საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ისტორიული რუსული ანტიქართული პოლიტიკის ანტირუსული ხასიათი
გაიოზ მამალაძე
გორის დაბომბვა. რუსეთ-საქართველოს ომი (ჩრდილო ქართლი)

XIX საუკუნე დაიწყო დაპყრობილი და დაჩაგრული მართლმადიდებლური ერების თავისუფლებისათვის ბრძოლით. მართლმადიდებელი ხალხები - ბერძნები, რუმინელები, ბულგარელები, სერბები, ქართველები უდიდესი და უძლიერესი მართლმადიდებლური ქვეყნის, რუსეთის იმპერიის მეგობართა რიგებში უნდა ჩამდგარიყვნენ და მისი პოლიტიკის დასაცავად იარაღისთვის უნდა მოეკიდათ ხელი, ვინაიდან რუსეთი მხსნელად შეიძლებოდა მოვლენოდა ამ ხალხებს, სამაგიეროდ კი ხალხები კი რუსეთის გეოპოლიტიკის გამტარებლად უნდა ქცეულიყვნენ საკუთარ კანონიერ ტერიტორიებზე და რეგიონში. ასეთი უნდა ყოფილიყო მართლმადიდებლური გეოპოლიტიკა, მაგრამ...

1783 წლის 24 ივნისს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოსთან დადო ხელშეკრულება, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის სახელწოდებითაა ცნობილი. ტრაქტატის მიხედვით საქართველო შედიოდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში. ქართველებს დარჩებოდათ სახელმწიფოებრიობა, "საქართველოს სამეფო", ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით, შენარჩუნებული იქნებოდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია (რომლის გაუქმება ოსმალებსა და ირანელებსაც კი არ უცდიათ), დაცული იქნებოდა ქართული ენა, ტრადიციები, რომლებიც მცირერიცხოვანმა ქართველმა ხალხმა განუწყვეტელი ბრძოლებით შემოინახა. სამაგიეროდ, "რუსეთს ეძლეოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკისადმი კონტროლის უფლება" (კრებულიდან "რუსეთის საიმპერატორი ტახტის მემკვიდრეობა", თავი: "ბაგრატიონთა სახლის შესახებ"), საქართველო უარს ამბობდა სხვა მეკავშირის ყოლაზე და ა. შ.

 

"ეკატერინე II დაადგა კონკრეტული გეგმის - ყირიმის შემოერთების, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გაბატონების და კავკასიაში პოზიციების განმტკიცების პრაქტიკული განხორციელების გზას. მართალია, ამ ამოცანის შესრულებას წინ ეღობებოდა საგარეო ურთიერთობების საკითხი, მაგრამ რუსმა პოლიტიკოსებმა, პირველ რიგში საკითხთა კომპლექსიდან გამოაცალკევეს ქართლ-კახეთის სამეფოსთან ხელშეკრულების მოგვარების აუცილებლობა, რაც საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებით გამართლებული იყო. თურქეთისა და ირანის მიერ შეწუხებული საქართველოსათვის მფარველობის გაწევა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მართებული იყო. რუსეთს კანონიერი უფლება ეძლეოდა კავკასიაში, კერძოდ, ქართლ-კახეთში ჯარი შეეყვანა და დამკვიდრებულიყო. აქედან მას შესაძლებლობა ჰქონდა სომხეთის სახელმწიფო აღედგინა, ხოლო ჩრდილოეთ აზერბაიჯანში ალბანეთი ეცნო, როგორც თავისი ვასალური სახელმწიფო. ყოველივე ეს რუსეთს ესაჭიროებოდა თურქეთის (ოსმალეთის) წინაშე "ბარიერის" შესაქმნელად. რუსეთის ხელისუფლება უპირისპირდებოდა ირანსაც, რაც საბოლოოდ კავკასიის ასპარეზზე რუსეთის გამოსვლის მცდელობით იყო გამოწვეული." (იგორ კვესელავა, "საქართველოს ისტორიის ქრონიკები", I, გვ. 32-33, თბილისი 2004).

 

"კუჩუკ-კაინარჯის ზავის დადების (1774 წ.) შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გახდა სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოპოვება, სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმის შექმნა" (ალექსანდრე ბენდიანაშვილი, "ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები", გვ. 136, თბილისი 2006).

 

ქართველებმა მისცეს რუსეთს ამის საშუალება.  

 

"ქართველი პატრიოტები შეეცადნენ 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიისაგან მიეღოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვისა და შენარჩუნების იურიდიული გარანტია, უზრუნველეყოთ ქვეყნის უშიშროება გარეშე მტრების შემოსევებისაგან. რუსეთის იმპერიამ კი ტრაქტატით დიდი გამარჯვება მოიპოვა ამიერკავკასიაში, მან ომისა და სისხლისღვრის გარეშე გადალახა კავკასიონის ქედი და საქართველოში (ამიერკავკასიაში) ხელსაყრელი პლაცდარმი დაიკავა (იგორ კვესელავა, "საქართველოს ისტორიის ქრონიკები", I, გვ. 34, თბილისი 2004).

 

რუსეთმა თავისი სამხრეთული, კავკასიის საზღვრები მხოლოდ მას მერე დაალაგა, რაც საქართველო გახდა მის

ეთნოწმენდა აფხაზეთში. რუსეთ-საქართვველოს ომი (აფხაზეთი)
ი მეგობარი. მხოლოდ საქართველოსთან დამეგობრების მერე გაეხსნა რუსეთს კავკასიის სამხრეთული პერსპექტივა. საქართველოს მეშვეობით რუსეთმა შეიძინა ერთგული მოკავშირე. მთელი ქართული დემოგრაფიული ფონდი მზად იყო თავისი ძალა, ვაჟკაცობა და გამოცდილება მიეძღვნა რუსეთის წინსვლისთვის კავკასიის სამხრეთის მიმართულებით, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის პერსპექტივებსაც გულისხმობდა (აქეთ კონსტანტინეპოლი და იქეთ თეირანი და მერე დელი).

 

...მაგრამ, მალე რუსეთის იმპერიამ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები, ჯერ იმპერატორმა პავლე I-მა 1801 წლის 18 იანვარს და მერე მისი ვაჟმა ალექსანდრე I-მა იმავე წლის 12 სექტემბრის ბრძანებულებებით გააუქმეს აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობა. შემდეგ, თანდათანობით, საქართველოს სხვა კუთხეებიც შეერთებული იქნა რუსეთის იმპერიასთან.

 

საქართველოს სამეფოს შეერთებას რუსეთთან რუსული ოფიციალური პროპაგანდა დიდ ქველმოქმედებად და სიკეთედ წარმოადგენს დღესაც.

 

მაგრამ, ობიექტური სურათის მისაღებად გადავხედოთ რას აცხადებს რუსეთის საიმპერატორო ოჯახი XX საუკუნეში: ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-მ "სცადა თავისი ვაჟის, დავითისათვის უზრუნველეყო მემკვიდრეობა და ახალი ხელშეკრულების პროექტიც შემუშავდა, რომელსაც 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატი უნდა შეეცვალა. ამ პროექტით საქართველო უფრო მჭიდროდ უკავშირდებოდა რუსეთის იმპერიას, მაგრამ ამისდა მიუხედავად ბაგრატიონთა ტახტის ხელშეუხებლობა გარანტირებული იყო. მაგრამ მეფე გიორგი მიიცვალა 1800 წლის დეკემბერში, სანამ ეს პროექტი რეალურად მიიღებდა შეთანხმების სახეს. ბატონიშვილმა დავითმა ვერ გაბედა თავისი ტახტზე ასვლა გამოეცხადებინა (რუსეთის იმპერატორის მიერ მის დამტკიცებამდე, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად ელოდებოდა. გ. მ.) და 1801 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტი.

 

ასე რომ, რუსეთმა დაარღვია პირობა, რომელიც მას გიორგიევსკის ტრაქტატით ეკისრებოდა. ჩვენ აქ არ შევჩერდებით იმ მოტივების კრიტიკაზე, რომლებმაც გამოიწვიეს პოლიტიკის შეცვლა. ამისათვის მაშინ უცილობლად იქნებოდა გარკვეული მიზეზები, მაგრამ თუ წმიდა ადამიანური მოსაზრებებით განვსჯით, უნდა ითქვას, რომ  პოლიტიკის ამ ცვლილებამ, რომელიც მუხანათობის ზღვართან დგას, არ შეიძლება სინანულის გრძნობა არ გამოიწვიოს რუს ადამიანებში... ყოველ შემთხვევაში ერთი რამ უდავოა: როგორიც არ უნდა ყოფილიყო კონიუნქტურურული მოსაზრებები, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ აუცილებლად მიიჩნია საქართველოს გამგებლობა თავისი უშუალო კონტროლის ქვეშ მოექცია, ეს მოსაზრებანი ვერ გაანთავისუფლებენ რუსეთს იმ დაპირებებისაგან, რომელიც მან მისცა ბაგრატიონების სახლს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს" (კრებულიდან "რუსეთის საიმპერატორი ტახტის მემკვიდრეობა", თავი: "ბაგრატიონთა სახლის შესახებ").

 

ამის მერეც, რუსეთისათვის საქართველოს შეერთების აღნიშნულ მანიფესტებში ორივე იმპერატორი (ჯერ პავლე I და მერე ალექსანდრე I) ირწმუნებოდა, რომ დაცული იქნებოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული ენა, ქართველი ხალხის ინტერესები...

 

რას წერს ნ. დურნოვო თავის ნაშრომში "საქართველოს ეკლესიის ბედი" ("რუსკი სტიაგი", 1907 წ., მოსკოვი.): რუსეთის მიერ "კავკასიაში საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შემოღების დღიდანვე, გაწვეულ იქნენ ქართველებიც. ისინი სამხედრო სამსახურის მოხდას შეუდგნენ მათთვის დამახასიათებელი კითილსინდისიერებითა და ლოიალობით.

 

სამხედრო ვალდებულების შემოღებამდე რუსეთის სპარსეთთან (1827-1828), თურქეთთან (1828-1829, 1853-1856 და 1877-1878 წწ.) და კავკასიელ მთიელებთან ომის დროს ქართველებს გამოჰყავდათ მილიციის რაზმები, რომლებმაც რუსეთ-თურქეთის ომის დროს თავი ისახელეს. რუსეთისადმი ქართველების ერთგულებაში ეჭვის შეტანაზე ა

ქართველების ხოცვა ეროვნული ნიშნით (9 აპრილი)
ხლო წარსულში საუბარიც არ შეიძლებოდა... (მათ, ქართველებმა) თავიანთი სახელებით შეამკეს რუსული სამხედრო და ნაწილობრივ სამოქალაქო ისტორია. რუსი მეფეები მათ ანდობდნენ რუსული ჯარის სარდლობასა და აგრეთვე თბილისისა და სხვა გუბერნიებისა და ამიერკავკასიის ოლქების მმართველობას...

 

დაუკავშირეს რა თავისი ბედი რუსეთს, ქართველებმა რუსეთისადმი ერთგულება მათ მიერ დაღვრილი სისხლის ნიაღვრებით გამოხატეს"...

 

1811 წელს რუსული იმპერიის მხრიდან, ცალმხრივად, ქართული ეკლესიის თანხმობის გარეშე, VI საუკუნიდან არსებული სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებული ეკლესია გაუქმებულად გამოცხადდა. მის ადგილზე შეიქმნა საქართველოს საეგზარქოსო.

 

რუსეთს რომ დაეცვა გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები, მას თავის იმპერიაში ეყოლებოდა ავტონომიური მართლმადიდებლური სამეფო - საქართველო. რომლის მფარველიც ის იქნებოდა. ეს გახდებოდა თურქეთის მიერ დაპყრობილი მართლმადიდებელი ერებისათვის უმნმნიშვნელოვანესი მაგალითი (და არა მარტო მათთვის). ყველა მართლმადიდებელი და სხვა ქრისტიანი ერები მიენდობოდნენ რუსეთს, ვითარცა ქრისტიანობის ბურჯს და რუსეთი მართლა ჩააღწევდა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებამდე.

 

მაგრამ, არ ეყოთ რუს პოლიტიკოსებს ჭკუა... და ყველაფერი ბუმერენგივით უკან შემოუბრუნდათ.

 

ქართველების რუსეთისადმი ერთგულების სამაგიეროდ რუსეთის პოლიტიკოსებმა არაადექვატური ნაბიჯები გადადგეს, თავისივე გეოპოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

მოვუსმინოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, წმიდა კირიონ II-ს (ამ სიტყვების თქმის დროს ის ეპისკოპოსი იყო): "რუსულ საეკლესიო მმართველობას რუსეთისადმი ერთმორწმუნე ხალხების მხოლოდ ჩამოშორებისა და შიშის გრძნობის აღძვრა შეუძლია. ტყუილად ხომ არ აქცია ზურგი დღევანდელ რუსეთს ბერძნებმა, რუმინელებმა, სერბიელებმა. რუსეთმა დაივიწყა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ხალხების წინაშე დადებული ვალდებულებები. ამიტომაცაა, რომ ყველა უბედურება და ფათერაკი დაატყდა თავს. სიმართლისათვის ღმერთი არ სჯის" (იხ. ნ. დურნოვო, "საქართველოს ეკლესიის ბედი",).

 

ვინ ისარგებლა, ვინ მოიგო? რუსეთმა არა!

 

რუსმა პოლიტიკოსებმა კი არ იკმარეს ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის გაუქმება. გაგრძელდა რუსეთისათვის ყველაზე დიდი მოკავშირის, ქართველი ხალხის ეროვნული ჩაგვრა: დახურეს და გაძარცვეს ქართული ეკლესიები, აკრძალეს ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, საქართველოში ჩამოასახლეს სხვადასხვა ხალხები და ისინი კომპაქტურად დაასახლეს ქართველების საზიანოდ და ა. შ და ა. შ.

 

თუ ჩვენი არ გჯერათ, ბატონებო, მოუსმინეთ ისევ რუს პატრიოტ ნ. დურნოვოს (დას. ნაშრომი): "1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში, 2 გურიაში. ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. 1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა.

 

1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი, საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი"...

 

..."ცნობილი ავტორი წიგნისა "საეკლესიო საკითხები რუსეთში" (1896 წ. 83-99 გვ.) ქართულ ეკლესიას რამდენიმე გვერდს უძღვნის და ამბობს:

 

"თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების-უზურპატორების ქმედებაზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდება, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის ქონება გაეჩანაგებინათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ე

ნა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, ისე როგორც დაბრუნდნენ: ევსევი (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი ევსევი ილინსკი, საქართველოს ეგზარქოსი 1858-1877 წწ. გ. მ.), რომელმაც სიკვდილის შემდგეგ 200 ათასი მანეთი დატოვა (ეს მაშინ დიდი ფული იყო. გ. მ.); პავლე (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი პავლე ლებედევი, საქართველოს ეგზარქოსი 1882-1887 წწ. გ. მ.), კვერთხშემართულმა ივერიის ეკლესია რომ დასწყევლა და თვითონ ხალხისგან შეჩვენებული, საქართველოდან გამოიქცა"...

 

"ამით შეიძლებოდა დაგვემთავრებია იმ სამწუხარო სისაძაგლისა და განუკითხაობის ჩამოთვლა, რასაც რუსი ეგზარქოსები დღემდე ჩადიან საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი უკეთური მაინც უნდა ვახსენოთ. ესენი არიან: გარყვნილი ფეოფილაქტე (მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი, საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წწ. გ. მ), რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმიდა ნინოს საფლავს. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმიდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს; ევგენი ბაჟენოვი (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი ევგენი ბაჟენოვი, საქართველოს ეგზარქოსი იყო 1834-1844 წწ. გ. მ.) - მონასტრებისა და უდაბნოების გამჩანაგებელი; ისიდორე (იგულისხმება მიტროპოლიტი ისიდორე ნიკოლსკი, საქართველოს ეგზარქოსი 1844-1858 წწ. გ. მ), რომელიც ეკლესიებს კუთვნილ მამულებს ართმევდა და ამით დასაბამი დაუდო საეკლესიო სიღატაკეს და სავანეების გატიალებას; ევსევი ილინსკი, უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი; ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაჰყიდა, შესამოსლებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის (მონასტერი საქართველოში, დაარსებული წმიდა მეფე დავით IV აღმაშენებლის მიერ XII საუკუნეში) მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას. გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. ამის შემდგომ ევსევმა ასეულობით ათასები ჩაიჯიბა. მის საეგზარქოსოში (საქართველოში. გ. მ.) დატაცებული იქნა ორ მილიონზე მეტად ღირებული საეკლესიო განძეულობა... ეგზარქოსი პავლე - ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი... მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო-ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში. თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია.

 

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისსს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა "უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო", ე. ი. დაწყევლისათვის (პავლე ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა. გ. მ.). ეგზარქოსის თხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. "როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ აღმოაჩინეს" (არის ვერსია, რომ დიმიტრი ყიფიანი მოკლა რუსმა ბერმა, თავში უთო ჩაარტყა. დიმიტრი ყიფიანი დაკრძალეს თბილისში მთაწმინდაზე. მას უძღვნა აკაკიმ წერეთელმა ლექსი "განთიადი". რამდენიმე წლის

წინ დიმიტრი ყიფიანი ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. გ. მ.).

 

ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა."

 

"იმერლები (იმერეთი დასავლეთ საქართველოს კუთხეა. გ. მ.) ჩიოდნენ, ისინი წერდნენ: "ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ბიწიერი აგარიანების ხელში ვიყავით, ბევრი ტანჯვა-წამება გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანელნი ჩვენს სასულიერო საქმეებს არ შეხებიან. ჩვენ ის ხალხი ვართ, სარწმუნოება თითქმის ქრისტეს ჯვარცმის დროიდან რომ შევინარჩუნეთ და იმ იუდებზე უფრო საძულველნი ვერ გავხდებით, რომლებიც რუსეთის მმართველობის სახელით ფარფაშობენ. ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხურავენ ჩვენს წმიდა ეკლესიებს, როგორ გვაშორებენ ჩვენი სულის გადარჩენაზე მზრუნველ მღვდლებს, როგორ გავრთმევენ სახალხო ქონებით შემკულ ჯვრებსა და ხატებს და ბოლოს როგორ ასხვისებენ საეკლესიო ქონებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლითაა შეძენილი ან ჩვენი უწინდელი მეფეების მიერ საჩუქრადაა გადმოცემული". გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები (იგულისხმებიან ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი. გ. მ.), რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას, დააპატიმრებულ იქნენ. "მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია." მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები "სრული წარმატებით დაგვირგვინდა". 1820 წლის 4 მარტს ერთდაიმავე დროს შეპყრობილი იქნა ორივე მიტროპოლიტი, რომლებიც გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მაშინვე რუსეთში გადაასახლეს. ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოსი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს. "დიდ ხანს არ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ მის გვამს და მის სიკვდილს მებადრაგე ჯარისკაცებსაც კი უმალავდნენ. გვამი ქ. ანანურში ჩაიტანეს და თითქმის 4 დღის შემდეგ მონასტრის ეზოში დამარხეს, მაგრამ გვეყოფა!.. (დოსითეოზ ქუთათელი აფხაზეთ-იმერეთის კათალიკოსის მოსაყდრე იყო, ბოლოს, როგორც საბუთებიდან ჩანს, იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოსადაც იყო დადგინებული. ექვთიმე გენათელმა სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. ორივე მღვდელმთავარი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გ. მ.)

 

...ჩვენი მშობლიური ეკლესიის ერთგულ შვილებს, - დაასკვნის ავტორი, - შეგნებულად და თავისი ნებასურვილით არ შეუძლიათ დაუმსახურებელი მადლიერების გუნდრუკი უკმიონ რუსეთის სასულიერო კოლეგიუმსა და ჩინოვნილობას ყველა იმ უბედურებისა გამო, რაც ჩვენი კათალიკოსების ტრაპეზის მიმტაცებლებმა, ჩვენი მონასტრების გამტიალებლებმა და ჩვენი მშობლიური ენის მოძულეებმა, საქართველოში მომუშავე რუსმა ეგზარქოსებმა დაატეხეს თავს".

 

... ასე ამბობს ავტორი და აი, კიდევ ძარცვისა და ძალადობის მაგალითები: "ეგზარქოს ევსევის დროს გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომელიც ევანგელისტ ლუკას (ლუკა მახარებელი. გ. მ.) მიერ იყო დახატული, მოხსნილი იქნა "ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ (საქართველოს წმიდა მეფე 1182-1213 წწ. გ. მ.) მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ" (ამ ლალების ისტორია უკვე ვუამბეთ პრესა.გე-ს მკითხველს).

 

ეს, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმ შემაძრწუნებელი ფაქტებიდან, რაც ქართველ ხალხს თავს დაატყდა რუსი საეკლესიო და საერო ჩინოვნიკების ანტიქართული ქმედებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, სინამდვილეში, ანტირუსულიც აღმოჩნდა.

 

გარდა ამისა, რუსმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ხელოვნურად შექმნეს ქართველებისათვის საზიანო დემოგრაფიული სურათი, ჩამოასახლეს სექტანტები, "ბუნტოვშიკები".

 

ნ. დურნოვო წერს (იქვე): "იმპერატორ ნიკოლოზ I დროიდან მართლმადიდებელი საქართველოს დასახლება დაიწყეს გერმანელებით, რუსი სექტანტებით: მალაკნებით, სუბოტნიკებით, დუხობ

ორებით, შტუნდისტებით, ბაპტისტებით და სხვებით. რისთვის ხდებოდა ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ არ კეთდებოდა ქართველი ხალხისა და რუსეთის საკეთილდღეოდ (ხაზი ჩვენია. გ. მ. ). სხვა ერის წარმომადგენელთა ყოველი გადმოსახლება საქართველოში, რომლებიც ქართველებს ერეტიკოსებად და ურჯულოებად მიაჩნდათ, შეურაცხყოფდა ქართველთა რელიგიურ გრძნობას და მათში რუსეთისადმი სიძულვილს ნერგავდა. მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში ქართველები ქრისტიანული სისხლით რწყავდნენ ქართულ მიწას. მერე რა? ბეცმა და დანაშაულებრივმა რუსეთის ბიუროკრატიამ ქართველი წმინდანების ძვლებით გაპოხილ მიწაზე 150 ათასზე მეტი ერეტიკოსი და სხვადასხვა ჯურის არამართლმადიდებელი ისე დაასახლა, რომ არცერთი მათგანი მართლმადიდებლად არ მოუქცევია. ამიტომ ამჟამად (1907 წელს. გ. მ.) ასეულათასობით ქართველს სახნავ-სათესი მიწები არ ჰყოფნით. ამჟამად დასავლეთ საქართველოში ერთი დესეტინა მიწა 1000 მანეთზე მეტი ღირს.

 

"ნუთუ ჩვენი ნება-სურვილით იმიტომ შევუერთდით რუსეთს, ამბობენ ქართველები, რომ ჩვენი სისხლით გაჟღენთილი მშობლიური მიწა-წყალი, სადაც არა ერთი ათასი წელია რაც ვცხოვრობთ, ჩვენთვის წაერთმიათ და სხვადასხვა გადამთიელისთვის მიეცათ?.. (ხაზი ჩვენია. გ. მ.).

 

..."ბიუროკრატიის თვალსაზრისი ქართველებისა და მათი ენის, სარწმუნოების, ტერიტორიის უფლებების მიმართ არის 1783 წ. ტრაქტატისა და ყველა მოქმედი ისტორიული სამართლის დარღვევა"...

 

"1783 წლის სამოკავშირეო ტრაქტატის, ერეკლე მეორის სათხოვარი პუნქტებისა და იმპერატორ ალექსანდრე I საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტის შესწავლა არკვევს იმ უეჭველ ვითარებას, რომ საქართველო რუსი მეფეების ტახტის ძირთან მიიყვანა ისტორიულ-ნორმალური საზღვრებში გაერთიანების სურვილმა, მისწრაფებამ, შეენარჩუნებია თავისი ეროვნულობა, რასაც თანამედროვე მეცნიერული მონაცემებით შეადგენს ენა, რელიგია, ტერიტორია და საერთო ისტორიული ინტერესები წარსულში და მომავალშიც..."

 

რუსმა საერო და სასულიერო ჩინოვნიკებმა ხელოვნურად შექმნეს და გააღვივეს სიძულვილი ქართველი ხალხისადმი საქართველოს სამეფოში საუკუნეების მანძილზე მცხოვრები სხვა ეთნოსების წარმომადგენლებში, რომლებიც მანამდე ლოიალურად იყვნენ განწყობილი ავტოქტონი ქართველებისა და მათი სახელმწიფოს მიმართ.

 

ქართველთაგან მეკავშირეებად გაიხადეს ყველაზე მოღალატეები, რუსიფიკაციის მომხრეები, რომლებიც საზოგადოებისათვის მიუღებელნი იყვნენ.

 

ის ზომიერები კი, რომლებიც რუსეთის ფარგლებში ავტონომიურ სახელმწიფოებრიობას და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას მოითხოვდნენ, ან გაანადგურეს ან ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, ისეთ რეპრესიულ წნეხში გაატარეს, რომ რუსეთის თავდადაკლულ მტრებად აქციეს.

 

ასეთი შემაძრწუნებელი ანტიმართლმადიდებლური ქმედებების შესახებ ინფორმაცია გადიოდა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში და ხალხებში, მთელს მსოფლიოში. სწორედ ამის გამო ბერძნების, რუმინელების, ბულგარელების, სერბების დიდი ნაწილი უარყოფითად განისმჭვალა რუსეთის მიმართ. მათ ეჭვს აძლიერებდა რუსეთში 1721 წელს პატრიარქობის გაუქმება და ეკლესიის მმართველად ობერ-პროკურორის დანიშვნა, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის მიუღებელი იყო. გარდა მართლმადიდებელი ერებისა, სხვა ერებსაც უარყოფითი წარმოდგენა შეექმნათ XIX საუკუნის რუსეთზე, რუსი პოლიტიკოსების მიერ საქართველოში ჩადენილი ბარბაროსობისა და ვანდალიზმის გამო.

 

სწორედ ამ მიზეზთა გამო რუსეთმა ვერ შეძლო მეტი წარმატებების მიღწევა და წარმატებების შენარჩუნება, რომელსაც მიაღწია, ან შეეძლო მიეღწია, ნაპოლეონის სრული დამარცხების მერე მთელი XIX საუკუნის მანძილზე.

 

ვინ მოიგო ასეთი პოლიტიკით? თურქეთმა, ირანმა და სხვებმა, მხოლოდ არა რუსეთმა.

 

მთელი XIX საუკუნე რუსეთის კავკასიური პოლიტიკა არის ანტიმართლმადებლურ-ანტიქართული, მეტიც, ბარბაროსული.  

 

რუსული პოლიტიკის დანაშაულებრივმა ანტიმართლმადიდებლურმა და ანტიჰუმანისტურმა ქმედებებმა რევოლუციები და გადატრიალებები გამოიწვია რუსეთის იმპერიაში. 1917 წელს იმპერია დაეცა. რუსეთმა დაკარგა ტერიტორიები, განადგურდა მილიონობით რუსი ადამიანი, დაინგრა ეკლესიები.

 

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მმართველი ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსეთის ნაწილად განიხილავდნენ თავს და მზად იყვნენ რუსეთის უახლოეს მეკავშირედ ექციათ საქართველო. რუსები კი მხარს უჭერდენ, და მეტიც, აქეზებდენ ოსებს, სომხებს, თათრებს საქართველოს წინააღმდეგ.

 

1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება ურთიერთ დამოუკიდებლობის ცნობისა და თავდაუსხმელობის შესახებ.

 

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსი ბოლშევიკები მოღალატე ქართველებთან ერთად ახდენენ საქართველოს ანექსიას. საქართველოში რუსი პოლიტიკოსები ქმნიან ოსურ და აფხაზურ (აფსნიებისთვის) ავტონომიას. ქართული ტერიტორიების ნაწილები გადასცეს აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს, რსფსრ-ს.

 

მიმდინარეობს ქართვლთა გარუსებისა და საქართველოს დემოგრაფიული სურათის შეცვლის პროცესი. რუსები ეყრდნობიან მოღალატე ქართველებს - ყველაზე უსინდისო ბოლშევიკებს, და არაქართველებს. მიმდინარეობს რეპრესიები, ეკლესიების განადგურება. ასეთი იყო რუსული ბოლშევიკური პოლიტიკა. სამაგიეროდ ასეთი უგუნური (სინამდვილეში ანტირუსული) პოლიტიკით გადაიმტერებენ მთელს ქართველ ერს.

 

გავა დრო, პარადოქსია, მაგრამ, სტალინის ქართული წარმოშობის გამო, ქართველები მაინც, მზად არიან რუს ძმებთან ერთად ააშენონ ერთიანი გეოპოლიტიკური სივრცე, მხოლოდ საკუთარი იდენტურობისა და ინტერსების დაცვა უნდათ. მაგრამ, რუსული ანტიქართული პოლიტიკის ავტორები ქოლავენ ყოველგვარ ქართულ ეროვნულს, რელიგიურს...

 

რუს პოლიტიკოსებს რომ ჭკუა ჰყოფნოდათ, სსრკ-ს გადაკეთება შეიძლებოდა თანამეგობრობის ისეთ ფორმად, რომელიც ყველაზე სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა. სად იყო მაშინ ევროკავშირი ან ნატო?

 

მაგალითიც წინ ჰქონდათ - დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის დაარსება.

 

რუსი პოლიტიკოსები სხვა გზით წავიდნენ. მოკლეს (არის ვარაუდი) ყველაზე  დიდი რუსეთის იმპერიის დამაარსებელი - სტალინი. მერე მოკლეს ბერია - რუსეთის ატომურ იმპერიად მქცეველი, რომელსაც დაახლოებით ამგვარი თანამეგობრობის გეგმა ჰქონდა. ეროვნული შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველობას, საქართველოში დიდი რეპრესიები დაიწყო სტალინის გამო და სხვა.

 

რუს პოლიტიკოსებს რომ თანამეგობრობად გადაეკეთებინათ სსრკ, როგორი გეგმაც ჰქონდა ლ. ბერიას, მანამ, სანამ გორბაჩოვი აშშ-ს შეკვეთით დაშლიდა საბჭოთა კავშირს. რომ მიეცათ ეროვნული და რელიგიური თავისუფლება ხალხებისათვის და ა. შ. ეს თანამეგობრობა, დიდი გეოპოლიტიკური სივრცე არასოდეს დაიშლებოდა.

 

ხელისუფლების სათავეში რუსმა პოლიტიკოსებმა მოიყვანეს სამარცხვინო ხრუშოვი. სწორედ მაშინ დაკარგეს ყირიმი, ახლა რომ საოცნებოდ აქვთ (რა მიზეზითაც არ უნდა გადაეცათ ყირიმი უკრაინისათვის, ეს იყო კატასტროფა რუსეთისათვის). ხრუშოვმა სტაგნაციაში ჩააგდო მთელი სსრკ. მან ხანჯალი ჩაარტყა რუსულ იმპერიას, და რუსების ყველაზე დიდ მოკავშირეებს - ქართველებს ზურგში.

 

ვინ მოიგო... ყველამ, გარდა რუსეთისა და საქართველოსი.

 

მიუხედავად ამისა, ქართველებს რუსებისადმი ზიზღი არ გასჩენიათ, მიუხედავად ამისა, ქართველები მზად იქვნენ რუსებთან მეგობრობისათვის...

 

1978 წელს ისევ მოინდომეს რუსმა პოლიტიკოსებმა კონსტიტუციის დონეზე ეროვნული ენების დაკნინება. ს

ამაგიეროდ მიიღეს ახალი დემონსტრაციები თბილისში, ახალი უნდობლობა.

 

უაზრო პოლიტიკის მიმდევრებმა, უმადურებმა, ვანდალებმა, ანტიქრისტიანებმა, წარყვნეს დიდი გენერლის, პეტრე ბაგრატიონის საფლავი ბოროდინოს ველზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო. არადა ცნობილი ფაქტია, რომ პეტრე ბაგრატიონი რუსეთის დიდებას შეეწირა.

 

1989 წელი. იმის მაგივრად, რომ რუს პოლიტიკოსებს ახალ თანამეგობრობაზე ეფიქრათ, ხალხი დახოცეს თბილისში, ბაქოში, ვილნიუსში... ამის მერე რომელ ჭკუათმყოფელ ხალხს მოუნდებოდა რუსებთან ერთად თანამეგობრობაში ყოფნა?

 

ვინ მოიგო? რუსეთმა არა!

 

1990 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია. მას და ქართველ ხალხს სურდათ საქართველო ნეიტრალურ ქვეყნად ექციათ. რუსმა პოლიტიკოსებმა გამსახურდიას ხელისუფლება მოღალატე ქართველების ხელით დაამხეს და მის მაგივრად ხელისუფლებაში მოიყვანეს ე. შევარდნაძე, გაყიდული (გორბაჩოვთან ერთად) პოლიტიკოსი.

 

პარალელურად მიმდინარეობდა ოსი სეპარატისტ-ტერორისტების დახმარება რუსების მხრიდან საქართველოს დაშლის მიზნით. მაგრამ, ყველაზე დიდი დარტყმა ქართულ-რუსული ურთიერთობებისათვის რუსი პოლიტიკოსების მხრიდან იყო აფხაზეთის სამხედრო ოპერაცია. რუსმა პოლიტიკოსებმა აფსნი ტერორისტ-სეპარატისტების დახმარებით, აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაციით, ქართველი ხალხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოყვარულად, ნატოში შესვლაზე მეოცნებედ აქციეს.

 

გარდა ამისა, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის და სხვა პოლიტიკური ელიტები დაარწმუნეს, რომ რუსეთის აგრესიიდან დაცვის ერთადერთი გარანტი მხოლოდ ნატოა.

 

ვინ ისარგებლა ამით? მხოლოდ არა რუსეთმა.

 

2008 წელი რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან რუსული ინტერესებისა და პოლიტიკის მტრობის ზენიტია: აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის დამოუკიდებლობის გამოცხადება ("ცნობა") რუსეთის ხელისუფლების მიერ. ზოგჯერ იფიქრებს კაცი, რომ პუტინი და მედვედევი დასავლეთის აგენტიები არიან და რუსეთს შლიანო.

 

საქართველოს მეგობრობის მაგივრად - რუსეთ-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის (ე. წ.-ის) კავშირი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ (ნიკარაგუა, ახლა კი ნაურუ დაგვავიწყდა). ნიკარაგუას მიერ ამ "სახელმწიფოების" აღიარება 2 მილიარდი დილარი დაუჯდა რუსეთს. ნაურუს ამ საქმისთვის 50 მილიონი დოლარი გადაუხადეს. თვითონ აღიარებამ უზარმაზარი პოლიტიკური, მორალური და ეკონომიკური ზარალი მოუტანა რუსეთს და ასე გაგრძელდება. სხვებმაც რომ აღიარონ, ამასაც დიდი ფული დასჭირდება.

 

საქართველოსთვის ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების წართმევის გამო,  პოლიტიკურად: ყოველი ქართველი, მით უმეტეს ახალგაზრდა მზად არის გახდეს აშშ-ს არმიის ჯარისკაცი; საქართველოს მოსახლეობა თანახმაა დამონტაჟდეს მოსკოვზე დამიზნებული ქობინები; და ა. შ.

 

ვინ მოიგო? მხოლოდ არა რუსეთმა და საქართველომ!

 

ბუმერენგი შეტრიალდება კავკასიაში; ბევრი პოლიტიკოსი მოისყიდა რუსეთმა მსოფლიოში, მაგრამ არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ხალხს აღარ სჯერა რუსული სახელმწიფოს კულტურულობისა, ცივილიზაციურობისა;   

 

რუსეთს უნდა გახდეს (აღდგეს) მეორე გეოპოლიტიკურ პოლუსად, ეს კი მოკავშირეების გარეშე დღეს შეუძლებელია. მით უმეტეს, მეზობლები თუ მტრულად განეწყვნენ. გერმანიისა და იტალიის იმედი არარეალურია, როცა მათ შორის შეშინებული და აშშ-ზე მიბმული მეზობლები გყავს; რუსეთი მარტო რჩება ახალი გამოწვევების წინაშე (ამაზე სხვა დროს) და სხვა.

 

ასეთია, მოკლედ, რუსული ისტორიული ანტიქართული, გაუკუღმართებული  პოლიტიკის ანტირუსული ხასიათი და შედეგები (მოკლედ). დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.



12.05.2011

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსნი დედანი: მარინე და კირა
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირს დედათა: მარინესი და კირას (+დაახლ. 450) ხსენების დღეს.
ღირსი ბასილი აღმსარებელი
28 თებერვალს (13 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ბასილი აღმსარებელის (+750) ხსენების დღეს.
gaq