საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ვიტორიო ემანუელე II - იტალიის გამაერთიანებელი
ვიტორიო ემანუელე II (იტალ. Vittorio Emanuele II) (14 მარტი 1820 - 9 იანვარი 1878) სავოის დინასტიიდან, სარდინიის მეფე 1849 - 1878 წლებში, იტალიის მეფე 1861 - 1878 წლებში. კარლო ალბერტოსა და ტერეზა ტოსკანელის ვაჟი. 
ვიტორიო ემანუელე გამეფდა მამამისის გადადგომისა და პიემონტის ჯარების ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ. გამეფების შემდეგ მან პირველ რიგში ზავი დადო ავსტრიელებთან. 

მეფე მამაცი ადამიანი იყო. მას ესმოდა რომ ალპებით დაცული და საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი პიემონტი შესაძლოა გამხდარიყო იტალიელი პატრიოტების ცენტრი. ამისთვის საჭირო იყო შიდა პოლიტიკაში ლიბერალიზმი, ხოლო საგარეო ურთიერთობებში ავსტრიისადმი სიმკაცრის შენარჩუნება. ამ ორი პრინციპით იგი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამაში მდგომარეობდა მისი ისტორიული როლი იტალიის გაერთიანების საქმეში. დანარჩენი კი სხვებმა გააკეთეს.

1852 წლიდან სარდინიის მთავრობის სათავეში გრაფი კამილიო კავური მოვიდა, რომელმაც იტალიაში იგივე როლი შეასრულა, რაც გერმანიაში ბისმარკმა. მისი ხელმძღვანელობით ხორციალდებოდა ლიბერალური რეფორმები. საგარეო პოლიტიკაში, კავური საფრანგეთზე იყო ორიენტირებული, რომელთან ერთადაც 1859 წელს ავსტრიის წინააღმდეგ დაიწყო ომი. სამ ბრძოლაში ავსტრიის არმია დამარცხდა. ნოემბერში ციურიხში ზავს მოეწერა ხელი. ზავის თანახმად ლომბარდია სავოის დინასტიას გადაეცა. 1860 წელს შემოერთებულ იქნა პარმის, მოდენის და ტოსკანის საჰერცოგოები, სადაც ამბოხებების შეგედად ჩამოაგდეს უცხოური დინასტიები. აპრილში დაიწყო აჯანყება პალერმოში. მაისში, სიცილიაში თავისი რაზმით გადავიდა ცნობილი პატრიოტი ჯუზეპე გარიბალდი. ნოემბერში ნეაპოლის არმია დამარცხდა ვოლტურნოსთან. იტალიის სამხრეთმა ნაწილმა აღიარა სავოიდ დინასტიის ძალაუფლება. 1861 წლის მარტში ვიტორიო ემანუელე გამოცხადდა იტალიის მეფედ.

საბოლოო გაერთიანებისთვის საჭირო იყო ავსტრიისთვის ვენეციის წართმევა და პაპის ოლქის რომით ურთ დაკავება. მეფეს იმედი ჰქონდა ამის პრუსიის დახმარებით გაკეთება და 1866 წელს სამხედრო კავშირი დადო მასთან. ომი იმავე წლის ზაფხულში დაიწყო და წარუმატებელი იყო იტალიის არმიისთვის. მიუხედავად ამისა, პრუსიის წარმატებამ და ავსტრიის არმიის დამარცხებამ ვიტორიო ემანუელეს სასურველი შედეგი მოუტანეს - ვენეციის ოლქი იტალიის შემადგენლობაში შევიდა. 1870 წელს, საფრანგეთის პრუსიის მიერ დამარცხების შემდეგ, მან რომიც შემოიერთა.
დაკრძალულია რომის პანთეონში. საფლავს აწერია "მამულის მამა" (PADRE DELLA PATRIA). მისი რამდენიმე ქანდაკება დგას იტალიის ქალაქებში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ტარასი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი - ხატთა თაყვანისცემის ერთგული დამცველი
787 წელს ტარასის თავმჯდომარეობით ქ. ნიკეაში გაიმართა VII მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების მამებმა დაამტკიცეს წმიდა ხატების თაყვანისცემის წესი. ის მღვდელმთავრები, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში.
პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
24 თებერვალს (ახალი სტილით 8 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღნიშიშნება პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი.
gaq