საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

კანონიზებული სამეფო ოჯახი

რუსეთის სამეფო სახლის კანონიზაცია პრაქტიკულად განხორციელდა ორ ეტაპად:

რუსეთის საზღვარგარეთულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახდინა ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის კანონიზაცია 1981 წელს.

მოგვიანებით რუსეთის იფიციალურმა ეკლესიამ დააყენა კანონიზაციის საკითხი და 1992 წლიდან სინოდალურმა კომისიამ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა.

ოთხწლიანი კვლევა-ძიების  შედეგად კომისიამ გამოიტანა შემდეგი დასკვნა:

”მრავალი ტანჯვის მიღმა, რომელიც განიცადა მეფის ოჯახმა  სიცოცხლის უკანასკნელი 17 თვის მანძილზე, რაც დასრულდა ეკატერინბურგის იპატიევის სახლის სარდაფში დახვრეტით 1918 წლის 17 ივლისს, ჩვენ ვხედავთ ხალხს, რომელიც ცდილობდა საკუთარ ცხოვრებაში აღებეჭდა სახარების მცნებები. სამეფო ოჯახის მიერ გადატანილ გაჭირვებებში, პყრობილობაში გამოჩენილ მოთმინებაში, მორჩილებასა და  მოწამებრივ აღსასრულში იყო გამოვლენილი ბოროტების დამთრგუნველი ქრისტიანული რწმენის ნათელი , ისევე, როგორც მან გაიბრწყინა მილიონობით ქრისტიანთა სიცოცხლესა და სიკვდილში, რომლებიც იდევნებოდნენ ქრისტესათვის XX საუკუნეში. სწორედ  სამეფო სახლის ამ გმირობის გააზრებით კომისია წმიდა სინოდის მხარდაჭერით  ერთსულოვნად მივიდა დასკვნამდე - ახალმოწამეთა რიგში იმპერატორ ნიკოლოზ მეორის,  იმპერატრიცა ალექსანდრას, უფლისწულ ალექსის, დიდი მთავრინების - ოლღას, ტატიანას, მარიასა და ანასტასიას დაყენებისა.

2000 წლის სამღვდელმთავრო კრებაზე რუსეთის სამეფო ოჯახი წმინდანთა დასში ჩარიცხეს. 17 ივლისს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს მოწამებრივად აღსრულებულ სამეფო ოჯახის წევრებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq