საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა
დავით ზუკაკიშვილი


 

საბჭოთა კავშირის დაშლამ შეერთებულ შტატებისა და რუსეთს შორის ურთიერთობები სტრუქტურულ დონეზე შეცვალა. ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი შიდა არეულობისა და სეპარატიზმის პრობლემების წინაშე დადგა, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ინარჩუნებდა გავლენას.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უთანხმოების საკითხად ნატოს გაფართოება იქცა. რუსეთი ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა, თუმცა ამას 2004 წლისთვის, ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსში გაწევრებისათვის ხელი არ შეუშლია. აქვე უნდა ითქვას, რომ 2000 წელს, რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, საბჭოთა უშიშროების - კგბ-ს პოდპოლკოვნიკმა ვლადიმერ პუტინმა, ჯერ საშინაო პოლიტიკაში დაიწყო აგრესიული კურსის გატარება, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და პოლიტიკური კონკურენტები მოიცილა ან დააპატიმრა, შემდეგ კი დაიწყო აგრესიული პოლიტიკის გატარება როგორც იმჟამად უწოდებდნენ, „ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების“ მიმართ. ამან თავის ლოგიკური გამოხატვა პოვა 2005 წელს პუტინის ცნობილმა განცხადებაში, სადაც მან სსრ კავშირის დაშლას „XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. ახალი „ცივი ომი“ იწინასწარმეტყველა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ედვარდ ლუკასმა თავის წიგნში „ახალი ცივი ომი. როგორ ემუქრება კრემლი რუსეთსა და დასავლეთს“.

პოსტსაბჭოთა სივრცეში  რუსეთის მიზანი არ არის პრობლემების მოგვარება, ვინაიდან კრემლს სტატუს-ქვო საშუალებას აძლევს, მოახდინოს დესტაბილიზაცია მეზობელ ქვეყნებში და ჩაერიოს სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში

2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტმა – რომელზედაც უკრაინასა და საქართველოს NATO-ს წევრობას დაჰპირდნენ - უთანხმოებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კიდევ უფრო გაზარდა. ამავე სამიტზე ვლადიმერ პუტინმა ჯერ დაგმო რიგი დასავლეთი ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება და იქვე დასძინა, რომ რუსეთს გააჩნია შესაბასმისი გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედოს.

რუსეთმა ომისთვის 2002 წლიდან დაიწყო მზადება, როდესაც ღიად დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მიუხედავად ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის არაერთი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლება მაინც წამოეგო რუსეთის პროვოკაციას.

რუსეთის საქართველოში შეჭრა და ტერიტორიის ოკუპაციის დაუსჯელად დატოვება დასავლეთის შეცდომა იყო. მრავალი ანალიტიკოსი, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე დასავლეთში ალაპარაკდა დასავლეთის სისუსტეზე. ხოლო დასავლეთის სისუსტემ, ეპასუხა ომისთვის, დასაბამი მისცა მოვლენების სერიას ესპანეთში ბასკი სეპარატისტების მხარდაჭერით დაწყებული, შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევით დამთავრებული.

2008 წლის ნოემბერში, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა დემოკრატიულმა პარტიამ. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, საქართველოში შეჭრიდან 6 თვეში, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებს. რუსეთი უფრო აგრესიული ხდება. ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარუმატებელმა მცდელობამ ნაწილობრივ განაპირობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს კირჩიკი ფიქრობს, რომ პუტინმა იცოდა, დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი. „დასავლეთმა არა მხოლოდ უპასუხოდ დატოვა რუსეთი საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევისთვის, არამედ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ომის დაწყებიდან 6 თვეში გადატვირთვის პოლიტიკა უსაჩუქრა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ეს იყო მესიჯი მოსკოვისთვის, რომ დასავლეთი სერიოზულად არ იღებს საკუთარი ღირებულებების და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დაცვას, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინს არ ჰქონდა მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის შიში. ორი აზრი არ არსებობს, რომ პუტინმა იცოდა, რომ დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება მოეხდინა ყირიმის ანექსია და შეჭრილიყო აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც 10000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რომელშიც ნაწილობრივ ბრალი ობამას ადმინისტრაციის წარუმატებელ პოლიტიკას მიუძღვის" , - განუცხადა ამერიკის ხმას კირჩიკმა, რომელიც ავტორია წიგნისა „ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბნელი საუკუნის დასაწყისი“.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრიზისში შევიდა. ამას დაემატა რუსეთის სპეცსამსახურების უხეში ჩარევა შეერთებული შტატების 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში.

და ბოლოს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ დემოკრატიულ ქვეყნებს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, პოლიტიკაში დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, ქმნის მოლოდინს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ახალი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციულ როლს აღადგენს და, შედეგად, აშშ კვლავ გახდება მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის აქტიური ხელშემწყობი და მისი პრინციპების დამცველი.

ამასთან დაკავშირებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ გამოხატავენ მისწრაფებას, განსაკუთრებით წამახალისებელი სიგნალი აღმოჩნდა  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, რომლის მიხედვითაც ,,დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს სათანადო წინააღმდეგობას არ უწევდა“. ოპტიმიზმისთვის კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის არაერთი წევრი, თავისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად იცნობს კრემლის საგარეო პოლიტიკას და იმ რისკებს, რომლებიც მომდინარეობს ამ პოლიტიკიდან. ისინი, აგრეთვე, კარგად არიან ჩახედულნი კავკასიის რეგიონის საკითხებში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq