საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ერთად შევთვისდეთ სულითა (ვაჟა–ფშაველა და ზვიად გამსახურდია)
ბადრი დანელია


“...რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შევძელი საქართველოს მომავალი ბედის თუ უბედურების განჭვრეტა, ამაზე ბ. იპ. ვართაგავას უნდა მოვახსენო შემდეგი: ამგვარი კითხვის პასუხი არ შეიძლება ერთმა ლექსმა ან მოთხრობამ გამოხატოს, არამედ მთელმა პოეტის ცხოვრებამ, მის მოღვაწეობამ, მთე–ლმა იმის ნაწერებმა. როგორ გგონიათ? არ მაქვს მე წარმოდგენილი მომავალი ჩემი ქვეყნისა ბრწყინვალედ? ნუთუ ეს არა სჩანს ჩემი ნაწერებიდან? რომ ეს არ მწამდეს, თქვენ გგონიათ მე კალამს ავი–ღებდი ხელში?! ურწმუნოთა შრომა ამაოა, შეუძლებელიც, მგონია: იმ ხიდს, რომლის გადებაც მუშამ შეუძლებლად იცნო, თავის დღეში გასადებად არ შეუდგება. ნუთუ ჩემი ნაწერები ამ მომავალს ჩვენს ცხოვრებაზედ არას ამბობენ? ვერაფერი პოეტი ვყოფილვარ, თუ ეს მომავალი არა სჩანს იქ, არა სჩანს ის, რაც “დროთა სვლამ” უნდა განახორციელოს, დიაღ, იმ დროთა სვლამ, რომელიც თქვენ ფუქსავატი სიტყვები გგონიათ. თუ მე ნიჭი მაქვს ჭეშმარიტი შემოქმედებისა, უეჭველად წარსულის თუ აწმყოს აღწერით უნდა რამეს ვამბობდე მომავალზე, თუ არა და ჩემი ნიჭიერება ცარიელი მცნება, უშინაარსო სიტყვებია” _ წერდა ვაჟა-ფშაველა პასუხად კრიტიკოს იპოლიტე ვართაგავას. საკუთარი შემოქმედების ამგვარ შეფასებაში ვაჟა ცამდის მართალია და სწორედ ამის ჩვენებას შევეცდები ქვემოთ, მანმადე კი, მსჯელობის სისრულისათვის, ორიოდე სიტყვა მოვლენების წინასწარ ჭვრეტის შესახებ: როგორც ცნობილია, მოვლენების წინასწარ ჭვრეტა, უპირველესყოვლისა, საღმრთო ნიჭია ზეგარდმო მომადლებული წინასწარმეტყველთა და უფლის სხვა სათნომყოფელთათვის, ის, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ქვეცნობიერი იყოს და, ვიდრე ახდება, არის ხოლმე მორალური, ესთეტიკური და ზნეობრივი სწავლების ნიმუში და ასევე, ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშსაც და აქვს ხოლმე ისტორიული ღირებულებაც, მაგრამ მთელი სრულყოფილებით მისი აღქმა გაცხადების შემდეგაა შესაძლებელი, ასე ფიქრობდა ალბათ ვაჟაც, როცა ზემოთ მოხმობილ ციტატაში წერდა: ზოგი რამ “დროთა სვლამ” უნდა განახორციელოსო. ამ “დროთა სვლამდე” კი მისი პოემები “სტუმარ-მასპინძელი”, “ალუდა ქეთელაური”, “ნახევარწიწილა” (შესაძლოა სხვებიც), იყო ულამაზესი, მოძღვრებითი სახის შემოქმედების ნიმუშები, მაგრამ დღეს, ჩემის აზრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პოემებში ვაჟამ განსჭვრიტა საქართველოს მომავალი და ქვეყნის წარსულზე დაკვირვებით საუკეთესო, ისტორიულად გამოცდილი მორალურ-ზნეობრივი და პოლიტიკური გამოსავალი შემოგვთავაზა: ერთიანი კავკასია. ასევე აფასებდა ამ პოემებს ზვიად გამსახურდიაც: “ალბათ პოეტის ნათელმხილველი სული მომავალს სჭვრეტდა, როცა ამ ნაწარმოებებს ჰქმნიდა”, _ წერს იგი ვაჟას შესახებ, როცა იხსენებს ჩეჩნეთში გატარებულ 1992 წლის აღდგომის დღესასწაულს.

       უამრავი რამ თქმულა და დაწერილა ზემოხსენებულ პირველ ორ პოემაზე, მომავალშიც ბევრი ითქმება და დაიწერება, რადგან ისინი, ყველა მახასიათებლის მიხედვით, უდავოდ არიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის შედევრები, მაგრამ ის, რაც ამ წერილით მინდა ვთქვა, დრომ მოი-ტანა და ამდენად, განსხვავებული იქნება, თუმცა ვაჟაზე ბევრს უთქვამს, რომ იგი მომავლის პოეტია. მე სრულიად ვეთანხმები მათ და სწორედ ამის წარმოჩენას შევეცდები ქვემოთ რაც, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამ ნაწარმოებებისა და მათ ავტორის სიდიადეს, თუმცა აქვე აღვნიშნავ: ვაჟას მომავლის პოეტობა ამით არ ამოიწურება.  

       ბევრს შეუმჩნევია ალბათ “სტუმარ-მასპინძლის” მთავარი გმირების, _ ქისტი ჯოყოლასა და ქართველი ზვიადაურის სახელების პირდაპირი დამთხვევა ორი უდიდესი კავკასიელის, ჩვენი თანამედროვეების ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის სახელებთან, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან პოემა სავსეა ასეთი და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დამთხვევებით, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზვიადს ჯოხარი ვაჟამ აპოვნინა. ერთი კარგი მოხევის, ბატონი დავით გიგაურისაგან გამიგია, თუ როგორ ეძებდა ზვიადი ჩეჩენთა შორის საიმედო მოკავშირეს, რამდენ ჩეჩენს შეხვედრია და უსაუბრია მათთან კავკასიის ბედ-იღბალზე, არჩევანი კი, სხვათა შორის პირველი შეხვედრისთანავე, ჯოხარზე შეაჩერა და არც შემცდარა: ჯოხარმა ჯოყოლასავით უერთგულა მას.

       ახლა გავიხსენოთ პოემის გმირების თავგადასავლის ქარგა და თან შევადაროთ ის რეალური პიროვნებების ცხოვრებისეულ გზას.

       დავიწყოთ იმით, რომ პოემა ეძღვნება ჯოყოლასა და ზვიადაურის უანგარო და თავდადებულ,

_ ყველა ადამიანურ სისუსტესა და ვნებაზე ამაღლებულ მეგობრობას.

ხევსურების (ზვიადაურის) მიერ ძმა მოკლული ჯოყოლა ხვდება ზვიადაურს, რომელსაც ასევე “ძმის მკვლელის სისხლი სწყურია” და მისი ძმა, ყველა ვარაუდით, ქისტების ხელით უნდა იყოს მკვდარი, ე.ი. შეხვედრისას ჯოყოლა და ზვიადაური თითქოს მტრები უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ურთიერთ პატივისცემით განიმსჭვალებიან და ამ გრძნობის დაცვა მათ სიცოცხლის ფასად უჯდებათ. გახსოვთ ალბათ კავკასიაში ჩამოსული საბჭოთა გენერალი ჯოხარ დუდაევი. მას  სამხედრო ცოდნაც ჰქონდა და იარაღიც არ დაუკლია მისთვის რუსეთს. რუსეთი, რა თქმა უნდა,  ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს წინააღმდეგ ფიქრობდა მის გამოყენებას, მაგრამ მათი პირველივე შეხვედირისთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოხდა რაღაც სიტყვით აუხსნელი: გულმა გული იცნო, გენმა _ გენი და მათაც ისეთივე უანგარო და თავდადებული მეგობრობის მაგალითი გვიჩვენეს, ოღონდ გაცილებით დიდ, _ ეროვნულ მასშტაბში. 

       ჯოყოლა და ზვიადაური ერთი და იგივე საქმეზე მყოფნი, _ ნადირობისას ხვდებიან ერთმანეთს. უცხო გარემოში მოხვედრილ ზვიადაურს უკიდურესად უჭირს, ჯოყოლა მიუხედავად უამინდობისა და წყვდიადისა, შედარებით ლაღადაა, რადგან მისთვის გარემო უფრო ნაცნობია.

ზვიადი და ჯოხარი პოლიტიკამ დააკავშირა ერთმანეთს, ზვიადიც მისთვის უცხო გარემოში _ პოლიტიკურ თანამდებობაზე მოხვდა “სრული წყვდიადისას” და პოლიტიკური “ქარიშხლებიც” ხომ სულ სხვადასხვა მხრიდან ქროდნენ და გადაჩეხვას უქადდნენ, ამიტომ მასაც ზვიადაურივით შეეძლო ეთქვა:

                      ზედ შავი ნისლი ჩამოწვა, ნიავი მოსცა ძლიერი,

                     ხევებით შემომღმუოდა, როგორაც მგელი მშიერი.

                     თვალწინ გზას ვეღარ ვირჩევდი, კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,

                     ხამად ვარ, გეზი არ ვიცი, ამით ძლიერა ვწვალობდი.

                     ბევრგან დავაფრთხე ნადირი, ცხადად ფეხის ხმა მესმოდა...”

მართლაც ბევრი ნადირი დააფრთხო ზვიადმა: წითელი ინტელიგენცია, წითელი სამღვდელოება, წითელი კრიმინალები, მაგრამ ვერ მოინადირა ვერც ერთი: მან უდიდესი სიფრთხილით, უსისხლოდ გაიარა ეს გზა, ანუ “დაჰრჩა უვალოდ”

                     ...მეც მონადირე გახლავარ, დღეს კი ვეხეტე უბრალოდ, (ამბობს ზვიადაური)

                     _ წესია მონადირისა, ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?.. (პასუხობს ჯოყოლა)

სამაგიეროდ ჯოხარი გრძნობდა თავს შედარებით თავისუფლად, რადგან ის უფრო ახლოს იცნობდა პოლიტიკას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და “ნანადირევითაც” ხელდამშვენებული იყო: მან მოახერხა ყველა ჯურის “წითელი” ნომენკლატურის მოთოკვა.

უკიდურეს გასაჭირში მყოფი ზვიადაური ჯოყოლამ მიიპატიჟა და შეიფარა.

უკიდურეს გასაჭირში მყოფი ზვიადი ჯოხარმა მიიპატიჟა და შეიფარა.

ზვიადაურმა მიიღო მიპატიჟება და ნანადირევის ზიდვაშიც შეეშველა ჯოყოლას.

ზვიადმაც მიიღო მიპატიჟება და ისიც შეეშველა ჯოხარს, რაც კარგად ჩანს ჯოხარის ცოტა ქვემოთ მოხმობილ პირველივე ციტატაში.

საინტერესოა ჯოყოლას მოკრძალებული და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება ზვიადაურისადმი, ის რაღაცნაირი მოწიწებით ექცევა მას:

                          ცოლს დაუძახა ჯოყოლამ: _ გამოიხედე კარშია!

                          ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია...

                          ...ივახშმეს. თვისი სტუმარი მასპინძელს მოსწონს გულითა.

                          “კარგი ვაჟკაცი ეტყობა” _ ფიცულობს თავის რჯულითა.

                          _ “ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა, ერთად შევთვისდეთ სულითა”...

       უდიდესი შეფასება მისცა ჯოხარმა ზვიადს თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში: “ მე დავკარგე ყველაზე მეტი, _ ამბობს იგი, _ ერთგული მეგობარი, ბრძენი მასწავლებელი და თავგანწირული თანამებრძოლი”. აქაც უდიდესი მოწიწება და სიყვარული იგრძნობა.

       პოემის მესამე მთავარი გმირია ქისტი მუსა, ის დაპირისპირებულია ზვიადაურთან და ამის გამო დაუპირისპირდება ჯოყოლასაც. ახლა გავიხსენოთ “კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია” და მისი ხელმძღვანელი მუსა შანიბოვი, სწორედ ეს ორგანიზაცია იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ჯოხარ დუდაუვის სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ვიდრე აფხზეთის ომი დაიწყებოდა, მუსა შანიბოვს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ჯოხართან, მან დუდაევი სოხუმშიც კი მიიწვია და დიდი პატივით შეხვდა. ე.ი. მუსა შანიბოვი თავისი ქმედებით დაუპირისპირდა იმას, რისთვისაც იბრძოდნენ ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი: ერთიანი კავკასია.

ანუ მუსა პოემაში და მისი სეხნია ცხოვრებაში _ ერთი და იგივე ფუნქციის მატარებლები არიან.

       პოემაში არის ერთი ეპიზოდი, რომელიც აღწერს ზვიადაურის წინააღმდეგ შეთქმულებას, როდესაც მას მიუგზავნეს მოყურიადე, რომ გაიგონ მისი საწოლი და ღამე დაესხან თავს. მოყურიადე ისე იქცევა, როგორც კეთილის მსურველი

                     მოვიდა მოყურიადე ლაქარდიანის ენითა,

                     სახელს ულოცავს ჯოყოლას, ლაღობს, არ არის წყენითა.

                     ხალბათობს, ამბობს ამბებსა, ენას აკვესებს კვესითა.

                     ვინ იცის, გული სავსე აქვს გველის შხამით და გესლითა.

მოყურიადემ შეასრულა დავალება და მიდის, რათა საჭირო ცნობა შეატყობინოს ზვიადაურის მტრებს, ეს ეპიზოდი კი ასე მთავრდება:

                     ...წავიდა გახარებული, შეატყობინა ყველასა,

მამლის საჯდომი თუ იცის, მეტი რა უნდა მელასა.

აქ ანდაზის სახით ნახსენებია მელა, ვინც ფუნქციონალურად არის ყველაფრის წარმმართველი, ის პოემაში არ ჩანს, _ საქმეს სხვები აკეთებენ. საოცარია, რეალობაშიც ასე მოხდა: უამრავი მოყურიადე მიუგზავნეს ზვიადს, რომლებიც “ლაღობდნენ, არ იყვნენ წყენითა”, თავს ერთგულებად წარმოაჩენდნენ, სინამდვილეში კი, “გული სავსე ჰქონდათ გველის შხამით და გესლითა” და თეთრ მელად წოდებულ, შევარდნაძეს ემსახურებოდნენ, რომელიც ფაქტიურად წარმართავდა ზვიადის წინააღმდეგ მოვლენებს, თვითონ კი _ ვითომ განზე იდგა.

       შეიპყრეს ქისტებმა ზვიადაური და უტყუარი არგუმებნტები წაუყენეს ჯოყოლას:

                     მთელი ქისტეთის ამომგდე სტუმრად რადა გყავს სახლშია?

                     ზვიადაურის სახელი ბავშვმაც კი იცის მთაშია.

                     ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო, ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,

                     მგლურად რომ გვეტევებოდა, რო გვიჯდებოდა გზაშია...

                     ...თვით ამან მოჰკლა შენი ძმა არყიანებში თოფითა.

წამიერად შეცბა ჯოყოლა: თითქოს მოძმენი მართალნი არიან და მისგანაც მოითხოვენ ზვიადაურის გაწირვას,

                     ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა, პირს სინანული წაესო,

                     თითქოს ნატყორცნი ისარი ზედ გულის კოვზზე დაესო.

       აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ჯოხარ დუდაევი დუმდა, რადგან მასაც უტყუარი არგუმენტები წარუდგინეს: საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა რუსული ორიენტაციის ხუნტამ კავკასიაში ჯალათის როლი იკისრაო და ამიტომ მოითხოვდნენ მისგან საქართველოს წინააღმდეგ ომში ჩაბმას, რაც იქნებოდა ბრძოლა ზვიადის წინააღმდეგ. წამიერად შეცბა ჯოხარიც...

მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჯოყოლამ: მისთვის უფრო ძვირფასი აღმოჩნდა ეროვნულ–საზოგადოებრივი ადათ–წესები, ვიდრე პირადი მტრობა

                     დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა...

                     ...გრისხავდეთ ცა-ქვეყნის მადლი, უსამართლობას ჰშვრებითა!

სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჯოხარმაც: საერთო კავკასიური სახლი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩდა მისთვის, ამიტომ თვითმფრინავი გაგზავნა სოხუმში და იქ მებრძოლ ჩეჩნებს დაბრუნება მოსთხოვა, ვინც არ დაბრუნდა, ისინი კავკასიის მტრად გამოაცხადა.

       შებოჭეს ჯოყოლა, _ ვერ იხსნა ზვიადაური:

                     ხელი შეუკრეს... არ მისცეს ნება ეხმარა ხმალია.

       ასევე ცრუ აგიტაცია-პროპაგანდით ხელი შეუკრეს ჯოხარსაც, სამაგიეროდ მუსას დაუდგნენ ქისტები ზვიადაურის წინააღმდეგ; სამაგიეროდ შანიბოვს გაჰყვა ზოგი ჩეჩენი საქართველოს წინააღმდეგ. 

       ღალატითა და მიპარვით შეიპყრეს ზვიადაური.

ღალატითა და ორპირობით არ მისცეს გასაქანი ზვიადს.

“დარლამსაც შაეწირები!” _ გამოუტანეს განაჩენი ზვიადაურს.

“დინების წინააღმდეგ მიცურავ!” _ გამოუტანეს განაჩენი ზვიადს.

“ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა!”_ არ გატყდა ზვიადაური.

“დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!” _ არ გატყდა ზვიადი.

       ვერც ზვიადაურის და ვერც ზვიადის

გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.

       მარტომ იბრძოლა ჯოყოლამ და ამ უთანასწორო ბრძოლაში დაეცა, მარტომ იბრძოლა ჯოხარმა, _ კავკასია დუმდა, _ ისიც უთანასწორო ბრძოლაში დაეცა.

       მოჰკლეს ზვიადაური და:

                     კარგი ვაჟკაცი ყოფილა, ყველა ალლახსა ჰფიცავდა,

იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა, თავის მიწა-წყალს იცავდა.

       მოჰკლეს ზვიადიც და უამრავმა ისეთმა დაიწყო მისი ქება, ვინც ან ტყვიას ესროდა, ან იდეურად აგულიანებდა მსროლელებს. აქ მხოლოდ ორ უმნიშვნელოვანეს ციტატას და ერთ საქციელს გავიხსენებ: “....ბოლო-ბოლო ზვიად გამსახურდია რომ ჰყოლოდა (სომხებს ბ.დ.), ტყე-ღრეში სარბენად გაუხდიდა საქმეს? არ გაუხდიდა”. _ “ბრალს გვდებს” ქართველებს ჯანსუღ ჩარკვიანი, როდესაც ერთმანეთს ადარებს ქართველებსა და სომხებს („ასავალ-დასავალი” 2011წ. 12–18 სექტემბერი 37(884)), ხოლო ედუარდ შევარდნაძე ამბობს: “შემთხვევითი ფაქტი არ ყოფილა, ზვიად გამსახურდია რომ მთაწმინდაზე დავასაფლავეთ!(!!!) მთაწმინდაზე მარტო კლასიკოსებს, ერის გამორჩეულ შვილებს და წმინდანებს(!!!) ასაფლავებენ! ასე ვთვლიდი ადრეც და ასე ვთვლი მე დღესაც!” (“ასავალ-დასავალი” 2011წ, 21-27 თებერვალი 8(855)), გროზნოში კი, ერთ დღეს პანაშვიდზე, მუსა შანიბოვი მისულა, მუხლი მოუდრეკია და უთქვამს: ის იყო კავკასიის უდიდესი შვილი.

       პირველმა აღაზამ დაიტირა ზვიადაური. ერთ-ერთ გადაცემაში ქალბატონი ალლა დუდაევა ყვება, რომ ზვიადის სიკვდილი დაცვამ (სოსო თორიამ) პირველად მათ შეატყობინა, ის იხსენებს თუ როგორ ტიროდნენ ყველანი და როგორ აუწყეს ეს ამბავი ქალბატონ მანანას, ამის შემდეგ იმავე საღამოს ქალბატონ ალლას დაუწერია ეს ლექსი, რომელიც, ვფიქრობ, დამოკიდებულებითა და განწყობით ძალიან გავს აღაზას უმშვენიერეს განცდებს:

                     როგორ მწირია საქმენი ჩვენნი და სიტყვაუხვი ჩვენი ქადილი.

გახევებულან ნათლის სვეტები, ხელს დაუცურდა თალხი მანდილი

და დაეფინა გაფითრებულ შუბლს ჰუმანისტის და შემოქმედისა,

ბოლოს ღიმილი გაიძვერასი, _ მაინც უბადრუკ ჯილდოდ ეღირსა.

მსხვერპლი პირველი პრეზიდენტისა და აღსასრული _ ეკლის გვირგვინი,

მთელი ცხოვრება დევნა ტანჯვაში, ხომ არ შეგშურდათ მისი სიკვდილი?

თვლა-უთვალავი გაიძვერები... შენი მახვილი _ მხოლოდ ღირსება.

ეპოტინება სინდისს უმანკოს, ვერა სწვდება და შურით ივსება,

ვეღარც სანთელი ვეღარ უშველის, თუმც სურვილი კლავს დაუძლეველი

მისი ღირსების შენს ღირსებაში არც გადაცვლაა შესაძლებელი.

რითი შესცოდე? _ ჩექმის ურჩობით, თუ სიყვარულით თავისუფლების?

ზვიად, არ გწამდა არც თვალთმაქცობის, არც არავისგან ქებას ელოდი.  

კვლავ დააბრუნეს ძველ წრებრუნვაში სამშობლო შენი _ მიჯნური შენი,

ჩაკეტილია წრე დაწყევლილი, რადგან მართავენ ბინძური ხელით,

გზაა არსაით, ვიდრე გაპურებთ, სიცრუის საკენკს რომ გიყრით ვიღაც,

მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველო სატანის სახეს ჩამოჰგლეჯს ნიღაბს. *

       ყოველივე ზემოთქმულის დაწერა გამიჭირდებოდა, რომ არა 1991 წელი.

       1991 წელი. ეს წელი გამოირჩევა საოცარი ნიშნებით:

ამ წელს 31 მარტი, _ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაემთხვა ბზობა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაამთხვიეს რეფერენდუმი.

ეკლესიური სწავლებით ბზობის დღესასწაული გვახსენებს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში, ამ დღეს მოხდა იესო ქრისტეს ღმერთად აღიარება მთელი ერის მიერ, _ აღირება იმისა, რომ იესო არის აღთქმული მესსია, ანუ აღიარება იმისა, რისთვისაც ქრისტე მოვიდა ამქვეყნად, თუმცა  მალევე ფარისევლების, მწიგნობრებისა და მღვდელმთავრების შურის გამო, ჯვარს აცვეს იგი. რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მიუხედავად ეროვნებისა, ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, ანუ აღიარა ზვიადის და მერაბის ცხოვრების მიზანი, ანუ აღიარა ის, რისთვისაც ეს ორი ადამიანი მოევლინა ამ ქვეყანას, თუმცა მალევე, ამ შემთხვევაშიც იგივე მიზეზით, გაწირეს ზვიადიც.  

ამავე წელს აღდგომა დაემთხვა ხარებას, _ 7 აპრილს.

ცხრა აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებობის აღდგენის გამოცხადება და რადგან ეს დღე იყო ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი, ამიტომ ამავე დღეს იყო ივერიისად წოდებული ღვთისმშობლის ხატის (ივერიის ღვთისმშობელი) ხსენების დღე.  

26 მაისი _ საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს დაემთხვა სულთმოფენობა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაამთხვიეს  პრეზიდენტის არჩევნები.  

ეკლესიური სწავლებით სულიწმინდის გარდამოსვლისას კაცობრიობის ისტორიაში დასრულდა ძველი აღთქმის ეკლესიის ხანა და დაარსდა ახალი აღთქმის, _ ქრისტეს ეკლესია. პრეზიდენტის არჩევნებით დასრულდა ჩვენი ქვეყნის კომუნისტური მართვის ეპოქა და დაიწყო ახალი, თავისუფალი ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობა.

ყველა ზემოთქმულ შემთხვევაში კაცობრივი ნებით აღსრულებული მოვლენათა დამთხვევა დასტურდება ნიშანით ზეცით: ზვიადის დაბადების დღეს დაამთხვიეს რეფერენდუმი, მაგრამ დაემთხვა ბზობა; ცხრა აპრილს დაამთხვიეს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგრამ დაემთხვა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე; მერაბის დაბადების დღეს დაამთხვიეს პრეზიდენტის არჩევნები, მაგრამ დაემთხვა სულთმოფენობა. ეს იყოს პასუხი მათთვის, ვინც ასეთ მიდგომას ფანატიკოსობად ჩამითვლის და არგუმენტად მომიყვანს იმას, რომ შევარდნაძის ინაუგურაცია დაამთხვიეს სვეტიცხოვლობას, “ვარდების რევოლუციის” გამარჯვება _ გიორგობას, “ქართული ოცნების” გამარჯვება კი _ წმინდა მოწამეთა შალვა, ბიძინა და ელიზბარის ხსენების დღეს. მაგრამ არცერთ მათგანს არ ახლდა ნიშანი ზეცით, ანუ ის რაც ადამიანის ნებას არ ხელეწიფება.

1991 წელს გაისმა ზვიადის, და ე.ი. საქართველოს მიმართ უმნიშვნელოვანესი ბრალდება: “ზვიად გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს”-ო და პასუხიც შესაბამისი იყო: “დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან”. ქრისტიანებისათვის ცნობილია რას წარმოადგენს ამსოფლიური დინება: ესაა ქრისტესკენ ზურგშექცეული კაცობრიობა, რომელიც ანტიქრისტესკენ უფსკრულში (უფლისაგან კრულში) მიექანება, ხოლო თევზი ქრისტიანის სიმბოლოა და ამიტომ გასაგებია, რომ სულიერად მკვდარ ქრისტიანს _ მკვდარ თევზს, ამსოფლიური დინება წაიღებს ანტიქრისტესკენ. ე.ი. ბუშის ამ რეპლიკით ითქვა, რომ საქართველო ქრისტეს გზას შეუდგა და სასწრაფოდ რამე იღონეთო, ხოლო ზვიადის პასუხი გულისხმობდა იმას, რომ საქართველო ცოცხალია ქრისტეში.

ბევრი ელოდება ივერიის გაბრწყინებას, ბევრიც ირონიით და დაცინვით მოიხსენიებს ამას, მაგრამ არსს ცოტა თუ სწვდება: “გაბრწყინება” მატერიალურად ესმით, _ ამქვეყნიური კეთილდღეობა ეოცნებებათ, სინამდვილეში კი გაბრწყინება ქრისტეს გზაზე შედგომას და ამის მსოფლიო გაცხადებას ნიშნავს.

1989 წლის ცხრა აპრილიდან მოყოლებული, ვიდრე სახელმწიფო გადატრიალების დაწყებამდე, ყველას გვახსოვს როგორი ერთიანი იყო საქართველო, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, _ რაც უმთავრესია ქრისტიანობაში _ “ღმერთი სიყვარული არს” და სწორედ ეს ურთიერთსიყვარული იყო ჩვენი მასობრივი შემობრუნება ათეისტური სახელმწიფოდან ქრისტიანული სარწმუნოებისკენ…და არა უსიყვარულოდ ტაძრებში სიარული, როგორც ეს დღეს ხდება. ცხრა აპრილს “ღვთის წინაშე შეკრული და ერთიანი წარსდგა ქართველი ერი” (მერაბ კოსტავა) და ამ თავგანწირვის შემდეგ, 1989 წლის 9 ოქტომბერს, ათონის მთიდან საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა _ ივერიის ღვთისმშობ-ლის ხატის ასლიც ხომ ივერიის ღვთისმშობლის ხატია. ყველა ზემოთქმული მოვლენა მოხდა ეროვნული მოძრაობის ფონზე, მათ შორის ჩვენი მოქცევაც. ეროვნული მოძრაობის უპირობო ლიდერები კი იყვნენ მხოლოდ ზვიადი და მერაბი, ამიტომ სახარებისეული ცხრა კეთროვანის უმადურება რომ არ გამოვიჩინოთ, (უმადურების გამო ცხრავემ ხორციელი კურნება მიიღო მხოლოდ, ცხონება კი _ ვერა, ცხონდა მხოლოდ მადლიერი მეათე) სინანულითა და ღვთისადმი მადლიერებით უნდა ვიღიაროთ, რომ მათ წმინდა ნინოს და წმინდა ასურელ მამათა დარი მოციქულებრივი ღვაწლი იკისრეს _ ათეიზმიდან მოგვაქციეს, და ორივე ამ ღვაწლს შეეწირა.  

კიდევ იქნება საქართველოს ისტორიაში ივერიის გაბრწყინება და ეს წლებიც იყო, ამის დამადასტურებელია 1991 წლის სიმბოლიკა და განსაკუთრებით ბუშის სიტყვები, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით გაიჟღერა. 

ახლა გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენება საქართველოში: 2007 წლის 31 მარტს იყო ლაზარეს შაბათი და საკუთარ დაბადების დღეს, სვეტიცხოველში უფლის კვართის გვერდით, მთელი ერის სიყვარულით გარემოცული ესვენა კაცი, რომელმაც გაგვახსენა და განგვიმარტა იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, ამ პოემაში გადმოცემული წინასწარმეტყველება უფლის მეორედ მოსვლის შესახებ და ლაზარესა და საქართველოს სულიერი ერთობა.

მეორე დღეს კი იყო ბზობა და იგი, ასევე უდიდესი სიყვარულით, მიაბარეს მთა წმინდას. ყოველივე ამის შემდეგ როგორ საოცრად ჟღერს ვაჟას სიტყვები:

                     მოუკლავთ ზვიადაური, ცით ჩამოსული სვეტადა!

ამბობენ: თავი მოიკლაო, მაგრამ ბუშის მისამართით “დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან”-ის მთქმელი თავს მოიკლავდა? _ არა, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, თავს ვინ მოაკვლევინებდა, ალბათ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ _ ვინ დაასწრებდა _ ათასი ჯურის ნაძირალები... თუ ისევ ვაჟას მოვუსმენთ:

“და მხოლოდ გონების თვალით უნდა განვსჭვრიტოთ წყვდიადი”,

(“უიღბლო იღბლიანი”)

მაშინ თავისთავად ჩნდება სულის შემძვრელი და გულის მომკვლელი დასკვნა: ზვიადაურივით წამებით მოჰკლეს ზვიადიც:

                     და ძმაზე უსამართლობით გული ავისო ძმებისა,

                     მით გახდა კაცი მართალი ზვარაკად უმეცრებისა.

                                                       (“კაცი მართალი” ვაჟა)

       მოჰკლეს ზვიადაური, მაგრამ დარჩნენ გაწბილებულნი, _ არ შეეწირა მათ მკვდარს, _

                     დაკლულმა დაკლა მათ გული და გაუცრუა ქადილი.

       მოჰკლეს ზვიადიც, მაგრამ ვერც ის გააყოლეს დინებას: _ “მე იმ ქვეყნიდანაც ვიბრძოლებ საქართველოსთვის”, _ უთქვამს თურმე ერთხელ.

       ბუნება შეძრა ზვიადაურის სიკვდილმა:

ზვიადაურსა გლოვობდა შფოთვა და ბორგვნა წყლისაო,

ნიავად ჩამონადენი ოხვრა მაღალის მთისაო,

ცრემლი ნისლების ჯარისა ნაბრძანებია ღმრთისაო...…

ერი კი დაობლდა თითქოს:

მოუკლავთ ზვიადაური, ცით ჩამოსული სვეტადა,

ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი, გამოსადეგი მეტადა!

       მართლაც უცნაური და საოცარი სიტყვებია პოემაში აღწერილი ერთი კარგი ხევსურისათვის, რომლის მსგავსი სხვაც ბევრი ეყოლებოდა თემს. ასეთი სიტყვებით არ მოუხსენიებია ვაჟას არც ალუდა, არც მინდია, არც ლუხუმი, არც კოპალა და არც არავინ სხვა მის ნაწარმოებებში აღწერილნი და თითქოს ზვიადაურზე უფრო მეტნი, მაშ რატომ შეამკო მან ზვიადაური ასე?

       იმიტომ ხომ არა, რომ ზოგი რამ ““დროთა სვლამ” უნდა განახორციელოს, დიაღ, იმ დროთა სვლამ, რომელიც თქვენ ფუქსავატი სიტყვები გგონიათ.” (ზემოთ მოხმობილი ციტატის განმეორება).

ილია: _ “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის”; ცით მოვლენილი იყო ზვიადიც, მხოლოდ ის და მერაბი იყვნენ საქართველოს ფარ-ხმალი ათეისტურ ჯოჯოხეთში. (რა თქმა უნდა იყვნენ სხვებიც, _ ფარული ღვაწლის მქონენი, თუნდაც მამა გაბრიელი, მაგრამ ამ ორი ადამიანის კაშკაშა ცხოვრებამ, ბავშვობიდან ვიდრე სიკვდილამდე, მთელი ერის თვალწინ გაიარა).

       როგორც უკვე ითქვა, პოემის მიხედვით ჯოყოლასა და ზვიადაურს მიზეზები ჰქონდათ ურთიერთ მტრობისა, რადგან ერთმანეთის ძმების მკვლელების ტომებს ეკუთვნოდნენ, მაგრამ ეს მტრობა არ გადადიოდა ეროვნულ შუღლში, საბუთად ჯოყოლას სიტყვები გამოგვადგება, შეხვადრისას რომ წარმოსთქვა:

                     რა გრქვიან? სახელი მითხარ. ხევსური სჩანხარ იერით.

შეიცნო ხევსურად, მაგრამ _ არანაირი აგრესია. რა თქმა უნდა, ზვიადაურიც მიხვდებობდა ჯოყოლას ქისტობას და არც მას გასჩენია მტრობის სურვილი, მტრობა პიროვნული იყო მხოლოდ, ეს კიდევ ერთხელაა ხაზგასმული იმით, რომ ზვიადაურმა სახელი დამალა, ე.ი. კავკასიელები ერჩოდნენ კონკრეტულ მოსისხლეს და არა ყველა მის მოძმეს, პირიქით ერთმანეთს გულღიად მასპინძლობდნენ და ხშირად ერთურთში ძმადნაფიცობა ჰქონდათ ხოლმე. ვაჟას გარდა ეს ყველაფერი კარგად სჩანს ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაშიც. 

მითომ ერთნი ვართ, ბერდიავ, მცხოვრებნი ერთის მთისაო,

ალუდასავით გული ამოაყოლა სათქმელს ზვიადმა,

                          ტყუილად სცთები, ალუდავ, ტყუილად იცვეთ პირსაო.

ბერდიასავით უპასუხეს ზვიადსაც, _ ბერდიასა და უშიშასავით მუსულმანობით დაიწუნეს ჩვენი სისხლისმიერი კავკასიელი ძმები, იქ გამოიჩინეს სარწმუნოებრივი “მოშურნეობა”, სადაც შემწყნარებლობა იყო საჭირო, თანაც, ამ დამწუნებლებში ისეთი ადამიანიც გაერია, ვინც 70-იან წლებში გამოაქვეყნა, “დაწერით” უფრო ადრე “დაწერა” და “ფიქრით” კი _ კიდევ უფრო ადრე “ფიქრობდა” იმაზე, რაც საგულდაგულოდ იმალებოდა და იჩქმალებოდა, რასაც ყოველნაირად ებრძოდა ყველა იმპერია და მათ შორის, რუსეთიც, რომელმაც ჩრდილო კავკასიელთა მუსულმანობა ბევრჯერ იარაღადაც კი გამოიყენა ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ:

“_ როგორ გამოდის, _ სიჩუმე დაარღვია შალითურმა, _ სანამ კავკასიაში შენი ფუნქცია ისევ არ შეიქმნება, იქამდის ქართველებისათვის სახელმწიფო _ ფა-ფუ?

_ ფა-ფუ! _ დაუდასტურა კარიძემ.” (“დათა თუთაშხია”) 

ამ ციტატაში და რომანში მის წინ წამძღვარებულ სანდრო კარიძის მონოლოგში კავკასიის ერთიანობისა და მის გამაერთიანებელ ცენტრად საქართველოს მოაზრების იდეის უდიდეს მნიშვნელობას ამ სცენის აღწერის ხერხი უსვამს ხაზს: სანდრო კარიძე ამ მოსაზრებაზე აგებს მსჯელობას,  მოპაექრე მხარე სწორედ ამ თეზისის სისწორეს დააყენებს ირონიულად ეჭვქვეშ, კარიძე კი ამ ირონიის გამოყენებით (რაც სინამდვილეში მის უადგილობასა და უბადრუკობას წაემოაჩენს) მტკიცედ ადასტურებს მას. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ქართულ ვარიანტში საერთოდ აღარ ახსენებენ კავკასიას, ხოლო რუსულ ვარიანტში არათუ ეს მოსაზრება, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსიც კი საშინლად დამახინჯებულია, _ “გამოასწორეს” რომანში გაპარული “შეცდომა”.

       ასევე საგულისხმოა ნაწარმოებში გამოთქმული მეორე მოსაზრებაც: “რა თვისება დაკარგა ხალხ-მა?.. _ ...სიყვარული დაკარგა, თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის (ბ.დ.) სიყვარული.”  

ვფიქრობ, ციტატების (და მთელი ნაწარმოების) ავტორი გაუსაძლისი, გულის გამაწვრილებელი მოლოდინით უნდა დალოდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კავკასიაში მისი ფუნქციის აღდგენის დასაწყისს. ამიტომ, ყველაფრის გაგება შეიძლება, მაგრამ ამ საკითხებში მისი ზვიადთან დაპირისპირებისა _ არა. აქედან გამომდინარე ვიხმარე ბრჭყალებში სიტყვები “დაწერა” და ”ფიქრობდა”.

ერთიანი კავკასია _ ვახტანგ გორგასლის, დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის გარჯის შედეგი და შესაბამისად, _ ძლიერი საქართველო და

ერთიანი კავკასია _ ვაჟას, ილიას, ყაზბეგის, ზვიადის, ჯოხარის ოცნება და ძალისხმევა.

ერთიანი კავკასია _ ჩვენი და მომავალი თაობების დასასრულებელი საქმე.

       ვაჟას შემოქმედებასა და დღევანდელობას შორის სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება, ერთ-ერთს აქვე მოკლედ შევეხები, ბევრი კი ალბათ არც შემიმჩნევია:

პოემის “ნახევარწიწილა” მთავარი გმირი არის ოდესღაც დიდი და ბედნიერი ოჯახის შთამომავალი, _ “დაწუნებულ არს ენაი (ერი. ზ.გ.) ესე” _ რომელიც დაბეჩავების შემდეგ ბატონმა სასტიკად დაჩაგრა. წიწილამ საშველად დევებს მოუხმო სხვა ხეობიდან. დევებიც შეპირდნენ და წამოყვნენ კიდეც ბატონის დასარბევად, მაგრამ ბატონმა მოახერხა მათი მოქრთამვა და მათთან მოლაპარაკება, რის შემდეგაც ერთად “გააპანღურეს” საწყალი. საბოლოოდ წიწილამ მაინც შეძლო ბატონის დამარცხება და ამ გასაცოდავებული მდგომარეობიდან გამოსვლა, ოღონდ მოძმეთა თანადგომითა და დახმარებით.

წუთისოფლის უკუღმართობის გამო, კავკასიაში მცხოვრებ სისხლით მონათესავე ერებს მძიმე ხვედრი გვერგო: გარსშემორტყმულმა იმპერიებმა არამხოლოდ ტერიტორიულად,  არამედ სარწმუნოებრივადაც დაგვყვეს. დიდი გულისტკივილით უყურებდა ამას ვაჟა და ამიტომ თავისი შემოქმედებით ქადაგებდა ძმათა ერთობას, რადგან სარწმუნოება სულიერია, ხოლო სისხლით ნათესაობა _ ამქვეყნიური. ჩვენ, ქართველები, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ამ ორი საწყისის _  სულიერის და ხორციელის ჰარმონიულ გაერთიანებას ვცდილობთ და ამიტომ ხშირად ხორციელ ძმასთან ვმეგობრობთ, ხოლო მეგობარს ძმას ვუწოდებთ (მეგობრობა ხომ სულიერი კატეგორიაა), არც აწი უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან და თუ ფიზიკურად გადარჩენა გვინდა, გარსმომდგარ ამ უკიდეგანო მტრულ ოკეანეში, კავკასიელებმა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ კაცობრივი სჯულის დონეზე მაინც, ვინ იცის, იქნებ შემდეგ სულიერებაშიც მოხდეს ჩვენი ერთობა. “სტუმარ-მასპინძლის” ძირითადი არსიც ეს არის და ამასვე ადასტურებს პოემის ფინალიც, _ ხილვა:

                     იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში

                     ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა ზვავისგან ნაგალს გორაში:

კლდის თავს წადგება ჯოყოლა, სასაფლაოსკე იძახებს:

“ზვიადაურო, ძმობილო, რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!”

სასაფლაოდან წამოვა აჩრდილი ფარ-ხმალიანი,

გულზე უწყვია დაკრეფით მკლავები სამკლავიანი.

მივა და მიესალმება თავის ძმობილსა მდუმარედ.

იქვე აღაზაც ამოდის სახე მოწყენით, მწუხარედ.

ენთება ცეცხლი მათს გვერდით, მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;

იმათ ჰმასპინძლობს აღაზა, ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.

ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა,

სტუმარ-მასპინძლის წესზედა, ცნობის და და-ძმობისასა.

       დუდაევი კლდის თავზე მოჰკლეს, ზვიადი მთის კალთაზეა დაკრძალული. ვინ იცის, იქნებ ღამ-ღამობით ჯოხარი ზვიადს ჩეჩნეთის მთებიდან შეეხმიანება ხოლმე და ისინიც “ვაჟკაცობისას ამბობენ”... ვიდრე კავკასია იქნება, არც ეს პოემისეული ხატება გაქრება და არც ჯოხარისა და ზვიადის ძმობა და საქმე. მე ვფიქრობ, მათი თავდადება უდიდეს შედეგს გამოიღებს დღეს თუ ხვალ

                     და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა.

მაგრამ როგორც კი გაჩნდა შესაძლებლობა ასეთი გაერთიანებისა, მაშინვე გამოჩნდნენ საქართველოში ვაიქართველები. უდიდესი ცოდვა ადევთ მათ ისტორიის, ერისა და ღვთის წინაშე, რადგან ასეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა, როგორიც იყო 1980-იანის ბოლო და 90-იანების დასაწყისი, როცა ჩვენს სასიკეთოდ დაემთხვა ერთმანეთს გარე და შიდა ფაქტორები, ათწლეულებისა და ზოგჯერ ასწლეულების მანძილზე ერთხელ გვეძლევა ხოლმე.  

და კიდევ: არსებობს ხორციელი თვალისათვის უხილავი სულიერი ერთობა ქართველი ერის დიდ შვილებს შორის, სწორედ ამ ერთობამ აღაწერინა ვაჟას ასეთი სიზუსტით საუკუნის შემდგომი მოვლენები, ამ ერთობამ ათქმევინა ილიას “საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”, რომლის ერთ-ერთი, არა უკანასკნელი, განხორციელება ზვიადიც იყო და ამას ადასტურებს აქ მოყვანილი უტყუარი ნიშნებიც, სწორედ ამგვარი ნიშნების შესახებ ბრძანებს მაცხოვარი: “ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაი-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაი. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაი. ორგულნო, პირი სამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისკხმის-ყოფად” (სახარება მათესი 16. 2-3).

შემთხვევით არაფერი ხდება.

                                                                     ბადრი დანელია

                                                                    593 339 227

 

*

Реквием

Как наши речи многословны, деянья наши так легки.

Застыли белые колонны и черный шелк из-под руки

Летит на бледный лоб Звиада, лоб гумманиста и творца.

Какая жалкая награда в конце — улыбка подлеца!

Ваш агнец, Первый Президент… Его конец — судьбы венец.

Всей жизни: в ссылках и в изгнаньи…

Что, есть завистники  — страданьям, мученьям, смерти? Тоже есть!

На свете подлецов не счесть, когда защита — только Честь.

Да, только честь ему порукой…Честь не отнять, не запятнать!

И…богу свечка не поможет. И на свою не обменять.

В чем грех? России непокорство! Любовь к   Свободе!

Ах, Звиад!.. Не знал, не ведал ты притворства, и от людей не ждал наград.

А Грузия — любовь твоя — вернулась на круги своя…

Он заколдован, этот круг, им правит много грязных рук.

Нет, не уйти вам никуда, пока по вкусу та еда, которой кормят вас сейчас.

Но верю я: наступит час, когда мать-Грузия с лица сотрёт улыбку подлеца!

                                                                                Алла Дудаева

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq