საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ზვიადის მისტერია გრძელდება!
გაიოზ მამალაძე

ზვიად გამსახურდია: "იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას ჟამს გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა"..

 

ზვიად გამსახურდია იყო საკრალური ტექსტების შესანიშნავი მკვლევარი და თავად გახლდათ მითიური პიროვნება. მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესია საკრალური ტექსტების განმარტებანი: "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება",    

"ქებაი და დიდებაჲ ქართულისა ენისაი"-ს გაგებისათვის".

 

ზვიადმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანისათვის თავგანწირვა ტრაგედია არ არის, იგი გამარჯვებაა და ამიტომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამით მან სილა გააწნა იმპერიას, შური იძია 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ხოცვა ჟლეტვისათვის და მსოფლიოს დაანახა, რომ ქრისტიანისთვის, ქართველისათვის თავგანწირული სიკვდილით კი არ მთავრდება სიცოცხლე, ბრძოლა თუ საქმიანობა, არამედ იწყება ახალი ბრძოლა და გამარჯვება.

 

ზვიადმა გაგვახსენა და გვასწავლა, რომ ვართ დიდი იბერიული მოდგმის შთამომავლები, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების გარიჟრაჟზე, მერეც და გვექნება დიადი მომავალი.

 

ზვიადმა ქართველებს დაუსახა ქრისტეს გზა და დაანახა ბარაბას გზის მაცდურობა და დამღუპველობა. მან მართლმადიდებლობის დღესასწაულები და მსოფლგანცდა შემოიტანა, გააცოცხლა კომუნისტური და რადიკალური ლიბერალური შემოტევების მძვინვარებისას. იგი გვაფრთხილებდა, თუ კანონიერი, ეროვნული ხელისუფლება დაეცემა, უბანი უბანს, კუთხე კუთხეს და ძმა ძმას გადაეკიდებაო. მას არ დაუჯერეს, ჩვენდა საუბედუროდ, და ახდა მისი სიტყვები ვითარცა "წინაწარმეტყველთაგანის"

 

ზვიადმა იცოდა, რომ არც ისე კარგად იყო საქმე, როცა სამეგრელოში იწვევდნენ ჩეჩნეთიდან.

მაგრამ სამშობლოსათვის უმძიმეს წუთებში თავის გაწირვა არც დანანებია, რადგან მისი თავგანწირვა "ცუდადD ხომ არა ჩაივლიდა". და კვლავ გადაეშვა ბრძოლაში...

 

ზოგს ჰგონია, რომ 1991 წლის 31 მარტს სპეციალურად თავის დაბადების დღეს დაამთხვია რეფერენდუმი. ასეც რომ იყოს, განა ცუდია კაცმა დაბადების დღისათვის ასეთი კეთილშობილური საჩუქარი მოიმზადოს?! ფული ხომ არ უჩუქნია საკუთარი თავისთვის ან სასახლე, თავისუფლების წყურვილი იჩუქა...   

 

იმ წელს, 17 მარტს დანიშნული იყო საკავშირო რეფერენდუმი სსრკ-ს "გადასარჩენად". საქართველომ უმალ უპასუხა საკუთარი რეფერენდუმით. საინტერესოა, რომ განგების ნებით 1991 წელს 31 მარტი კვირა დღეზე მოდიოდა, იმ დროს მხოლოდ კვირაობით ტარდებოდა რეფერენდუმები და არჩევნები...

 

რიცხვი 7 განსაკუთრებით სიმბოლურია ბიბლიაში და საქართველოსთვის: ძველი აღთქმით ძმას უნდა შეუნდო შვიდგზის, ახალი აღთქმით სამოცდაათჯერ (7X10) შვიდგზის, ფილისტიმიდან შვიდი ძმა იესიან, დავითიან, სოლომონიანი მოვიდა კავკასიაში, ქართულ ენაში მშვიდობა შვიდიდან არის ნაწარმოები, საქართველო შვიდი სამეფოა და სხვა.

 

დიდი ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს, საუკუნე 7 წლის დაწყებული იყო. ზვიადი მოკლეს 1993 წელს, საუკუნის დასასრულს 7 წელი უკლდა. ზვიად გამსახურდიას სამშობლოსათვის ნატანჯი ძვლები 2007 წელს დაუბრუნდა სამშობლოს. ახალი საუკუნე 7 წლის დაწყებული იყო...

 

მთელი ცხოვრება დევნიდნენ. დევნიდნენ სიკვდილის მერეც. მთელი ცხოვრება უამრავი მტრები ჰყავდა, საქართველოს მტრები მისი მტრები იყვნენ, უცხოელნი და შინაურნი. ერთს განსაკუთრებით სძულდა, რადგან მისი ადგილი უნდოდა და მისი მრწამსი ეზიზღებოდა. მოახერხა და გააძევა საქართველოდან ერთხელ... მაინც დაბრუნდა ზვიადი საქართველოს გადასარჩენად. მერე მოკლა იმან.

 

მკვდარიც დიდხანს დევნეს, მკვდარსაც დიდხანს ებრძოდნენ. რადგან სძულდათ მისი სახელი და მრწამსი. როცა ეგონათ დავამარცხეთო, მოვიშორეთო, გავიმარჯვეთო, დავავიწყეთო ზვიადი და საქართველო ქართველებს, სწორედ მაშინ დაემთხვა ერთმანეთს ვითარებანი განგების ნებით და დაბრუნდა საქართველოსთვის წამებულის ძვლები სამშობლოში.

&

nbsp;

ღმერთმა ზვიადის ნეშტის გადმოსვენებით კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად განმარტა ქართული ენის ღვთიურობა და მამულიშვილის სიკვდილის მისტერია. ქართულ ენაში სიკვდილს გარდაცვალება ჰქვია.

 

განგებამ განგებ მოაწყო, რომ 2007 წელს, როცა გადმოსვენდა ზვიადის ნეშტი გროზნოდან, მისი დაბადების დღე, 31 მარტი, აწ უკვე რეფერენდუმში გამარჯვების დღე, დაემთხვა უფლის მეგობარი ლაზარეს აღდგინების შაბათს - ქართული ენის დიდების დღესასწაულს. ამით ზვიადის მისტერია გახდა ლაზარეს მისტერიის ნაწილი და გაგრძელება.

 

იოანე-ზოსიმედან მოყოლებული ქართველი წმიდა მამები უფლის მეგობარ ლაზარეს საქართველოსთან აიგივებენ და ლაზარესებრ აღდგომას უწინასწარმეტყველებენ ჩვენს სამშობლოს. ზვიადმა თავისი კვლევებით განმარტა ლაზარეს მისტერია. იმ წელს გარდამავალი დღესასწაულის - ლაზარეს შაბათის 31 მარტს დამთხვევით და 31 მარტს, დაბადების დღეს, სვეტიცხოველში უფლის კვართის გვერდით "სადაც საქართველოს ცხელი გული ასვენია" ზვიადის ნეშტის დასვენებით, უფალმა მიგვანიშნა, რომ ზვიადის კვლევები და თავგანწირვა გამართლებულია - საქართველო (ლაზარე) აღდგება, საქართველო გაბრწყინდება.

 

იმ დღეებში აღდგა ქართული იდეოლოგია მკვდრეთით, იმ დღეებში აღდგა ქართული მუხტი.

 

დაკრძალვის დღესასწაული კიდევ უფრო საკრალური გამოდგა - ბზობა. ბზობის დღესასწაული არის უფლის იერუსალიმში დიდებით შებრძანების დღესასწაული. ქართველებს სწამთ, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქია არის მეორე იერუსალიმი. ზვიადის დაკრძალვის დღეს ზვიადთან ერთად, უფლისა და ქვეყნისათვის წამებული რაინდის მეშვეობით, ეროვნული იდეოლოგია, ქართული მუხტი, "ქრისტეს გზა" კვლავ შემობრძანდა თბილისში, ახალ იერუსალიმში. ზეციური იერუსალიმის ხატ-სახეა ქართველებისათვის მთაწმინდის პანთეონი, და მთაწმინდის პანთეონში ჩაიხუტა მშობლიურმა მიწამ თავის დიდი შვილი, მისტიკოსი და მისტი - ზვიადი.

 

სმენია ვისმე მსოფლიოში ასე ნაწამები მიცვალებული, ისიც პრეზიდენტი, ასე დევნილი გარდაცვლილი და ასე დიდებით დაბრუნებული სამშობლოში?! ახდა მერაბის სიტყვები ზვიადისადმი:

 

"გადაიჭრები გზნებით მყოფადში.

დაემ

კვიდრები ხალხში მითივით,

ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში

მიქელანჯელოს კუშტ დავითივით"...

 

როცა ზვიადს ვკრძალავდით ქართველები, იფიქრებდა კაცი, დიდი საქართველოს იდეას ხომ არ ვმარხავთო? მაგრამ იქვე მახსენდებოდა "იგავი მთესვარის" შესახებ: "რომელიმე დავარდა ქვეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა".

 

ზვიადის გული იყო ქვეყანა კეთილი და ასმაგი გამოიღო ნაყოფი და თავად იქცა უფლის სიტყვის მთესვარად და ის მილიონი ქართველი, რომელმაც ზვიადი გააცილა მთაწმინდამდე, არის კეთილი ქვეყანა, რომელიც მოგვცემს კიდევ ასმაგ ნაყოფს.

 

ახლა ზეციური საქართველოს ხატ-სახება მთაწმინდაზე ზვიადი მერაბს კვლავ მიმართავს:

 

"და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,

ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული.

ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი

ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.

დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე

მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,

გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი

და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.

ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,

ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი

და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე

წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.

 

ზვიადის მისტერია გრძელდება!!!

 

P. S. ზვიადის ნეშტის მთაწმინდაზე დაკრძალვიდან სულ მალე, მგონი პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მამა დავითის სახელობის ტაძარში წირვას ვესწრებოდი, აღსარება ჩავაბარე ჩემს მოძღვარს, არქიმანდრიტ იოანეს და ზიარებას ველოდებოდი. უამრავი ხალხი იყო, რომ ვეზიარე, ღვინო და სეფისკვერი აღარ შემხვდა, გათავებულიყო. ზიარება კიდევ გრძელდებოდა. გამოვედი ტაძრიდან გულდაწყვეტილი. ვიფიქრე, ზვიადის საფლავთან გავალ, სანამ წირვა განახლდება-მეთქი. იქ გელა სალუაშვილი დამხვდა, იმ წუთას მოსულიყო შვილებთან ერთად.

 

თან მოეტანა ნახევარი ლიტრა შავი ღვინო და ერთი პური. რამდენიმე ადამიანი იყო კიდევ იქ. დამისხა ღვინო და პური მომიტეხა.

 

გული არ დამწყვიტა ზვიადმა (თუ ღმეთმა ზვიადის მეშვეობით). მის საფლავზე მივიღე ღვინო და პური ზიარების მიღების მერე. მართლა ღვთის რჩეული ადამიანი იყო - მისტი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq