|
როგორ აღმოჩნდა ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები? - სამეფო კლუბის განცხადება
"საქართველოს სამეფო კლუბი ეხმაურება -„აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლში (ცხინვალის რეგიონში) ქართველი მეომრის ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის დაკავების ფაქტს, და ავრცელებს განცხადებას "როგორც გია ცერცვაძის უკრაინელი ადვოკატი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, იგი დაკავებული იქნა რუსეთის მიერ გამოგონილი ცრუ ბრალდების საფუძველზე ინტერპოლის მიერ. როგორც მედიით გაჟღერდა ინფორმაცია, რუსეთს სურვილი აქვს შური იძიოს იმ ვაჟკაცი მეომრების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის საუკუპაციო არმიის წინააღმდეგ როგორც აფხაზეთის საომარი მოვლენების დროს, ასევე 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოში რუსეთის საუკუპაციო ჯარის წინააღმდეგ და იცავდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ქართველი მეომრის დაცვა პირველყოვლისა საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა. სხვა შემთხვევაში არც ერთ მეომარს არ ექნება იმის რეალური განცდა, რომ მათ იცავს თავის სახელმწიფო, რომ არაფერი ვთქვათ უმადურობის განცდაზე, ამასთანავე მის უკრაინელ ადვოკატი მედიასთან აჟღერებს გარკვეული კითხვებს, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები?… იმედია ეს კითხვები საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესებისა და შესწავლის საგანიც გახდება. საქართველოს სახელმწიფოსათვის ქართველი მეომრის დაცვა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ხელისუფლების, საზოგადოებისა და ქვეყნის ღირსების საქმეა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი სიცოცხლისათვის მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად და მისი საქართველოში დაბრუნებისათვის", - აღნიშნულია სამეფო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. |
|
|
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა.
შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს. | წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს.
წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
|
| | | |
|