საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

გრიგოლ აკრიტელი (+დაახლ. 820)

ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს.

ამ დროს იმპერიაში ხატთმებრძოლობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.

20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად.

რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს (ხს. 23 მაისს), რომელმაც თან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოსაგრეობდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს.
29 აპრილი - ხსენება ქალწულმოწამეთა: აღაპიასი, ირინესი და ქიონიასი (+304)
წმიდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ.
gaq