუნიდან ახალქალაქი, ჯავახეთთან ერთად, საუფლისწულო მამული იყო. მირაშხნის 1064 წლით დათარიღებული წარწერა გვამცნობს ალფ-არსლანის საქართველოში შემოსევის, ფარსმან თმოგველისა და მესხი აზნაურების ახალქალაქის გმირული დაცვის შესახებ: „სახელითა ღმრთისაითა. მე, გიორგა ხუცესმან, დავწერე მას ჟამს, ოდეს გას მოვიდა ხორასანი ქალაქით. ჰოი, მე, გიორგაი ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხა ყოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქით წაიღო, ასწყუიდა და ტუყუედ წაიღო. ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა. ფარსმან პირ ექმნა მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდეს. უფალო, შეუნდვნენ გოჰარის ცოდვანი, ამენ და მირაშხნელთა ყოველთა შეუნდვენ, უფალო, ამენ. მეცა ფრიად ცოდვილი მომიხსენეთ, გიორგა ბერი“.

- დავით ზუკაკიშვილი: პუბლიკაციის ავტორს უკვე  წერს, რომ ჯავახეთი შედიოდა სომეხ ბაგრატიდთა სამეფოს შემადგენლობაში და „მხოლოდ XII საუკუნის მიწურულს, თამარ მეფის მართველობის დროს, ივანე და ზაქარე, ზაქარიანების საგვარეულოს ფუძემდებლები, გამარჯვებების შედეგათ თურქ-სელჯუკებზე ჯავაჰკი კვლავ შევიდა საქართველოს შემადგენლობაში“. ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ სომეხ თავადთა ზაქარიანების საგვარეულო იყვნენ ჯავახეთის მართველები?

- გიორგი კუჭავა: ჩემის აზრით, ამას დაწერდა ან ისტორიის სრული უვიცი, ან პროვოკატორი.

საქართველოს სამეფო, დიდგორის ბრძოლისა და შემდგომ მოპოვებული წარმატებების წყალობით, იწყებს აქტიურ მოქმედებას მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისაგან გათავისუფლებისათვის. როგორც ჩანს, დავით IV აღმაშენებელი, ანისის ასაღებად, სომეხმა თავკაცებმა მიიწვიეს. ანისის თავკაცების მისიის შესახებ წერს დავითის ისტორიკოსი: „და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“. როგორც „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისიდან“ ჩანს, ანელი თავადები დავითს ეახლნენ დმანისის შემოერთების (1124 წლის მარტი), სომხეთის ციხეთა დაკავებისა (1124 წლის აპრილი) და ჯავახეთიდან ბასიანამდე დავითის მიერ ჩატარებული სამხედრო ექსპედიციის (1124 წლის ივნისი) შემდეგ, აგვისტოს თვეში, 1124 წელს. ამ თარიღის მართებულობას ამაგრებს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს „კუალ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“. ამრიგად, დავითის ისტორიკოსისა და ურჰაეცის ცნობებით სრულიად ნათელია, რომ მეფემ ანისი 1124 წელს აიღო. მეფე გიორგი III საქართველოს ტახტზე 1156 წელს ავიდა. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად, საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

შესაბამისად, როგორც არამარტო ქართველი, არამედ სომეხი ისტორიკოსები იუწყებიან, რომ XII საუკუნეში არ არსებობდა სომხეთის სამეფო. ისტორიული სომხეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. ხოლო რაც შეეხება თითქოს და ჯავახეთს მართავდნენ სომეხი ზაქარიანოვები ესეც ზღაპარია. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართველ და სომეხ ისტორიკოსებს შორის ხანგრძლივი კამათი იყი ზაქარიანოვების ეროვნულ წარმომავლობაზე. აკადემიკოსმა შოთა მესხიამ ამ კამათს ბოლო მოუღო. შოთა მესხიამ დაამტკიცა, რომ არა ზაქარიანოვები, არამედ მხარგრძელები იყვნენ ოლქის დიდებულები, რომლებიც ეროვნებით ქურთები იყვნენ. ერთ დროს მართლმადიდებლებმა მიიღეს გრიგორიანობა, მაგრამ XII საუკუნის მიწურულს კვლავ დაბრუნდნენ მართლმადიდებლობაში. შოთა მესხიას დაეთანხმნენ სომეხი ისტორიკოსე

ბიც და საკითხიც დაიხურა. საინტერესოა, ვის დასჭირდა ამ საკითხის ხელახლა წამოწევა?

- დავით ზუკაკიშვილი: ბატონო გიორგი, ავტორი ოსმალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „ოსმალეთის საგადასახადო რეესტრის თანახმად, ჯავაჰკის დასახლებულ პუნქტებში ძირითადათ სომხები ცხოვრობდნენ. ამასვე აღნიშნავს ქართველი ავტორი ვახუშტი ბაგრატიონი.“.

- გიორგი კუჭავა: ოსმალეთის ბატონობამ რეგიონში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯავახეთის ეთნიკურ შემადგენლობაზე. როგორც ცნობილია, ჯავახეთში ოსმალეთის იმპერია ავიწროვებდა ქართველებს. მართლმადიდებელ ქართველებს აიძულებდნენ მიეღოთ ისლამი, ხოლო თუ ამის წინააღმდეგი იყვნენ, სთავაზობდნენ არჩევანს - გამხდარიყვნენ კათოლიკეები ან  გრიგორიანელები. ეროვნებას იმ დროს განსაზღვრავდა სარწმუნოება. ამის შესახებ დეტალურად წერს მიხეილ თამარაშვილი „კათოლიციზმის ისტორია საქართველოში“.

სტატიაში, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ავტორი აღნიშნავს, რომ სომხების მასობრივი გადმოსახლება ოსმალეთის იმპერიიდან ჯავახეთის რეგიონში დაიწყო 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით. მაგრამ „დაავიწყდა“ დაეწერა, რომ რუსეთის იმპერია ეწინააღმდეგებოდა ეთნიკური ქართველების დაბრუნებას მართლმადიდებლობაში და მათ ოსმალეთში დევნიდა. ყოველივე ეს დეტალურადაა აღწერილი შოთა ლომსაძეს არაერთ ნაშრომში.

- დავით ზუკაკიშვილი: ბატონო გიორგი, ალექსანდრე ბაკულინი ასევე აღნიშნავს, რომ 1918 წლის მაისის დასაწისში საქართველოს მთავრობამ თურქეთის შემოსევისას არ შემოუშვა სომხები საქართველოში. რა პასუხს გასცემდით?

- გიორგი კუჭავა: 1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული ამიერკავკასიელი დეპუტატებით. სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე. ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 9 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა კომისარიატის გაუქმება და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამავე დროს მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები თურქეთთან. თურქებს სურდათ აღედგინათ 1877 წლის რუსეთ-ოსმალეთის სან-სტეფანოს ზავამდე არსებული საზღვარი. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოში. ამიერკავკასიის სეიმს სამხრეთ საქართველოში მინიმალური ჯარი ჰყავდა. თანაც რევოლუციური პერიპეტიების გამო, ხდებოდა საბრძოლო ქვედანაყოფების ფაქტიურად ხელახლა ჩამოყალიბება. ჯარში არ იყო შესაბამისი დისციპლინა, ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული სეიმის სხდომებზე. თანაც, ამიერკავკასიის სეიმისა და მოგვიანებით პირველი რესპუბლიკის მთავრობა მუდამ კეთილგანწყობილი იყო განწყობილი დევნილებისადმი, და, მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად, მუდამ უწევდა მათ დახმარებას.

- დავით ზუკაკიშვილი: და ბოლოს, ბატონო გიორგი, სტატიაში ასევე წერია, რომ 1921 წლის 6 მარტს ახალქალაქში შემოიჭრნენ ქემალისტები, ხოლო საქართველოს ჯარმა, ისევე როგორც 1918 წელს, არავითარი დახმარება არ აღმოუჩინა ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას.

- გიორგი კუჭავა: 1921 წლის 15 თებერვალს რუსეთის წითელი არმია, რომელსაც ამ დროისთვის დაპყრობილი ჰქონდა აზერბაიჯანი და სომხეთი, შემოიჭრა საქართველოში. ომმა 17 თებერვლამდე გასტანა. ქართული ჯარი, რომელმაც ვერ გაუძლო რუსეთის რიცხობრივ და ტექნიკურ უპირატესობას, ბრძოლებით ბათუმისკენ იხევდა.

ბოლშევიკური რუსეთისა და საქართველოს პირველი ბრძოლების დაწყებიდან ქემალისტური თურქეთის ჯარები მზად იყვნენ, საქართველოში სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან შეჭრილიყვნენ და დაეკავებინათ ყველა ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზოგიერთი სადავო ტერიტორია - ართვინის, არტაანისა და ბათუმის ოკრუგების ჩათვლით და ამით შემოსაზღვრას არ აპირებდნენ. ამის გარდა, რუსეთსა და საქართველოს ომის დაწყებისთანავე თურქ ჯაშუშებს წესრიგიანად მიჰქონდათ რუსებთან სადაზვერვო ინფორმაცია.

ტფილისის გარშემო მძიმე  ბრძოლებისა და თურქებისგან „ზურგში დარტყმის“ საშიშროების გამო ქართველი დიპლომატები ან საქართველოს მხარეზე ომში თურქეთის ჩაბმის, ან ყველაზე ნაკლებ თურქების ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ქემალისტების თურქეთისთვის ართვინის ოკრუგისა და არტაანის ოკრუგის ნაწილის დათმობას დათანხმდნენ. ამ ტერიტორიული დათმობის მიღების შემდეგ თურქეთის ჯარები ქაზიმ ყარაბექირ-ფაშას სარდლობით გადავიდნენ თურქეთ-საქართველოს საზღვარზე და 23 თებერვლისთვის კონტროლქვეშ აიღეს მათთვის შეთავაზებული ტერიტორიები ქალაქებით არტაანით, არტანუჯით, ართვინითა და ოკამით. ორი დღით გვიან, როცა საბჭოებმა საქართველოს დედაქალაქი დაიპყრეს, თურქებმა გააგრძელეს შეტევა საქართველოს მთავრობის მიერ მათთვის დათმობილი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ და 1828 წლის საზღვრამდე მისვლას აპირებდნენ. 1 მარტისთვის თურქეთის ჯარებმა დაიკავეს ახალციხე და ახალქალაქი, ასევე შევიდნენ ბათუმის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებში ისე, რომ იქ მყოფი ქართული ნაწილების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ ან თითქმის არ შეხვედრიათ. მაგრამ 8 მარტს თურქების ექსპანსიური მარში ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან ძალოვანმა წინააღმდეგობრივმა მოქმედებამ შეაჩერა. რუსეთის წითელი არმიის მე-18-ე ცხენოსანი დივიზიის ნაწილები დიმიტრი ჟლობას მეთაურობით ახალციხეში შევიდნენ და ძალების მცირე დემონსტრაციის შემდეგ თურქებს არტაანის ოკრუგის საზღვრისკენ გაცლა აიძულეს. რაღაც ამგვარი განმეორდა მეორე დღესაც, როცა მე-11-ე არმიის მცირე შენაერთმა მარშით გაიარა ბორჯომიდან ახალქალაქამდე და თურქებს ახალქალაქის მაზრის საზღვრების დატოვება აიძულა.

ასე რომ ნებისმიერი პრეტენზია ქართული მხარისადმი ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

- დავით ზუკაკიშვილი: ვიღაც გულუბყვრილო მკითხველმა შეიძლება კი დაიჯეროს ბაკულინის ფანტაზიები, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა - რას ემსახურება ეს სტატია?

- გიორგი კუჭავა: ჩემის აზრით, სომხებს სურთ, საერთაშორისო არენაზე დააყენონ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ანუ როგორც XX საუკუნის 60-70 წლების მიჯნაზე გაჩენილი ტერმინი „ჩრდილოეთ სომხეთის“ შეერთება. თან გაითვალისწინეთ, რომ აზერბაიჯანთან გასულ წელს, 44 დღიანი ომის მარცხის შემდეგ, რიგი სომეხი ჟურნალისტი სომხურ ტელეეთერში ღიად მოითხოვს საქართველოს ხარჯზე შავ ზღვაზე გასასვლელს.

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq