საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

სალოსი იაკობის ხსენების დღე

ნოვგოროდელი სასწაულთმოქმედი იაკობ ბოროვიჩელი სალოსი იყო. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. 1540 წელს, აღდგომიდან მესამე დღეს სოფელ ბოროვიჩთან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურდა ყინულის დიდი ხორგი, რომელზეც  იდო მუხის კუბო თავსახურის გარეშე. კუბოში ყმაწვილის გვამი ესვენა. გლეხებმა ჭოკების კვრით გააცურეს ხორგი მდინარის შუაგულისკენ, მაგრამ ის მაინც ნაპირს დაუბრუნდა. ასე განმეორდა სამჯერ. ღამით სოფლის უხუცესებს გამოეცხადათ კუბოში მწოლიარე ყმაწვილი და უთხრა: „მეც ისეთივე ქრისტიანი ვარ, როგორც თქვენ. ნუ გამაგდებთ. მე მქვია იაკობი.  ეს სახელი დამარქვეს უფლის ძმის, იაკობის პატივსაცემად“.

წმიდა ნაწილები დაავანეს სამლოცველოში, ხოლო1544 წელს გადაიტანეს სულიწმინდის ტაძარში.  უფალმა ამ წმინდა ნაწილებს მაკურნებელი ძალა მიანიჭა. 1657 წელს პატრიარქმა ნიკონმა სიწმინდეების ერთი ნაწილი ვალდაიზე, ივერიის ტაძარში გადააბრძანა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq