საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

იმერეთი

საქართველოს ფეოდალური მონარქიის კუთხეებად დანაწილების შემდეგ, სხვა სამთავროთა შორის,დასავლეთ საქართველოში ერთად–ერთი სამეფო სწორედ იმერეთისა იყო. მას იმერეთის ბაგრატიონთა შტო განაგებდა.

 თუმცა, იმერეთის სადროშოს ადრეული შუასაუკუნეებიდან განსაკუთრებული როლიისედაც ჰქონდა საქართველოში – მოკიდებული ლეონ მეფის დროიდან, როდესაც მისი ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს დედაქალაქად იყო სახელდებული. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს გაერთიანების პროცესი – აქ ააშენა ბაგრატ მეფემ თავისი ულამაზესი ტაძარი ( დღეს სანახევროდ დანგრეული)X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ხოლოXII საუკუნეში მეფე დავით აღმაშენებელმა,უდიდესმაქართველმა მეფემ, ამ ქალაქში 1106 წელს ააგო გელათის მონასტერი, რომლის პარალელურად ფუნქციონირებდა გელათის აკადემია – უმაღლესი სასწავლებელი – სადაც ახალგაზრდები განისწავლებოდნენ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტურულ მეცნიერებებში. ნიშანდობლივია, რომ ქართველთაეთნიკურ შეფასებებში იმერლები სწორედსანიმუშო აღზრდით, სიდარბაისლითა და ზრდილობით გამოირჩევიან.

 იმერეთის მიწაზე მოიპოვება ქრისტიანობამდელი ნივთიერი კულტურის მდიდრული ნიმუშები – XX საუკუნისარქეოლოგიური გათხრების შედეგად ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილია უძველესი კოლხური კულტურის ოქრომჭედლობისა და ლითონმქანდაკებლობისუმაღლესი დონის ოქროსა და ვერცხლის სამკაულები.

იმერეთის მიწაზე არის ძვირფასი წიაღისეულის საბადოები: ჭიათურაში მანგანუმის მსოფლიო მნიშვნელობის საბადო; ხოლო ქალაქი წყალტუბო ყოველმხრივ არის ბუნებისაგან შემკული: აქ არის უნიკალური მინერალური სამკურნალო წყლები; მის ახლო, სოფელ გუმბრში – მრეწველობაში გამოყენებული თიხის საბადოები, ხოლოკიდევ ერთგან, წყალტუბოს სიახლოვეს, მდებარეობსყუმისთავის მღვიმე ულამაზესი სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების დარბაზებით.

 კიდევ ერთი უნიკალური ადგილი იმერეთში – ნაკრძალისათაფლია, სადაც განთავსებულია სათაფლიის ტყე–პარკი, რომლის სიმდიდრეს და დაცვის მთავარ ობიექტს შერეული ტიპის კოლხური ტყე წარმოადგენს; სათაფლიის კარსტული მღვიმე – 5 კარსტული მღვიმით, რომელთაგან ერთი - ნომერ პირველი მღვიმე-საექსკურსიოდ არის გამოყენებული. მღვიმეში თერმომეტრი უცვლელად აჩვენებს 11 გრადუსს. სათაფლიის ნაკრძალის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა,1933 წელის 11 იანვარს ქუთაისელი მხარეთმცოდნისა და პედაგოგის პეტრე ჭაბუკიანის მიერ„60 მილიონი წლის წინათ გადაშენებული ქვეწარმავლების-დინოზავრების ნაკვალევად“ სახელდებული კირქვის ნაჭდევები. ნაკვალევი განლაგებულია ორ იარუსად, მერგელოვან კირქვაზე.

 იმერეთი მდიდარია ბუნებრივი სიმდიდრეებით, რომლებიც საგანგებო დაცვას ექვემდებარება – მათ შორისაა აჯამეთის ტყე-პარკი – აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებს შორის არსებულ დაბლობზე, რიონისხეობაში,76 000 ჰექტარზე გადაჭიმული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ფართობის მიხედვითერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომელიც აქ არსებული სახეობათა მრავალფეროვნების გამომცენარეთა ცოცხალმუზეუმს წარმოადგენს.


მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq