საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი)


ესტატე სიმონის ძე ბოსლეველი (ნამდვილი გვარი — მჭედლიძე) (დ. 1854, სოფელი მეორე სვირი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ― გ. 8 მაისი, 1885, ქუთაისი, დაკრძალულია სვირში), ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუსრულებია. სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვს გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობამ აიძულა ქუთაისში დაბრუნებულიყო, სადაც ჯერ მასწავლებლობდა, შემდეგ კი გაბრიელ ეპისკოპოსის კანცელარიაში მსახურობდა მდივნად. ბოსლეველის პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები, ფელეტონები და სხვ. 1874-იდან იბეჭდებოდა „ივერიასა“ და „დროებაში“. 1882-83 იგი ქუთაისის გაზეთ „შრომის“ აქტიური თანამშრომელი იყო. კრიტიკულ მიმოხილვებში ბოსლეველი უმთავრესად 80-იანი წლების ქართულ მწერლობას ეხება, განიხილავს ი. ჭავჭავაძის „განდეგილს“, დ. ერისთავის „სამშობლოს“, გ. ზდანოვიჩის „წერილს ჩვენს საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“ და სხვ. ბოსლეველი რეალისტი კრიტიკული წარმომადგენელია და მას წარმმართველ როლს აკისრებს ლიტერატურის განვითარების პროცესში. ავტორია „ქუთათური ფელეტონებისა“, რომლებშიც აშუქებს ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.
კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებში ბოსლეველი ეხება ეკონომიკის საკითხებსაც [«"იმედი" და მისი კრიტიკოსი პუბლიცისტები» (გაზეთი „შრომა“, 1882, № 27), „კრიტიკული მიმოხილვა“ („შრომა“, 1882, № 48 და 1883
, № 1, 3), „თვითმმართველობა საზოგადოდ და ქალაქისა კერძოდ“ („ივერია“, 1884, № 3)]. ბოსლეველი აქტიურად მონაწილეობდა 80-იანი წლების დასაწყისში ქართული პრესის ფურცლებზე ეკონეკონომიკის და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. კ. მარქსის მოძღვრების საფუძველზე ასაბუთებდა, რომ ქართველი ხალხის სოციალური და ეროვნული დამოუკუდებლობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებით. მოკლეს ქუთაისში 1885 წ. მაშინ ბოსლეველი გაბრიელ ეპისკოპოსის მდივნად მუშაობდა. მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები.

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq