საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)

წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ვისი ხსენებაც არის 15 დეკემბერს - ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი - სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.

წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში.

ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული.

 ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე (249-251)
წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესათვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას.
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
gaq