საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა

საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა  - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის -  ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი  გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.

1933 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან, ოღონდ, შეუზღუდეს უფლებები და დასახლდა  მოსკოვიდან 101 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ხოლმეცში. 1941 წლის მაისში ადმინისტრაციული წესით დაატოვებინეს მოსკოვის ოლქი, ხოლო ომის დაწყების შემდეგ კვლავ დაბრუნდა სოფელ ხოლმეცში, სადაც სულ მალე შემოვიდნენ გერმანული არმიის ნაწილები და გერმანელების ნებართვით 26 ოქტომბერს მან განაახლა საეკლესიო მსახურება.

ტაძრის გახსნისას გერმანელებმა მღვდელთან ერთად გადაიღეს ფოტოსურათი, ხოლო მთარგმნელმა შესწირა მას ათი გერმანული მარკა. მამა ვასილის სახლში განთავსებული იყო გერმანული შტაბი.

1942 წლის იანვარში გერმანელებმა დატოვეს სოფელი ხოლმეცი და იქ შევიდნენ წითელი არმიის ნაწილები. დეკანოზი ვასილი განაგრძობდა მსახურებას.

1942 წლის მარტში ის დააკავეს და უპოვეს ფაშისტური გაზეთები, ჟურნალები და

სამეფო კლუბი
36 გერმანული მარკა. დაიბარეს დაკითხვაზე.  შეკითხვისას, თუ  რატომ მაშინვე არ გახსნა ეკლესია, როგორც კი დაბრუნდა სოფელში, მან უპასუხა:

-მე ავად ვიყავი, შემდეგ ერთხანს ვეჭვობდი,  შევძლებდი თუ არა ეკლესიის გახსნას; ხოლო, როდესაც გერმანელები შემოვიდნენ, მათ მე ეკლესიის გახსნის უფლება მომცეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

- რა თემებზე ელაპარაკებოდით გერმანელ ოფიცრებს?

- გერმანელი ოფიცრები მეუბნებოდნენ, რომ მალე აიღებენ მოსკოვს და გაზაფხულისთვის ომს საბჭოთა კავშირთან გამარჯვებით დაასრულებენ.

-თქვენ რაღას პასუხობდით?

- მათ განცხადებაზე მე მივუგებდი ხოლმე: “რასაც ღმერთი მოგცემთ“.

15 აპრილს გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობის საბრალდებო დასკვნით მამა ვასილი მოათავსეს ტაგანის ციხეში და ამ ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა 1942 წლის 12 ივნისს.

2003 წლის 30 ივლისს რუსეის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ჩარიცხა ახალმოწამეთა რიგებში.

 

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq