საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

საქართველოს ბედისწერა - სოციალისტი ხელისუფლების სათავეში

ცნობილი ქართველი მეცნიერი და პუბლიცისტი გერონტი ქიქოძე თავის დოკუმენტურ პროზაში, სახელწოდებით: „თანამედროვის ჩანაწერები“  გადმოსცემს  გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებულ ვითარებას. აი, როგორ აგვიწერს ის მოვლენათა განვითარების წყალობით საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულ სოციალისტს - ნოე ჟორდანიას:

 

„პირველი მსოფლიო ომის დროს ნოე ჟორდანია ანტანტის ორიენტაციას მიემხრო და რუსეთის მთლიანობის დამცველად გამოვიდა, მაგრამ ერთ რუსულ ჟურნალში მან დაბეჭდა სტატია, სადაც განაცხადა, ოსმალეთის სომხეთს ტერიტორიული ავტონომია უნდა მიეცესო. არც ერთ ვილაიეტში იმ დროს სომხობა მოსახლეობის ნახევარს არ შეადგენდა, ზოგან ათ-თხუთმეტ პროცენტსაც არ სცილდებოდა. ამიტომ ასეთი მოთხოვნა ულოგიკო ჩანდა იმ პოლიტიკური მოღვაწის პირში, რომელიც ამტკიცებდა, საქართველოს არ შეიძლება ტერიტორიული ავტონომია მიეცეს, ვინაიდან მის აღმოსავლეთ ნაწილსა და მის დედაქალაქში ქართველების გვერდით სხვა ერების წარმომადგენლებიც მრავლად ცხოვრობენო და თვითონ ქართველი ხალხი ავტონომიას არ მიიღებს, თუნდაც ხონჩით მიართვანო.

ნოე ჟორდანიას მობრუნება ნაციონალური პოზიციებისკენ თანდათან მოხდა: მის რყევას ოქტომბრის რევოლუციამ მოუღო ბოლო. ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ცენტრალიზმის იდეისათვის ეღალატნა, თუ რუსეთში კერენსკის და წერეთლის მთავრობა არ დამხობილიყო. ოქტომბრის რევოლუცია მან ხანგრძლივი ანარქიის დასაწყისად მიიღო. მან წარმოიდგინა, რომ საბჭოთა ხელისუფლება და წითელი არმია ბოლოს ვერ მოუღებდნენ კონტრრევოლუციური ჯარების, შიმშილის და მკბენარების შეტევას და რუსეთი დიდხანს თავს ვერ დააღწევდა არეულობას. ამიტომ ნოე ჟორდანია ძალაუნებურად ჯერ ამიერკავკასიის გამოყოფის იდეას მიემხრო, ხოლო შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობას.

...დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თავის დიპლომატიურ წარმომადგენლად თბილისში გამოგზავნა საქართველოს ძველი მეგობარი „ვისრამიანისა“ და „ სიბრძნე-სიცრუისას“ მთარგმნელი ოლივერ უორდროპი. ის უკვე ხანში იყო შესული და თავშალმოსხმული ჯდებოდა მისი მეგობრების მიერ ცივ დარბაზებში გამართულ ბანკეტებზე. პირველი კითხვა, რომელიც ოლივერ უორდროპს ნოე ჟორდანიასთვის დაესვა, შემდეგი იყო: შესძლებს თუ არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის დაცვას რუსეთის ჯარის შემოსევისგანო. საქართველოს პრეზიდენტს გულდამშვიდებით ეპასუხნა: ჩვენ სხვების დაუხმარებლად, ჩვენი საკუთარი ძალებით შეგვიძლია, არა თუ თავი დავიცვათ, არამედ მთელი კავკასიის ტერიტორია დავიკავოთ როსტოვამდე, მაგრამ ეს საჭიროდ არ მიგვაჩნიაო.“

ხოლო რა დღეები გამოიარა  საქართველომ ამ ხელისუფლის ხელში 1921 წლის 25 ტებერვალს, ამაზე ქვემოთ მოყვანილი სტრიქონები მოგვითხრობენ:

„დამფუძნებელი კრება ულუფას იძლეოდა ორმოცდაათი ათასი ჯარისკაცისათვის, მაგრამ წითელი არმიის წინააღმდეგ 1921 წელს მთავრობამ ამის ნახევარიც ვერ გამოიყვანა. როდესაც თბილისში წითელი არმია შემოვიდა, აღმოჩნდა, რომ საწყობები სავსე იყო ამუნიციით და სანოვაგით, ქართველ ჯარს კი ბრძოლის ველზე ბევრი რამ აკლდა.

...1921 წლის 15 თებერვალს შულავერში საქართველოს რევოლუციური კომიტეტი შედგა. თავის მანიფესტში მან ქართველ ხალხს აუწყა, რომ წითელი არმია მის გასათავისუფლებლად მოდიოდა. დამფუძნებელმა კრებამ კანონს გარეშე გამოაცხადა რევოლუციური კომიტეტის წევრები. ქართველი ჯარის მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ ისევე, როგორც ასოცდახუთი წლის წინათ ერეკლე მეფემ, გადაწყვიტა, მთავარი ბრძოლა მოწინააღმდეგისათვის თბილისის კარიბჭესთან მიეცა. ცხრამეტ თებერვალს ახლად გაღვიძებულ მოქალაქეებს უკვე შემოესმათ მეთერთმეტე არმიის ქვემეხების გრიალი. ქართულმა არტილერიამ, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ოფიცრები მეთაურობდნენ, მტერს ენერგიული პასუხი გასცა.

დამფუძნებელი კრების რამდენიმე დეპუტატთან ერთად სოღანლუღის ფრონტზე მივედი და სანგრები დავათვალიერე. ჯარისკაცებიც და მეთაურებიც მხნედ იყვნენ, მხოლოდ ჩიოდნენ, სურსათისა და ტყვია-წამლის მოწოდება ცუდად არის მოწყობილიო. თბილისის საწყობები კი სავსე იყო ამუნიციით. ერთი ფედერალისტი სანგრიდან სანგარში გადადიოდა, დღეს თუ არა ხვალ,  თურქეთის ჯარი წითელ არმიას უკნიდან დაარტყამსო.

მეორე თუ მესამე დღეს ქართველი ჯარი და გვარდია შეტევაზე გადავიდა  და ათასხუთასზე მეტი კაცი დაატყვევა. თბილისის მოსახლეობას არც რამიე ექსცესები ჩაუდენია, არც პანიკა გამოუმჟღავნებია. ყველაზე მეტი დაბნეულობა თვით მთავრობის წევრებს ემჩნეოდა: მინისტრები თავიანთ ადგილებზე არ ისხდნენ, ზოგიერთ მათგანს სამხედრო ფარაჯა ჩაეცვა, მხარზე თოფი გადაეკიდა  და სასახლის წინ დადიოდა.

რუს ტყვეებს შორის მძიმედ დაჭრილები ერივნენ. ერთი მათგანი რატომღაც ერთი სახლის აივანზე დაეწვინათ სოლოლაკში. ერთი ფეხი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა. გაფითრებული ტუჩებით პაპიროსი ითხოვა. ბენია ჩხიკვიშვილმა, რომლის ვაჟკაცურ გარეგნობასა და ხასიათს მაღალი ცილინდრი და თეთრი ხელთათმანი ნაკლებ შეეფერებოდა, პორტსიგარი მიაწოდა. ვიღაცამ უთხრა, პაპიროსით თბილისის გენერალ-გუბერნატორი გიმასპინძლდებაო. მომაკვდავმა ეს ცნობა გულგრილად მიიღო, მხოლოდ თამბაქო ხარბად მოსწია. ეტყობოდა, ყურს უგდებდა არტილერიის ბათქს და ცდილობდა გაეგო, უახლოვდებოდნენ თუ შორდებოდნენ თბილისს მისი ამხანაგები.

კავალერიის უყოლობის გამო ქართველმა ჯარმა ვერ შეძლო პირველი გამარჯვების გამოყენება და წითელ არმიას დრო მიეცა დაშოშმინებულიყო და თავისი რაზმები გადაეჯგუფებინა. ის მოქმედებდა არა მარტო სოღანლუღის და კოჯრის მიმართულებით, არამედ მტკვრის მარცხენა ნაპირზეც, ვაზიანის მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ ცნობა მიიღო, წითელი ჯვრის ნაწილებმა კავკასიონის მთავარი ქედი გადმოლახეს მამისონის უღელტეხილითო. მაგრამ ეს ნაწილები იმდენად მცირერიცხოვანნი იყვნენ, რომ მათ არ შეეძლოთ გადამწყვეტი გავლენა მოეხდინათ მთავარი ფრონტის ოპერაციებზე. ამიტომ თბილისის მოსახლეობისათვის მოულოდნელი იყო ცნობა, რომ მთავრობამ და მთავარმა შტაბმა გადაწყვიტეს დედაქალაქის დატოვება. როგორც შემდგომ გამოირკვა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და საბედისწერო იყო ფრონტისთვის, სადაც მან დემორალიზაცია შეიტანა.

24 თებერვალს ერთს ჩემს მეგობართან ერთად უძილო ღამე გავატარე. ქალაქის ქუჩებში საოცარი სიჩუმე იდგა. თოვლის ფანტელები უხმოდ ეცემოდნენ ქვაფენილებს. უკან ჩამორჩენილი ჯარისკაცები ჩრდილებივით მოძრაობდნენ, ზოგი მათგანი კედელზე აყუდებდა ან მიწაზე აგდებდა თავის თოფსა და სავაზნეს. ქალაქი ჩაბნელებული იყო.

... როდესაც 25 თებერვალს დილით წითელი ჯვრის მეთაურობით მზვერავები ფრთხილად ქართული ჯარის სანგრებს მიახლოვებოდნენ, სახტად დარჩენილიყვნენ, რადგან იქ აღარავინ დახვედროდათ. თავის პოსტზე მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი დარჩენილიყო, უმთავრესად იუნკრებისაგან შემდგარი. მას, ალბათ, ქართველი ჯარის უკან დახევა უნდა დაეფარა. იუნკრებმა უკანასკნელ წუთამდე თავგანწირულად იბრძოლეს და თავიანთი გვამებით ამოავსეს კოჯრის მაღლობებისა და ქოროღლის სანგრები.

... თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა პარადი გამართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს თბილისის მოსახლეობამ  დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო რუსთაველის პროსპექტზე. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც სანგრებიდან ჩამოტანილი ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენენ, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მაობიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელთა რიგებში.  ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშალა. დახოცილი ქართველი მეომრები დასაფლავებულ იქნენ დიდი საკრებულო ტაძრის ეზოში, სადაც ამჟამად მთავრობის ახალი სასახლის შენობაა ამართული.

ამ დროს მეზობლად, ძველი სასახლის სახურავზე, უკვე წითელი დროშა ფრიალებდა, რაიცა სერგო ორჯონიკიძემ დეპეშით აუწყა ლენინს“.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq