საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე მარინი - ხსენება 29 დეკემბერს

წმიდა მარინის წამება აღესრულა რომის იმპერატურ კარინუსის (283-285) დროს.

წმიდა მარინი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ის ქრისტესადმი ერთგულების ბეზღებით დაატუსაღეს და აიძულებდნენ  წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას, მაგრამ ყმაწვილმა ზრდასრული მამაკაცის თავდაჯერებულობით განაცხადა უარი ქრისტეს უარყოფაზე და მტკიცედ დადგა ყველა სატანჯველის წინაშე:

თავდაპირველად ის ჩამოჰკიდეს ძელთან და სასტიკად როზგავდნენ, შემდეგ გავარვარებულ ცხაურზე დააწვინეს და ბოლოს ადუღებულ წყალში ჩააგდეს. როდესაც დაინახეს, რომ სულიწმინდის ძალით მოგიზგიზე ცეცხლი გრილ ნამად ექცა, და არავითარ ზიანს არ აყენებდა, ის დასაგლეჯად მიუგდეს გარეულ მხეცებს. იგი მხეცებსაც იოლად გადაურჩა. შემდეგ მარინი ტირანისადმი მოჩვენებითი მორჩილებით შევიდა წარმართულ ტაძარში და  ლოცვის ძალით შემუსრა კერპები.

ყოველივე ამას უცქერდნენ მარინის მშობლები, რომლებმაც საკუთარი პირმშო დიდსულოვნად  უძღვნეს მსხვერპლად მაცხოვარს. წამების დასასრულ წმინდანს თავი მოჰკვეთეს.  

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq