საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა  ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება. იმპერატორმა პყრობილს თავისი მოთხოვნა შეახსენა - შეეწყვიტა ქადაგება, მაგრამ ტიმოთე ვერ შეაშინა მუქარამ, რის გამოც წმიდა კეთილმსახურ მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV)
წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა, რომელთა ხსენება აღინიშნება 14 ნოემბერს, ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. წმიდა კვირიენა წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს.
კოზმა და დამიანე - ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველები
წმიდა უვეცხლონი კოზმა და დამიანე, რომელთა ხსენებაც აღესრულება 14 ნოემბერს, ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა. კეთილმსახურებით აღზრდილი ძმები საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ.
gaq