საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი

ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი, რომლის ხსენებაც არის 18 სექტემბერს, დაიბადა 1597 წელს ფილიპოვიჩების კეთილშობილ ქრისტიანულ ოჯახში. ტომით იყო ბელორუსი. მიღებული ჰქონდა  სერიოზული განათლება - შესანიშნავად იცოდა საღვთისმეტყველო და ისტორიული ლიტერატურა.

1627 წელს ათანასე ბერად აღიკვეცა . მართლმადიდებლობისადმი ერთგულების გამო ღირსმა მამამ ბევრი წყენა გადაიტანა უნიატებისგან და არაერთგზის იყო დაპატიმრებული ხელისუფალთა მიერ.

უნიის დაწყევლისათვის წმინდანს მოუწყეს სასამართლო და მიუსაჯეს სიკვდილი.

ღირსი მამა ათანასე 1648 წლის 5 სექტემბერს აღესრულა მოწამეობრივად.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq