საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

50-ე დღე ქრისტეს აღდგომიდან - სულთმოფენობა

მეათე დღეს ქრისტეს ამაღლებიდან, ანუ აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს,  ებრაელებს ჰქონდათ სინას კანონმდებლობის დიდი დღესასწაული. ყველა მოციქული, უფლის დედასთან და სხვა მოწაფეებთან და მორწმუნეებთან ერთად, იერუსალიმში იმყოფებოდა. იყო მესამე საათი ებრაული დროით და ჩვენეული ათვლით კი -  მეცხრე, როდესაც უეცრად ციდან ხმაური მოისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაუბერაო და მთელი ის ოთახი მოიცვა, სადაც იმყოფებოდნენ ქრისტეს მოწაფენი.  თითო ცეცხლის ენა გადმოვიდა  თითოეულზე და  სულიწმინდით აავსო ისინი -  დაიწყეს უფლის განდიდება სხვადასხვა ენაზე, რომლებიც მანამდე არ იცოდნენ.

მაცხოვრის აღთქმის მიხედვით, სულიწმიდა გადმოვიდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით, იმის ნიშნად, რომ მან მისცა მოციქულებს ძალა და უნარი ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად ყველა ხალხისათვის. ხოლო ცეცხლის ენების სახით იმიტომ გადმოვიდა, რომ მას აქვს ძალა დასწვას ცოდვები, განწმინდოს და გაათბოს ადამიანთა სულები. 

ეს დღე განსაკუთრებული გახლდათ ებრაელთათვის: როდესაც წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმიდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქ

სამეფო კლუბი
მის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბევრი ებრაელი სტომრობდა თავის უდიდეს დღესასწაულს იერუსალიმში.

ხმაურის გაგებისთანავე  ხალხი შეიკრიბა იმ სახლთან, სადაც  ქრისტეს მოწაფეები იყვნენ; მათ უკვირდათ, რომ გალილეველები უეცრად ალაპარაკდნენ მათთვის მანამდე უცხო ენებზე და მთვრალები ეგონათ ისინი.

მაშიმ პეტრე მოციქულმა აუხსნა, რომ ის და მისი მეგობრები მთვრალები კი არ იყვნენ, არამედ მათზე გადმოსული იყო სულიწმინდა, როგორც ამას წინასწარმეტყველებდა იოველი და რომ იესო ქრისტე, რომელიც იუდეველებმა ჯვარს აცვეს, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ცად  და მისი მეოხებით მათზე გარდამოვიდა სულიწმინდა.

პეტრეს ქადაგებამ ისე იმოქმედა ებრაელებზე, რომ მრავალმა ირწმუნა მაცხოვარი და სამი ათასამდე კაცი მოინათლა. ასე მიეცა დასაბამი ქრისტეს ეკლესიას დედამიწაზე. ჯერ ებრაელებში ქადაგებდნენ მოციქულები, შემდეგ სხვა ქვეყნებსა და ხალხებს უქადაგეს და ასე იზრდებოდა ქრისტესმოსავთა რიცხვი მსოფლიოში. 

 

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსის (+ დაახლ. 370) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკვილინა
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
gaq