საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი (IV)

ხსენება - 30 (12.01) დეკემბერი

წმიდა ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი - ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი - კონსტანტინე დიდის (306-337) დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა.

 წმიდანმა საკუთარი სახლი ქვრივთა და ობოლთა თავშესაფრად აქცია, რისთვისაც მას „ობოლთმზრდელი“ შეარქვეს. ამ დროს კონსტანტინოპოლში კეთრი მომძლავრდა. წმიდა ზოტიკემ კონსტანტინე მეფისგან ფული გამოითხოვა და ააგო საავადმყოფო, სადაც კეთროვნებს უვლიდა და ნუგეშს სცემდა.

კონსტანტინე მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე, კონსტანციუსი (337-361), რომელიც არიანელთა მწვალებლობის მიმდევარი იყო. მას მოახსენეს, ზოტიკე ხუცესმა განსვენებული იმპერატორისგან დიდძალი თანხა მიიღოო. როცა წმიდანი დაკითხეს ამის შესახებ, მან უსჯულოებს საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი აჩვენა.

განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ცხენებზე გამოებათ ნეტარი და ქვა-ღორღზე ეთრიათ. ერთიანად ხორცდაფლეთილმა და დასახიჩრებულმა წმიდანმა ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს. მისი აღსასრულის ადგილას მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq