საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
20 (03.05) აპრილი

წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.

იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა მონოფიზიტთა ერესი. წმიდა ანასტასიმ გაილაშქრა მწვალებელთა წინააღმდეგ; ეპისტოლეები გაუგზავნა ეკლესიებს, თვითონაც ყოველდღიურად უმარტავდა ხალხს სწავლებას იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. ერესით დაბნეული მრევლი სასოებით უგდებდა ყურს პატრიარქის სიტყვებს.

იუსტინიანეს უნდოდა წმიდა ანასტასი პატრიარქის ტახტიდან ჩამოეგდო, მაგრამ მოულოდნელად მძიმედ დაავადდა. სიკვდილის წინ მან შეინანა თავისი ცთომილება და შექმნა საოცარი ლოცვა: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება“, რომელიც საღვთო ლიტურღიაზე იგალობება. მასში გამოხატულია მართლმადიდებლური სწავლება იესო ქრისტეს ორ ბუნებაზე.

იუსტინიანეს შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი იუსტინე უმცროსი (565-578), რომელმაც დევნა დაუწყო წმიდა ანასტასის და 572 წელს გადაასახლა კიდეც. 593 წელს პატრიარქი დაბრუნდა გადასახლებიდან და კვლავ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა. იგი 6 წელი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მეშვიდე წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+21 აპრილი, 599 წ.).

გადასახლებაში ანატასიმ დაწერა რამდენიმე დოგმატური და სამოძღვრო თხზულება და ბერძნულად თარგმნა წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის (+604; ხს. 12 მარტს) „სამოძღვრო მსახურებისათვის“.

წმიდა ანასტასი II ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე ავიდა წმიდა ანასტასი I სინაელის შემდეგ. ის 10 წლის განმავლობაში მეთაურობდა ანტიოქიის ეკლესიის ცხოვრებას. როცა იმპერატორმა ფოკამ წმიდა ანასტასის გავლენით (602-610) გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს წმიდა ნათლისღება მიეღო, ქრისტეს მოძულე იუდეველები გულისწყრომით აღივსნენ და წმიდა პატრიარქი სიცოცხლეს გამოასალმეს (609 წელს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს.
29 აპრილი - ხსენება ქალწულმოწამეთა: აღაპიასი, ირინესი და ქიონიასი (+304)
წმიდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ.
gaq