საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

ქართველი მხატვრის „მამულიშვილური“ მოწოდება

(ფრაგმენტი რევაზ გაბაშვილის მემუარებიდან)

 

 „ყველას ახსოვს ალბათ 1915 წლის „პანიკა თბილისში“ და მთელ კავკასიაში, როცა ოსმალები შემოიჭრნენ სარიყამიშში და რუსის ჯარის უფროსი მიშლაევსკი გამოიქცა ფრონტიდან. თბილისის ევაკუაცია იყო დაწყებული, სასახლიდან, „ხრამ სლავიდან“, ბანკებიდან უკვე გაჰქონდათ ყველაფერი რუსეთში, ჯარიც გაქცევაზე იყო, რომ… ამ უტიფარმა „სარდალმა“ წინადადება მისცა საქართველოს თავად-აზნაურობას და ხალხს: „რუსის ჯარი სტოვებს კავკასიას, ქართველმა ხალხმა უნდა დაანგრიოს ხიდები, სახლები, გადაწვას ბაღ-ვენახები და ყანები და დაიხიოს რუსის ჯართან ერთად, რომ შემოსულ მტერს დახვდეს მხოლოდ უდაბნო, საცა ვერც სანოვაგე, ვერც ბალახი, ვერც ცხენი და ურემსაქონელი და არც ადამიანი დარჩება – გამოსაყენებლად“-ო.

და, როგორ გგონიათ, საჩქაროდ შეკრებილ „საკრებულოში“ ეს საკითხი დაისვა გასარჩევად. მიშლაევსკი, ამასთან, გვპირდებოდა: „თბილისსა და სხვა ქალაქებს ისე ავაფეთქებთ ჩვენ თვითონ, რომ ქვა-ქვაზედაც არ დარჩეს… ოსმალების თავშესაფარავად“-ო!

 კოტე აფხაზმა, ხმაჩახლეჩილი ხმით ეს რომ წაგვიკითხა, „კრებულს“ ჩოჩქოლი შეუდგა და პირველი სიტყვა მოითხოვა ბრწყინვალე თავადიშვილმა, განათლებულმა, მიუნხენის სამხატვრო სკოლადამთავრებულმა – დავით გურამიშვილმა და რუსულად, რასაკვირველია, წარმოთქვა ორატორული ნიჭის მხრივ, შეუდარებელი „რეჩი“, მაგრამ სხვანაირად დავატრიალეთ საქმე.

„ბატონებო, – ამბობდა გურამიშვილი – რუსის ჯარი, რომელიც იცავდა საქართველოს 115-წლის განმავლობაში თათართა ურდოებისაგან, სტოვებს კავკასიას. აი ახლა, დღესა თუ ხვალ, მთავარსარდალი ააფეთქებს მხცოვან თბილისს; ჩვენი მოქალაქეობრივი წმინდა ვალია ზედმიწევნით შევასრულოთ მისი ბრძანება, დავანგრიოთ, გადავწვათ ყველაფერი, რომ ვერაგ მტერს არ დარჩეს არაფერი… უნდა ხელში ავიღოთ ყველამ მაჟარა, თუ სხვა იარაღი არ გვექნება და გავყვეთ რუსის ჯარს… გავწყდეთ ყველანი და… თუ ერთი ქართველიც არ დარჩა, ისტორიაში მაინც დარჩება სახელი, რომ რუსის იმპარეტორსა და ხალხს ისეთი ერთგული ხალხი ჰყავდა, როგორიც არის რაინდი ქართველი ერი, რომელმაც არაფერი დაზოგა და თავიც დასდო, – პატარა სამშობლო, დიდი მამულის სამსხვერპლოზედ მისატანად“-ო.

კიდევ კარგი, მიშლაევსკი რუსის მთავრობამ გადააყენა, ხოლო გურამიშვილი და ზოგი მისი მხარდამჭერები დარბაზიდან გააძევეს, თორემ კაცმა არ იცის, ეს ქარიხვეტიები რას დააწევდნენ ჩვენს ქვეყანას და ხალხს – მითუმეტეს თბილისს“.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq