საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

„პატრონი იესე ცინცაძე“, მისი „კარი“ და კარისკაცნი, „უზედაესნი და უქვედაესნი“ (ერთი საბუთი ცინცაძეების სოციალური სტატუსის შესახებ, აჭარის ოსმალეთის მიერ დაპყრობამდე)


 

ყველა ქართული გვარი კეთილშობილია და ყველა, კარგად აღზრდილი ქართველი დიდებულია, მიუხედავად მათი წინაპრების სოციალური სტატუსისა. ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც თანამედროვე საქართველოს მოქალაქე, არამედ - როგორც მონარქისტი და ნაციონალისტი.

დიახ, სამეფო (მონარქისტული) კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, რესპუბლიკური, საპარლამენტო, თანამედროვე მონარქისტული და ქართული ნაციონალისტური იდეოლოგიით, თითოეული ადამიანი თანაბარია ღირსებით  და თანაბარი იქნება საქართველოს  მომავალ სამეფოში.

ყოველ ქართულ გვარს აქვს გადმოცემები მათი წინაპრების დამსახურებების შესახებ და ყოველმა ქართულმა გვარმა აჩუქა ჩვენს სამშობლოს ღვაწლმოსილი მეომარი, მეცნიერი, სპორტსმენი, მშრომელი, ხელოვნების მოღვაწე თუ სხვა.

თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით, მაინც საინტერესოა გვარების ისტორია და მათი სოციალური სტატუსი წარსულში, სხვადასხვა ეტაპზე, წყაროების შესწავლა და მათი გაცნობა კონკრეტული გვარის წარმომადგენლებისა თუ საზოგადოებისათვის.

დღეს, მკითხველს გვინდა შევახსენოთ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის მიერ მოძიებული და აღწერილი ერთი ძველი ხელნაწერი, რომელიც ცინცაძეების გვარს ეხება.

დიმიტრი ბაქრაძემ 1874 წელს იმოგზაურა აჭარასა და გურიაში და 1878 წელს წიგნად გამოსცა ამ მოგზაურობის შედეგები (დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“)

აღნიშნულ წიგნში დიმიტრი ბაქრაძე წერს, რომ აჭარაში მოგზაურობისას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ოსმალეთის სასულთნოს ტერიტორია იყო, მას ეხმარებოდა ადგილობრივი მოხუცი ლაზი, ხასან-აღა მურად ოღლი, ორთახოფელი, რომელსაც თავი საქართველოდან გამოსულად მიაჩნდა და თავის ძველ გვარს, მოურავიშვილს, ლაზების უმაღლეს კლასს აკუთვნებდა.

ხასან-აღას დიმიტრი ბაქრაძისთვის გაუცნია ორი საბუთი, ერთი თურქული და მეორე ქართულად დაწერილი. ქართული საბუთის შინაარს დიმიტრი ბაქრაძე გვამცნობს (გვ.33):

„ქ: ესე: წყალობის: წიგნი: დაგიწერე: მტკიცე: უქცეველი: მიზეზ: შამოუღებელი: დრო პატრონობასა: შინა: შეუცვალებელი: იაჯე: და გაჯებინე: შეგიწყალე: და გიბოძე: ჩვენ: პატრონმან: იესე: ცინცაძემან: შენ: მიქელას: ფაყვაძეს: შენსა: შვილსა: გიორგის: და იოვანეს: და გაბრიელს: მოგვიცემია: ერთი: საყანე: ხვანიაური: გიბედნიეროს: ღმერთმან: ჩვენსა: ერთგულად: სამსახურში: აწ: ამისნი: მოწამენი: არიან: იესე: ფირანიშვილი: ბერიძე: ბეჟიტაი: ლაშვარაძე: სხვა: ჩვენი: კარის: მდეგნი: უზედაესნი: და უქვედაესნი:“

დიმიტრი ბაქრაძე განაგრძობს:

„რა დროს ეკუთვნის ეს სიგელი, არ არის ცნობილი; იგი დაწერილია ნაგლეჯ ქაღალდზე, დასმული აქვს ბეჭედი, რომელზეც ამოკვეთილია ჯვარი და გვარი ცინცაძე.

ამჟამად ცინცაძეები გლეხები არიან და გურიაში ცხოვრობენ. მათ „სამხრეთიდან მოსულებად“ თვლიან.

სიგელში მოხსენიებული სხვა გვარებიდან. ხასან-აღას მოწმობით, ფუყვაძეები დღემდე ცხოვრობენ ბეჟანოღლის სახლის მახლობლად. იქვე მდებარეობს ხვანიაურად წოდებული ნაკვეთი“.

ძალიან საინტერესო ცნობაა. აქ, ხელვაჩაურის დღევანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იყოს ლაპარაკი, ყოროლისწყლის ხეობაზე. ხვანიაური სოფელი ყოფილა, რომელსაც კომუნისტების პერიოდში უწოდეს განთიადი, ხოლო ოსმალების მიერ აჭარის დაპყრობის მერე ერქვა „ყარადერე“ (შავი ღელე).

პატრონად საკუთარ თავს, მეფეებისა და დედოფლების გარდა, მოიხსენიებდნენ ერისთავები, დიდაზნაურები (თავადები). იესე ცინცაძეს საკუთარი კარი ჰქონია და საკუთარი ბეჭედი, ჰყოლია „უზედაესნი და უქვედაესნი“, ალბათ, აზნაურები (წვრილი აზნაურები) და გლეხები. ჰქონია ვრცელი მამულები და მისი ოჯახისთვის ნამსახურებ ხალხს ყანებს ჩუქნიდა.

მას ჰყოლია ფაყვაძეები, რომელთაც მისცა საყანე. ფაყვაძეები ითვლებიან ფაღავებად. ფაღავები თავადები და აზნაურები იყვნენ სამეგრელოში (იესე ცინცაძის მიერ გაცემულ წყალობის წიგნში უფრო აზნაურებად ჩანან). ფაღავების გვარის შესახებ არის ვერსია, რომ ისინი არიან ორბელიანების შთამომავლები, ხოლო ორბელიანები კი ბაღუაშების. ფაღავების საგვარეულო კავშირის წინამძღოლი, ყარამან ფაღავა წერს: "ფაღავების წარმოშობის შესახებ ერთადერთი დოკუმენტური წყაროა იოანე ბატონიშვილის "საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარების შემოკლებით აღწერა” [ხელნაწერთა ინსტიტუტი. ფ. შ, #3729, 116 V]. მასში წერია, რომ "ფაღავა, ფაღრაველი ანუ ფაღავაშვილი იყო ორბელიანთ-გუარი, რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად, წელსა 1271” ფაღავების წინაპართა გვარი ორბეთის ციხის მფლობელობასთანაა დაკავშირებული [შ. მესხია. საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში. თბ., 1979, გვ. 12-24]. ისტორიული წყაროებისა და მკვლევართა შეხედულებების ურთიერთშეჯერება საფუძველს იძლევა გავაიგივოთ ორბელები ასევე ძველ გვართან ბაღვაშებთან – "ბაღუში, რომელი იყო ლიპარიტის ძე” [გვარის სტრუქტურის მიხედვით ბაღვაში, ბაღუაში ლაზურჭანური წარმოშობის უნდა იყოს]. საგულისხმოა, რომ ფაღავასა და ორბელიანს შორის რაიმე ფონეტიკური მსგავსება არ არსებობს ამავე დროს, ფაღავას სამეგრელოში უპირატესად ხმარებულ ფორმებს ფაღვა – ფაღუას და ლაზურ ში ნაწილაკმოცილებულ ბაღვაში – ბაღუაშის ერთმანეთს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ეს არსებითად ერთი და იგივე გვარია. უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთში გადასვლისას საგვარეულო ციხისა და მამულის – ორბეთის დაკარგვის შემდეგ ორბელებმა ციხის (თუ ქვეყნის) მფლობელობასთან დაკავშირებულ გვარზე უარი თქვეს, ძველი გვარი ბაღვაში აღიდგინეს, ლაზური ში ნაწილაკმოცილებული ბაღვა – ფაღვა გაითავისეს და დღევანდლამდე მოიტანეს"... შემდეგ ყარამან ფაღავა განაგრძობს: "ფაღავების ძლიერი განშტოებაა აჭარაში. მათი ძირითადი სამფლობელო ბათუმის შემოგარენი იყო, ცენტრით ორთაბათუმში, ყოროლისთავში. ჰქონდათ საკუთარი ციხე, საგვარეულო სასაფლაო. თურქების ბატონობის დროსაც ფაღავების გვარს ატარებდნენ, თუმცა ამავე დროს შერქმეული გვარსახელებიც იხმარებოდა (ინან-ოღლი, ეფენდოღლი, ხაჯი-ბაირახტარ-ოღლი, ჭეჭელ-ოღლი, მოლ-ოღლი მოლიშვილი, აირანჯ-ოღლი, არჩიოღლი). ყოროლისწყლის ხეობის მკვიდრნი ფაყვაძეებიც ასევე ფაღავებად არიან მიჩნეული (ფაყვაძე-ფაღვაფაღავა ფონეტიკური ცვლილების შედეგია). აჭარელი ფაღავები ბეგებად და აღებად მოიხსენიებიან". 

საბუთში მოხსენიებული მოწმეები, ფირანიშვილი და ბერიძეც აზნაურებად ჩანან.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესე ცინცაძე იყო თავადი, რომელსაც ჰყავდა საკუთარი აზნაურები.

შესაძლოა, მაშინდელი ყველა ცინცაძე არ იყო დაწინაურებული. ასეც ხდებოდა ხოლმე, რომ გვარიდან რომელიმე ოჯახი დაწინაურდებოდა. ხდებოდა პირიქითაც, დაკნინება გვარების, ოჯახების.

ასეა თუ ისე, აღნიშნული საბუთის შინაარსით ვიცით, რომ ცინცაძეთა მინიმუმ ერთ ოჯახს, მინიმუმ ერთ შტოს თავისი კარი ჰქონია, თავისი „უზედაესნი და უქვედაესნი“ ჰყოლია და სოციალურად დაწინაურებული მაღალი ფენის წარმომადგენლები ყოფილან.

აღნიშნული საბუთი რომ შემორჩენილიყო, ხელნაწერის სახის მიხედვით, უფრო დაზუსტდებოდა მისი თარიღი. ჩემი აზრით, ეს საბუთი გვიან შუასაუკუნეების, XIV-XV საუკუნეების უნდა იყოს, სანამ აჭარა ოსმალების ხელში გადავიდოდა.

დასასრულ, კვლავ გავიმეოროთ - ყველა ქართული გვარი კეთილშობილია!

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq