საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე გიორგი ახალი (1515) ხსენება 8 ივნისს

წმიდა მოწამე გიორგი ახალი  დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მის მამას ერქვა იოანე, დედას - მარიამი. ყრმა ღრმადმორწმუნე მშობლების მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მას დიდმოწამე გიორგის  სახელი უწოდეს. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად განისწავლა წმიდა წერილი. წმიდანი 25 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ამ დროს ბულგარეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მძლავრობით ავრცელებდნენ მუსულმანობას ქრისტიან მოსახლეობაში. ერთხელ რამდენიმე თურქმა გიორგის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა. მათ ძალით დაჰხურეს წმიდანს ჩალმა, მაგრამ გიორგიმ მოიგლიჯა ურჯულოთა თავსაბურავი და მიწაზე დაანარცხა. განრისხებულმა თურქებმა იგი მმართველს მიჰგვარეს. მმართველი მოიხიბლა გიორგის ვაჟკაცური გარეგნობით. ის წმიდანს დიდებასა და სიმდიდრეს აღუთქვამდა სარწმუნოების უარყოფის ფასად, რაზეც გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ განრისხებულმა მმართველმა მისი წამება ბრძანა. ღვთის შეწევნით გაძლიერებულმა წმიდანმა მხნედ აიტანა ყოველგვარი სატანჯველი. ბოლოს თურქებმა გიორგის დასაწვავად ქალაქის შუაგულში დიდი კოცონი გააჩაღეს, მაგრამ წმიდანმა უკანასკნელი წამების ადგილამდე ვერ მიაღწია:

 ჭრილო

სამეფო კლუბი
ბებისაგან დაუძლურებული გზაში ჩაიკეცა, მტარვალებმა მიათრიეს სულთმობრძავი ცეცხლამდე, შიგ ჩააგდეს და ზედ მკვდარი ძაღლები დააყარეს, რომ ქრისტიანებს ნეშტის მოძებნა გასჭირვებოდათ. მოულოდნელად კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. ღამით ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა ის ადგილი, სადაც გიორგის გვამი ესვენა. ერთ მღვდელს უფლება მისცეს მოწამის ძვლები აეკრიფა და დაემარხა. როცა ეს ამბავი მიტროპოლიტმა იერემიამ გაიგო, სამღვდელობასთან ერთად მივიდა დასჯის ადგილას. ნაკვერჩხლებიდან გადმოაბრძანეს გიორგის წმიდა ნაწილები და პატივით გადაასვენეს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სოფელ სრედცაში (ახლანდელი სოფია).

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq