საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

სასწაულთმოქმედი „სამხელიანი“ ხატი

11 ივლისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „სამხელიანის“ ხსენების დღეა. ხოლო 17 დეკემბერს არის ხსენება იმ წმინდანისა, რომლის ბიოგრაფიაშიც ამ ხატს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც „ტრიხერუსა“ (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.

წმიდა იოანე დამასკელის ცხოვრებიდან ცნობილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ აღსრულებული შემდეგი სასწაული: ხატების თაყვანისცემის დაცვისათვის ამ წმიდა მამას (იმხანად დამასკოს მთავრის ვეზირს) ხატთმებრძოლმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა ცილი დასწამა დამასკოს არაბი მთავრის წინაშე, თითქოსდა იოანე ბიზანტიელთა მხედრობას იწვევდა დამასკოში, რათა ქალაქი სარკინოზთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინა.

მთავარი სასტიკად განურისხდა თავის დიდმოხელეს და ბრძანა მისთვის ის მარჯვენა მოეკვეთათ, რომლითაც შინაგამცემლური წერილი იწერებოდა, მოკვეთილი ხელი კი ქალაქის მოედანზე დაეკიდათ  ყველას დასანახად.

საღამოთი, როდესაც გაიგო, რომ სარკინოზთა მთავრის რისხვა დამცხრალიყო, ტკივილისაგან გულშეწუხებულმა იოანემ მსახური გაგზავნა მთავართან, თხოვნით: „გევედრები, ბატონო ჩემო, უბრძანო, დამიბრუნონ ჩემი მოკვეთილი ხელი! ტკივილი სულ უფრო მატულობს და გამოუთქმელად მტანჯავს; სულს ვერ მოვითქვამ მანამდე, სანამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა ჰაერშია გამოკიდული ქალაქის მოედანზე. დამიბრუნე, რომ მიწაში დავმარხო, რადგან ასე მგონია, თუ ის დაიკრძალება, ტკივილიც შემიმსუბუქდება...“ და, როცა თხოვნა შეუსრულეს, აიღო თავისი მოკვეთილი ხელი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაემხო და მხურვალედ ევედრა:

-შენ უწყი, ყოვლადწმიდაო ზეციურო დედოფალო, რომ უსამართლოდ დავისაჯე - წმიდა ხატების თაყვანისცემის დაცვისთვის! შენ ყოველივე  ძალგიძს, შენგან შობილი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით! გევედრები, გამიმრთელე ეს მარჯვენა და, შენც უწყი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენ გემსახურები!..

ამავე დროს მოკვეთილი მარჯვენა გადაჭრილ ხელზე მიიდო და ამ მხურვალე ლოცვისას მიეძინა. სიზმრისეულ ხილვაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც სიხარულით აუწყა, შენი მარჯვენა გამრთელებულიაო. მართლაც, გამოიღვიძა, და სრულიად მრთელი ნახა თავისი ხელი, რომელსაც მხოლოდ ნაჭრილობევი ეტყობოდა.

მადლიერების გრძნობით აღსავსე წმიდა იოანემ ბრძანა გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს „ტრიხერუსა“(„სამხელა“) ეწოდა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq