საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი
გიგი გივიშვილი


აღნიშნული მოხსენება ავტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, 19 წლის  გიგი გივიშვილმა 21/11/2015 წელს

წარადგინა სამეცნიერო კონფერენციაზე  „თანამედროვე გამოწვევები მეცნიერებაში“.   

georoyal.ge 


გიგი გივიშვილი

ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი


   ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ ოპოზიცია თვლიდა საგარეო პოლიტიკურ კურსს. უმეტესობას მიაჩნდა, რომ სწორედ ამ სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციამდე.


   იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს, საჭიროა განვიხილოთ 1980-1990-იან წლებში მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენები და ამის ფონზე იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური კურსი შევაფასოთ.


    მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში, კონკრეტულად 1991 წელს, ევროპასა და აზიაში შეიქმნა 23 ახალი სახელმწიფო, რომელთა ნაწილი, ან ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, ან არასდროს ყოფილა წარმოდგენილი. ეს პროცესი დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლასთან. 1991 წლისათვის ჩვენ მივიღეთ თითქმის დამოუკუდებელი ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ის რესპუბლიკები კი, რომლებმაც დამოუკიდებლობა 1918-20/21 წლებში მოიპოვეს და შემდეგ სსრკ-მ მოახდინა მათი ანექსირება, კვლავ გამოჩნდნენ მსოფლიო ასპარეზზე. ასეთთა რიცხვში შედიოდა საქართველო და მათ შორის აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი და ბელორუსია. შუა საუკუნეებში ფეოდალური სამთავროს სახით არსებული მოლდოვაც (მაშინდელი ბესარაბია) რესპუბლიკად მოგვევლინა. ასევე გაჩნდნენ საბჭოთა კავშირში აღმოცენებული სახელმწიფოები: ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, რომელთა საზღვრები სწორედ ტოტალიტარული იმპერიის წიაღში მოიხაზა. 1990 წელს ევროპაში გაქრა პოლიტიკური ერთეული- გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. ის საკუთარი ხალხის ნებით შეუერთდა ძირითად გერმანულ სახელმწიფოს-გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. ამ მოვლენამ გააერთიანა ორად გაყოფილი ბერლინი და მას გერმანიის დედაქალაქის სტატუსიც დაუბრუნა.


ჯერ კიდევ 80-იანი წლების შუა პერიოდში ნავთობის ფასების მასშტაბური ვარდნის დროს შესამჩნევი იყო საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესი. იგი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. შესაბამისად, კიდევ უფრო აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა შიდა საქმეებში - ვგულისხმობთ, რადიკალურ ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა დაქვემდებარებულ რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობების ჩასახშობად (თბილისის 1989 წლის 9აპრილი, ბაქო 1990წ 20 იანვარი). დიპლომატიური მოქნილობა და ალღო იყო საჭირო, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის გზაზე მყოფი ქვეყნები იმპერიის ნანგრევებში არ აღმოჩენილიყვნენ, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა მოახერხეს. 


    ყველა ეს რესპუბლიკა, რომელიც მზად იყო აღდგომოდა სსრკ-ს იმპერიალისტურ მიზნებს, ხვდებოდა, რომ დახმარების იმედი მხოლოდ დასავლეთიდან უნდა ჰქონოდა. თანაც, როგორც ვიცით, ცივი ომის შედეგად მსოფლიოში ძალთა გადანაწილებისათვის იბრძოდა აშშ და სსრკ. ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ სოციალური ბანაკის დაშლა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მთავარ, უპირველეს ინტერესს წარმოადგენდა და, რა თქმა უნდა, მთლიანად დასავლეთი, მათ შორის ცენტრალური ევროპის მოწინავე ქვეყნებიც, ახლად წარმოქნილი რესპუბლიკების გვერდით  დადგებოდნენ. ამ მოვლენებს ადეკვატურად თუ არაადეკვატურად აკვირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში და იმას ხვდებოდნენ, რომ დასავლეთი სერიოზულ პოლიტიკურ ინტერესს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკებისადმი ოფიციალურად არ ამჟღავნებდა. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იკავებდნენ პირდაპირი მხარდაჭერისგან. ამ აზრს ამყარებს თუნდაც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისადმი მათი დამოკიდებულება. არცერთი დასავლური სახელმწიფოს მეთაური არ გამოსულა და ოფიციალურად არ დაუგმია სსრკ-ს ხელისუფლების ქმედება, არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი.


     სამაგიეროდ 9 აპრილის მოვლენებს სენატორმა ჰელსმა, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომისიის წევრმა, არა მარტო პოლიტიკური შეფასება მისცა, არამედ მოითხოვა საბჭოთა კავშირის იზოლაცია, რათა ამით ხელი შეეწყოთ საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისათვის.


    ეს იყო აშშ-ს რეზოლუცია N:110. იგი გამოხატავდა საქართველოსადმი ინტერესს და ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერის ხარისხს. რეზოლუცია 19 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ს მთავრობის ბიულეტენში „Congressman Record“, საიდანაც ქართულ პრესაში გადმოიბეჭდა.


   რეზოლუცია ოფიციალური დოკუმენტი გახლდათ, რომელიც მაშინდელ საერთაშორისო რეალობის გათვალისწინებით თავს იკავებდა მკვეთრი მხარდაჭერისგან. უფრო კერძოდ კი, რეზოლუცია დაადგენდა, რომ სენატი:


    1) მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას, მის მოთხოვნებსა და დემოსტრაციებს, საკუთარ მიწა-წყალზე ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
    2) მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას თვითგამორკვევისათვის; შესაბამისად ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტისა, რომელზეც ხელი მოწერილი აქვს საბჭოთა კავშირსაც.
    3) მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც გარანტირებულია ვენის 1950 წლის ადამიანთა უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რაზეც ხელი მოწერილი აქვს საბჭოთა კავშირსაც.
    4) მოუწოდებს საბჭოთა მთავრობას ყურად იღოს ქართველის ხალხის ხმა- დააკმაყოფილოს ქართველი ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და ადამიანის უფლებათა კანონიერი მოთხოვნები.


 რეზოლუციის პროექტი სენატს წარუდგინა სენატორმა ჰელსმა 9 აპრილიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სამწუხაროდ, ამ ფაქტს გამოხმაურება არ მოჰყოლია. მას მხოლოდ მორალური მხარდაჭერის მნიშვნელობა თუ ჰქონდა, რადგან არ ასახავდა შეერთებული შტატების ოფიციალურ კურსს.   

                                           

   ფაქტიურად ანალოგიური მდგომარეობა გრძელდებოდა 1990 წლის პირველ ნახევარში, როცა საქართველოში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. ამგვარ ფონზე კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თვით ახალი ხელისუფლების პოზიციას, მის საგარეო ორიენტაციას და საგარეო კურსს. ამის გამორკვევა კიდევ უფრო საინტერესო იმიტომაა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ბრალს სდებენ მას არასწორი საგარეო პოლიტიკური კურსის წარმოებასა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაში.



   იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა ქვეყნის ახალი ხელისუფლება, საჭიროა გადავხედოთ მათ მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. ასეთი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს განვითარების გეგმას, იყო საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა. ერთ-ერთი ამონარიდი პლატფორმიდან: „ამიტომ დღეს საქართველოს თუკი ამოუდგება ვინმე გვერდში აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, ასევე როგორც რუსეთან კონფლიქტის შემთხვევაში, ეს გვერდში მდგომი იქნება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოება და დასავლეთის სამყარო, რომელსაც საქართველო შავი ზღვით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით დაუკავშირდება“.

   ოპონენტებს შეეძლოთ გაეკრიტიკებინათ მრგვალი მაგიდის ბლოკი იმის გამო, რომ ხელისუფლების პლატფორმაში ისე ღიად და გარკვევით არ იყო საუბარი დასავლურ ორიენტაციაზე, როგორც მაგალითად, სახალხო ფრონტის საარჩევნო პლატფორმაში. თუმცა საკითხავია ეს კრიტიკა რამდენად ჯანსაღი იქნებოდა? რომელი პარტიის ხედვა უფრო სწორი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხრივ, ან რომლის პლატფორმა უფრო რეალისტური გახლდათ იმდროისათვის, 1990 წლის შემოდგომისთვის? იმისთვის, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხები მოვლენები მსოფლიო ასპექტში უნდა განვიხილოთ.



   მიუხედავად იმისა, რომ მალტაში  გამართული უმაღლესი დონის შეხვედრა ბუშსა და გორბაჩოვს შორის წარმატებით დასრულდა, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა იმ არაჩვეულებრივ მიღწევას, რომელიც მოხდა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობაში 1990 წელს. იანვარში წარმოთქმულ სიტყვაში, რომელიც ქვეყნის მდგომარეობას ეხებოდა, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, შეემცირებინა ევროპაში განლაგებული აშშ-ს ჯარები 19000-მდე. თებერვალში ბუშის ადმინისტრაციამ ჩაატარა საბჭოთა კავშირთან დისკუსიები შეიარაღების კონტროლის თაობაზე, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებაზე. შვიდი თვის შემდეგ მრავალი ორმხრივი დისკუსიის შედეგად საბჭოთა კავშირმა უარი თქვა  თავის ომისდროინდელ უფლებებზე და აღიარა გაერთიანებული გერმანია NATO-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით. საბოლოო ხელშეკრულებას გერმანიის საკითხთან დაკავშირებით ხელი მოეწერა მოსკოვში, 12 სექტემბერს. 19 ნოემბერს ბუშმა და სხვა 21 ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერეს ყველაზე ამბიციურ და რთულ შეთანხმებას განიარაღების საკითხზე. იგი შეეხებოდა ათასობით ტანკის, თვითმფრინავის და საარტილერიო დანადგარის შემცირებას, რომელიც განალაგებულნი იყო NATO-სა და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებს მიერ.

   აი, ამგვარ პირობებში, როდესაც ორი დაპირისპირებული ზესახელმწიფოს ურთიერთობის დათმობა მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორად ქცეულიყო, მრგვალი მაგიდის საგარეო პოლიტიკური კურსი, სავსებით რეალისტურად მიმაჩნია. საქართველოს ხელისუფლებას ესმოდა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ანგარიში უნდა გაეწია დასავლეთისა და აღმოსავლეთის პოლიტიკური სისტემათა დაახლოებისთვის. მრგვალი მაგიდის წევრები გეოპოლიტიკური მოვლენების საღ ანალიზზე დაყრდნობით მოქმედებდნენ. ისინი სახალხო ფრონტელებისგან განსხვავებით ლამაზ, თუმცა არაობიექტურ დაპირებებს არ იძლეოდნენ და ხალხს ცრუ იმედებს არ უსახავდნენ.


დასავლეთის დამოკიდებულება ფაქტიურად ანალოგიური დარჩა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც და არაა გასაკვირი, რომ საქართველოს  ხელისუფლების პოზიციაც ფრთხილ ნოტაზე შენარჩუნდა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა ოფიციალურ ტექსტებში, გამოსვლებსა თუ დოკუმენტებში ხშირი იყო ტერმინი „მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები“. ასეთი ფორმის მიმართვის დროს ისინი, რა თქმა უნდა, დასავლეთს გულისხმობდნენ, მაგრამ არ გამოყოფდნენ და მოიხსენიებდნენ უშუალოდ აშშ-ს. ამის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ არ სურდათ ორ სამყაროს შორის დაპირისპირებისთვის შეეწყოთ ხელი. ხელისუფლების წარმომადგნელები ერიდებოდნენ  დასავლეთის ქვეყნებისთვის მხარდამჭერები ან მოკავშირე სახელმწიფოები ეწოდებინათ. ეს კი საგარეო პოლიტიკის საკმაოდ რეალისტური შეფასება იყო.


 საქართველოთი აშშ პირველად 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის დროს დაინტერესდა. ჯორჯ ბუშმა არაოფიციალური ვიზიტით, ჩვენს ქვეყანაში მოავლინა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. ვინაიდან ვიზიტი არ იყო ოფიციალური, იგი ვერ განიხილება სახელმწიფოთა ურთიერთობის დონეზე; თუმცა თვითონ ვიზიტი კი ამერიკის გაზრდილ ინტერესს მოწმობდა და შეიძლებოდა ურთიერთობის გარკვეული საფუძვლის მომზადებად განხილულიყო. ამასთანავე მას სხვა დატვირთვაც ჰქონდა. კერძოდ, მოსკოვში გამგზავრების წინ ნიქსონმა თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაათვალიერა და რეფერენდუმის პროცესებს გაეცნო. ამით აშშ მოსკოვს აგრძნობინებდა, რომ იგი პატივს სცემდა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის შესახებ. ამასთანავე ნიქსონის საარჩევნო უბნების შემოვლა, თვალყურისდევნება სსრკ-ს ლიდერებს არ მისცემდათ შესაძლებლობას, რომ ამ რეფერენდუმზე ყალბი ცნობები გაევრცელებინათ. ეს თუ მაინც ასე მოხდებოდა, ფაქტობრივად, აშშ-ს კომპეტენციურობაში ეჭვის შეტანის და მისი უგულებელყოფის ნიშანი იქნებოდა.


 როგორც ვხედავთ, ამ არაოფიციალურ ვიზიტს საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა. თანაც აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი სერიოზული ნაბიჯი ამერიკამ გადმოდგა და საქართველო თავის ინტერესთა არეალში მოაქცია. ამან კი თავის მხრივ შეაგულიანა ქართველი ხელისუფლების წევრები, თვით ზვიად გამსახურდიაც, და უფრო ხშირად იწყებენ დასავლეთის ხსენებას თავიანთ გამოსვლებში, თუ ოფიციალურ დოკუმენტებში.


ამერიკის ჩვენს მიმართ დადებით განწყობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტის დროს გამსახურდიასა და აშშ-ს პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრის დეტალები იქნა განხილული. რაზეც ხშირად საუბრობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ინტერვიუების დროს. ამით, რა თქმა უნდა, თვითონაც გამოხატავდა ამერიკისა და დასავლეთისადმი ურთიერთობის რეალურ სურვილებს, იმედებს. ამას მოწმობს ისიც, რომ ერთ-ერთ თურქ სტუმარს ყურადღება მიუქცევია თბილისის ქუჩებში მომრავლებული ამერიკის დროშებისთვის. ზვიად გამსახურდიას კი თურქ კორესპონდენტისათვის უთქვამს, სწორედ იმ დღეებში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შესახებ. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ქართვლია ხელისუფლების ლიდერები აშშ-სთან ურთიერთობის აშკარა მზადყოფნას აცხადებდნენ.



    ალბათ, საინტერესოა, თუ როგორ ესმოდა ზვიად გამსახურდიას „დასავლური ორიენტაცია“. იმისათვის, რომ  ჩვენ ეს გავიგოთ უნდა მოვიხმოთ „ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი“, რომელიც მან 1992 წლის მაისში უკვე დევნილობის პერიოდში ჩამოაყალიბა. ამონარიდი ამ წერილიდან: „ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია სადისტური ფილმების კულტი, ან თუნდაც დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა ჩვენს სამშობლოში, საქართველოს ბუნებრივ წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, საწარმო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისთვის და სხვა. „აი ასეთ „დასავლურ“ ორიენტაციას ვგმობ“, დაასკვნიდა დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია. დასავლეთის ცივილიზაცია, ხელოვნება, ფილოსოფია, პოლიტიკური ნააზრევი, სოციალური და სამართლებლივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ“.


   ეს გახლდათ ზვიად გამსახურდიას ზოგადი ხედვა და მისი ორიენტაცია დასავლეთის ღირებულებებისადმი. უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება, როგორც საქართველოს ოფიციალურ პრეზიდენტს, არ შ
ეეძლო. პირველ რიგში, ისევ და ისევ იმდროინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით და მეორე, რომ არ გაეღიზიანებინა მოსკოვი. ერთი სიტყვით, სსრკ-ს  არ გაღიზიანებისგან თავს იკავებდა როგორც დასავლეთი, ასევე ყველა ურჩი რესპუბლიკა. იმიტომ, რომ მაშინდელ შექმნილ ვითარებას ასეთი ფრთხილი პოლიტიკა ესაჭიროებოდა. იმის თქმა კი, რა თქმა უნდა, აბსურდული იქნება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისმოყვარე ხელისუფლება ნაკლებად იყო დაპირისპირებული რუსეთთან და გარკვევით არ გამოხატავდა თავის პოზიციას სსრკ-ს ლიდერებთან საუბრისას, თუ თავიანთ გამოსვლებში. ამას მოწმობს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ბორის ელცინთან 1991 წლის 14 სექტემბერს. „საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებსა და შესაძლებლობების კვალობაზე გავლენა მოახდინოთ ანტიქართულ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ განხეთქილება ჩამოაგდონ ჩვენსა და დემოკრატიულ რუსეთს შორის... 

ბატონო პრეზიდენტო!


   თქვენ იცნობთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ ერთმორწმუნე რუსეთან ნამდვილად კეთილმეზობლური ურთირთობის დამყარების მომხრენი ვართ. ხელშეკრულება ჩვენს ქვეყნებს შორის- სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძვლების შესახებ- ხელმოსაწერად მზად არის,მოხარული ვიქნები მივიღოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში.


ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ,რომ პატივს გცემთ პირადად თქვენ და რუსეთის ხელმძღვანელობას“.
   ამ მიმართვაში კარგად ჩანს, თუ როგორ ფრთხილად ცდილობს სათქმელის გამოხატვას ზვიად გამსახურდია, ისე რომ ხაზი გაესვას საქართველოს დამოუკიდებლობას და რუსეთიც კიდევ უფრო მეტად არ გააღიზიანოს. თანაც ნათლად ჩანს, რომ სწორი საგარეო პოლიტიკის წარმართვას, კეთილმეზობლურ ურთიერთობის პერსპექტივას უსვამს ხაზს, თან ამ ორი სახელმწიფოს სსრკ-სა და საქართველოს ერთმორწმუნეობის აზრს გამოხატავს.


   ამაზე უფრო მკვეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, კრემლს გამოიყვანდა მდგომარეობიდან და არ იქნებოდა გამორიცხული ღია რეპრესიებისთვის მიემართა საქართველოს მიმართ. სწორედ ეს ესმოდათ კარგად საქართველოს ხელისუფლებაში, რომ საჭირო იყო ლოდინი, დაცდა და ყველა მიზანი განხორციელდებოდა. ასეთ შინაარსის სიტყვებს ისმენდნენ ისინი დასავლეთის ლიდერებისგან. მაგალითად როდესაც ზვიად გამსახურდია მოსკოვში თენგიზ სიგუასთან ერთად იმყოფებოდა, ჯეიმს ბეიკერს, შეერთებული შტატების სახემწიფო მდივანს, უთქვამს, რომ „დაგეხმარებით, საბჭოთა კავშირი დაშლის პირასაა, ოღონდ ნუ იჩქარებთ“.


   იგივეს მოწმობს 1991 წლის აპრილში, საფრანგეთში სამდღიანი ვიზიტიდან დაბრუნებული გ.ხოშტარიას განცხადება: „ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დასავლეთი, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, უფრთხის საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების დაჩქარებას. მას აშინებს იმ ძვრების მასშტაბი ,რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამხელა სახელმწიფოს დაშლამ. ამიტომ არიდებს თავს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეებში ჩარევას და იმ საბაბით, რომ უპირატესობას რეფორმატულ გზას ანიჭებს, მხარს უჭერს გორბაჩოვის ოფიციალურ პოლიტიკას. ასეთია  ევროპის ოფიციალური კურსი“.


მაშინდელი ოპოზიცია და ოპონენტები ირწმუნებოდნენ და, ალბათ, არც დღეს შეუცვლიათ აზრი, რომ გამსახურდიას ხელისუფლება ატარებდა მცდარ კურსს დასავლეთის მიმართ, რომ იგი შეგნებულად ახორციელებდა იზოლაციანისტურ პოლიტიკას. ფიქრობდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გარემომცველმა ძალებმა აიძულეს დაპირისპირებოდა დასავლეთსაც და რუსეთსაც.


    სხვა უამრავი ასეთი ბრალდებები არსებობდა და, ალბათ, კიდევ არსებობს, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არაა! ეს ბრალდებები არ შეეფერება სიმართლეს! იმისათვის,  რომ ნათელი მოვფინოთ საკითხს თანიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს.


    არც ისაა მართალი, თითქოს გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის ლიდერებს ლანძღავდნენ. ამგვარი ფაქტები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში 1991 წლის ივლისის ბოლომდე არ დასტურდება სათანადო ოფიციალურ და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მასალებში; ხოლო რაც შეეხება ამერიკის და საქართველოს დამოკიდებულებას, იგი მართლაც შეიცვალა, გაუარესდა და უიმედო გახდა; თუმცა ეს არ უკავშირდება არანაირად გამსხახურდიას პოლიტიკურ იმიჯს, ეს ცვლილება უფრო გამოწვეულია აშშ-სა და სსრკ-ს კიდევ ერთი შეთანხმებით.


    1991 წლის 31 ივლისს შეერთებულმა შტატებმა მიაღწია შეიარაღების თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირთან, როდესაც ბუშმა და გორბაჩოვმა მოსკოვში ხელი მოაწერეს დიდი ხნის მოლაპარაკების შედეგად „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას“. ამ შეთანხმების მიხედვით ორივე მხარის ბირთვული არსენალი მცირდებოდა 30-დან 40 პროცენტამდე, მაგრამ ეს შემცირებაც კი უმნიშვნელო გამოჩნდა პრეზიდენტ ბუშისა და ბორის ელცინის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, მიერ დადებული ხელშეკრულების შემდეგ, რომლის მიხედვითაც 2003 წლისთვის მთლიანად უნდა განადგურებულიყო „ქობინებიანი რაკეტები“. ორივე შეთანხმება ევროპაში დაახლოებით ორი მესამედით ამცირებდა ბირთვული იარაღის რაოდენობას 21000-დან 6000-7000 ცალამდე. ბირთვული იარაღის განადგურებამ და მუდმივმა შიშმა ატომური საფრთხის წინაშე შეაჩერა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ატომური კონფლიქტის საშიშროება.


   ბუნებრივია, პირველი ხელშეკრულების ხელმოსაწერად, ასევე მეორე ხელშეკრულების სისრულეში მოსაყვანად, აუცილებელი იყო ამერიკის პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა ჰქონოდა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თუ ჯორჯ ბუში ოფიციალურად დააფიქსირებდა თავის დადებით დამოკიდებულებას ურჩი რესპუბლიკებისადმი, რა თქმა უნდა, აზრი დაეკარგებოდა ხელშეკრულების სისრულეში მოყვანაზე ფიქრს და ყველა შეთანხმება ჩაიშლებოდა. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სავსებით გასაგებია, პირიქით რატომ მოიქცა და მხარი რატომ დაუჭირა რუსეთის ახალი ფედერაციის შექმნის ინიციატივას, რასაც მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლება აპირებდა.


აი, ყოველივე ამას მოჰყვა ის ცნობილი ეპიზოდი, როცა 1991 წლის ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ჯერ მოსკოში და მერე უკრაინაში ყოფნის დროს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, პირველმა გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოს ეროვული ხელისუფლების მიმართ. მან განაცხადა, რომ აშშ მხარს არ დაუჭერდა რესპუბლიკებს, რადგან ეს საბჭოთა კავშირის საშინაო საქმედ მიაჩნდა.


   ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია შემაშფოთებელი იყო საქართველოსათვის, მისი ხელისუფლებისა და პრეზიდენტისთვის. ის, რომ აქამდე საქართველო განმარტოვებული იყო მსოფლიო თანამეგობრობისგან,  ეს გასაგები გახლდათ. მარტოობის გარკვეული პერიოდი ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია, რომელმაც ეს-ესაა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღიარებას გარესამყაროსგან ელოდება. მაგრამ ამჯერად სულ სხვა საქმესთან გვქონდა საქმე, აშშ და მასთან ერთად დასავლეთი ოფიციალურად აცხადებდა, რომ იგი დამოუკიდებელ  საქართველოს მხარს არ დაუჭერდა.


   რით უნდა ეპასუხა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას მოულოდნელად შექმნილი ვითარებისათვის? ფაქტი ერთია, რომ საქართველოს და მისი მმართველობის საერთაშორისო იზოლირების პირველი პრეცენდენტი მომდინარეობდა აშშ-სგან და განპირობებული იყო იმჟამინდელი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური კონტექსტით. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ პოზიტიურ თუ ნეგატიურ პოზიციას მეორადი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ მცდარია გამსახურდიას დადანაშაულება საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში, ეს პროცესები მისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა და ასეთი პატარა ქვეყნის ვერცერთი ლიდერი მსოფლიო სახელმწიფოს ინტერესებს წინ ვერ აღუდგებოდა.


   აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 1990 წლიდან მოყოლებული ერაყის კუეიტში შეჭრით იყო დაინტერესებული, იმ შესაძლო საფრთხით, რომელიც მოელოდათ საუდის არაბეთსა და ყურეს სხვა პატარა სახელმწიფოებს. ინტერესი როგორც აშშ-სი ასევე დასავლეთის გამოწვეული იყო იმიტომ, რომ ერაყი საფრთხეს უქმნიდა ნავთობის ძირითად მომწოდებელს. ეს კონფლიქტი გამწვავდა. 1991 წლის 12 იანვარს გაეროს მიერ მიღებულ ვადაზე სამი დღით ადრე, კონგრესმა მიანიჭა პრეზიდენტ ბუშს ომის წარმოების უფლება. საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა 1991 წლის ნოემბრამდე. იწვოდა უამრავი ნავთობის ჭაბურღილი.


   ყურეს ომმა, თუმცა არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალება დაეყოლიებინა არაბული სახელმწიფოები, კერძოდ კი, ისრაელისა და პალესტინის დელეგატები, დაეწყოთ ერთმანეთთან პირდაპირი მოლაპარაკება რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მოლაპარაკება დაიწყო მადრიდში, ესპანეთში, 1991 წლის 30 ოქტომბერს. ამ მოლაპარაკებებმა, თავის მხრივ, დასაბამი მისცეს საიდუმლო მოლაპარაკებებს ნორვეგიაში, რომელსაც მოჰყვა ისტორიული შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის.


   როგორც ვხედავთ, 1991 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ამერიკა უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ვიდრე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვებაა. მას საკუთარი მიზნები, ინტერესები აქვს, უფრო მნიშვნელოვანი, და ამიტომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ კურსი, თუ მისი მცდელობა დასავლეთთან კარგი ურთიერთობის დამყარების, უყურადღებოდ რჩება, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ განზრახ ტოვებს. ჯორჯ ბუშისთვის მთავარი ნავთობ მომწოდებლის მხარეში უსაფრთხოებაა. მისთვის ეს საკითხი უფრო მეტად პრიორიტეტულია,  და ჩემი აზრით, ეს არცაა გასაკვირი. ამიტომ მცდარი შეხედულება იქნება თუ ამერიკის ჩვენს მიმართ უყურადღებობას და გულგრილობას ზვიად გამსახურიდას იმიჯს,  ან საერთოდ მის პოლიტიკურ კურს დავაბრალებთ. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ აშშ-ს ასეთი დამოკიდებულიბა საერთაშორისო მდგომარეობის შედეგი იყო.


   როდესაც ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკაზე ვმსჯელობთ გასათვალისწინებელია ის მდგომარეობა, რომ მესამე რესპუბლიკამ 1990-1992 წლებში პრაქტიკულად საბჭოთა წიაღში იარსება. როგორც აღვნიშნეთ სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დასავლეთის ლიდერები ვერ ახერხებდნენ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას.


    თუ საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციურ თეორიას დავეყრდნობით, ახლად წარმოშობილი სახელმწიფო,  მხოლოდ მაშინ ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, როდესაც მას სცნობენ სხვა სახელმწიფოები. საქართველოს რესპუბლიკა 1990 წლის ოქტომბრიდან 1991 წლის დეკემბრამდე, ანუ საბჭოთა კავშირის ფორმალურ დაშლამდე, საერთაშორისო არენაზე არ უცვნიათ, თუ არ ჩავთვლით იმ დროს ჯერაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სომხეთის, აზერბაიჯნის, მოლდავეთისა ( ესენი თვითონ არ იყვნენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები) და, აგრეთვე, რუმინეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის აღიარებებას. (რუმინეთმა ეს გააკეთა, რადგან პარალელურად მოლდავეთის დამოუკიდებლობასაც სცნობდა.) 1990-1991 წლებში საქართველო არ მიუღიათ არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში.


ამ არგუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ან მისი მმართველიგუნდის სურვილი, ჰქონოდათ დასავლეთთან მეგობრული ურთიერთობა,  სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან მხარდაჭერა მიეღოთ, არ იყო საკმარისი. მეტიც ეროვნული მოძრაობის ძალებს აღემატებოდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობა. საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებს გარეთ ყოფნა, საქართველოს დამოუკიდებლობის არ ცნობა, ზვიად გამსახურდიას სუსტი ან ძლიერი, ან ნებისმიერი ხარისხის საგარეო პოლიტიკის შედეგი კი არაა, არამედ საერთაშორისო ურთიერთობისა და მაშინდელი მდგომარეობის  შედეგია.                

    

                                                                         P. S.
    90-იანი წლების დასაწყისი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია. ფაქტების შეფასებას დრო სჭირდება, რათა ობიექტური რეალობა კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდეს. ალბათ, ამიტომაცაა ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი თუნდაც ზვიად გამსახურდიას საგარეო ორიენტაციის შესახებ. 


    წინამდებარე სტატია წარმოადგენს ავტორის პირველ მცდელობას, შესაბამისად მოკლებულია საკითხის ღრმა გააზრებისა და მეცნიერული კვლევის შესაძლებლობას. ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ საგარეო პოლიტიკა ზოგადადაც იმდენად დიდი სფეროა, რომ სტატიის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევა წარმოუდგენელიცაა. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, სამეცნიერო ლიტერატურის ზოგადი მიმოხილვა, რათა მკითხველისთვის შედარებით გასაგები გავხადოთ იმდროინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი.


   მიზნის მისაღწევად გამოვიყენეთ ლოგიკური კვლევის მეთოდი. დამუშავდა ხელისუფლები უმაღლეს წარმომადგენელთა ოფიციალური გამოსვლები და დოკუმენტები. საკითხის სწორად აღქმას ხელი შეუწყო ბნ. დიმიტრი შველიძის წიგნმა „პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში“, შეიძლება ითქვას ჩვენ სრულად ვიზიარებთ მის შეფასებებს.       

    ვიმედოვნებთ, 90-იანი წლების მეცნიერული კვლევა კიდევ უფრო წარმატებული იქნება სათანადო ფაქტობრივი გარემოებების შემდგომი აღმოჩენის შემთხვევაში.

 გამოყენებული ლიტერატურა:

1)      ზირითადი სახელმძღვანელო - დიმიტრი შველიძე „პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში“.

2)      რევაზ გაჩეჩილაძე - „საქართველო მსოფლიო კონტექსტში“.  

3)      სენატის რეზოლუცია N:110 საბჭოეთის მიერ ანექსირებული საქართველოს შესახებ „ქართული ფილმი“ 1989 წლის 19 ილისი.

4)      ბონდო კუპატაძე, ქეთევან ჯანუაშვილი, „უახლესი ისტორია“ გვ 291,წყარო 7.

5)      გაზეთი "ქართული ფილმი" 1989 19 ივლისი.

6)       ირაკლი შენგელაია, "ჩვენი გზა თავისუფლებისკენ მიდის", „ლიტერატურული საქართველო“ 1989 20 ოქტომბერი.

7)      ამერიკის ისტორიის ესკიზები.

8)      გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1991 წლის 11 ივნისი.

9)      ზვიად გამსახურდიას ღია წერილი საქართველოს ტელევიზიასადმი, გაზეთი „იბერია-სპექტრი“ 1992 ივნისი. 

10)   გაზეთი "თავისუფალი საქართველო" 1991წელი.

11)  გაზეთი „პრეზიდენტი“ 2004 დეკემბერი.  

             

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა ანა წინასწარმეტყველის - სამოელ წინასწარმეტყველის დედის (1100 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI) ხსენების დღე.
gaq