საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური ორგანიზაციების შესახებ კანონში* შესატანი ცვლილებები - თანასწორი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისათვის, რაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალებაა
გაიოზ მამალაძე

(გაიოზ მამალაძის პროექტი, წარდგენილი თანასწორი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების მოსამზადებელი ეროვნული საბჭოსადმი) უნდა გაუქმდეს ფასიანი პოლიტიკური რეკლამაფასიანი პოლიტიკური რეკლამა არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს პარტიებს. მდიდარი, უცხოეთში თუ უცხოური ფულით, ან ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ან ბიზნესით გამდიდრებული ადამიანების მიერ დაარსებული და სახელისუფლებო პარტიები, ამგვარი რეკლამით ითვისებენ მთელ საეთერო დროს, იპყრობენ ამომრჩეველთა ყურადღებას და არ აძლევენ საშუალო ფენიდან ამოზრდილ პარტიებს ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამის წარდგენის საშუალებას. სახელისუფლებო რესურსის გამოყენების აკრძალვაარჩევნებამდე 90 დღით ადრე პერიოდიდან არჩევნების დასრულებამდე მთავრობას ეკრძალება სახელისუფლო საქმიანობის ირიბ საარჩევნო რეკლამად გამოყენება. კერძოდ, საწარმოების, ძეგლების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა, პენსიების, ხელფასების მომატების რეკლამირება. უნდა აიკრძალოს სამსახურის ხელმძღვანელების მიერ არჩევნებში მონაწილეობის დაძალება და ამაზე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თანაბარი საეთერო დრო ყველა საარჩევნო სუბიექტსუნდა გაუქმდეს კვალიფიციური პარტიის ცნება და უნდა შეიზღუდოს სახელისუფლებო და პარტიული ტელევიზიები და პოლიტიკური მედიები, ყველა საინფორმაციო საშუალება ვალდებული უნდა იყოს, არჩევნებამდე 60 დღიდან დაწყებული, ყველა საარჩევნო სუბიექტს გამოუყოს საეთერო დრო საარჩევნო პროგრამის წარსადგენად და უფასო საარჩევნო კლიპებისათვის, ყველას თანაბრად, ყოველგვარი პარტიული სიმპატიების გარეშე. ყველა ტელევიზიაში, რადიოში და მედია საშუალებაში, საარჩევნო თოქ-შოუებში თანაბრად უნდა იყოს მიწვეული ყველა საარჩევნო სუბიექტი.კვალიფიციური სუბიექტების დაფინანსების მაგიერ, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს საარჩევნო სუბიექტები, ის ფული უნდა გამოიყოს საარჩევნო პლაკატებისა და საარჩევნო ლიტერატურის დასაბეჭდად, თანაბრად. საარჩევნო ბარიერისაარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს. 3 % სავსებით საკმარისია. საარჩევნო ბლოკების საკითხიარ შეიძლება საარჩევნო ბლოკების აკრძალვა, ეს არადემოკრატიულია. შეიძლება საარჩევნო ბლოკებისათვის დაწესდეს მეტი ბარიერი, მაგალითად, 5 %.
პარტიის საარჩევნო სახელწოდებარეგისტრირებულ პარტიას საარჩევნო სახელწოდებად შეუძლია აიღოს თავისი შემოკლებული დასახელება, რომელიც აქვს წესდების მიხედვით ან თავისი რეგისტრირებული სახელწოდებიდან აბრევიატურა (სიტყვათა და ასოთა ნაწილი) და შეუძლია დაამატოს პარტიის ლიდერის ან რამდენიმე ლიდერის სახელი და გვარი. საარჩევნო ბლოკის სახელწოდებასაარჩევნო ბლოკს შეუძლია სახელწოდებად აიღოს საარჩევნო ბლოკში შემავალი ერთი ან ყველა პარტიის სახელწოდება, ან შემოკლებული დასახელება, ასევე ბლოკის ლიდერების სახელი და გვარები ან პარტიების სახელწოდებების აბრევიატურა ან აიღოს სხვა სახელწოდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიაცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და მის თავმჯდომარეს ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლო საზოგადოების მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან. კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისიებს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია. ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებების აღმოფხვრა საარჩევნო კანონში ცნობა ნარკოლოგიურიდანსაარჩევნო კანონით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს ცნობა ნარკოლოგიურიდან, რომ არ არის ნარკომანი, რადგან, საქართველოს პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს ნარკომანი.ეს ართულებს პროცესს დეპუტატობის კანდიდატებისთვის, არტიებისთვის და აძვირებს მათთვის არჩევნებში მონაწილეობას, იწვევს რიგებს ნარკოლოგიურ კლინიკებში და სხვა. გადაწყვეტა მარტივია - ვინც გახდება პარლამენტის წევრი, მისი უფლეამოსილების ცნობამდე უნდა წარადგინოს ცნობა ნარკოლოგიურიდან. თუ ვინმე აღმოჩნდება ნარკომანი, მის ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში მისი მომდევნო კანდიდატი. ქონებრივი დეკლარაცია ყველა კანდიდატისათვის ქონებრივი დეკლარაციის მოთხოვნა არის აბსურდი და დეგენერატია. იწვევს მაკულატურის გამრავლებას, დროის და ფინანსების ხარჯვას პარტიებისათვის და დეპუტატობის კანდიდატებისათვის. გადაწყვეტა მარტივია - ვინც გახდება პარლამენტის წევრი უნდა წარადგინოს ქონებრივი დეკლარაცია უფლებამოსილების ცნობამდე. ცნობა თანამდებობის დაკა
ვების აკრძალვის შესახებკანონით ყველა დეპუტატობის კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს ცნობა რომ არ აქვს აკრძალული თანამდებობის დაკავება. ეს ასევე იწვევს პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატებისათვის დროისა და ფინანსების ზედმეტ ხარჯვას.გადაწყვეტა მარტივია - ცენტარალურ საარჩევნო კომისიას უნდა ჰქონდეს წვდომა ამ სიაზე და კანდიდატთა შემოწმების დროს გამოვლინდეს თუ იქნებ ასეთი პიროვნება და მოიხსნას არჩევნებიდან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასებიცენტრალური საარჩევნო კომიიის თავმჯდომარისა და და წევრების, ასევე საოლქო საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარეებისა და და წევრების ხელფასები არ უნდა იყოს ასეთი დიდი, როგორც ახლაა. ეს არის ფაქტობრივი კორუფცია, გაწეული იმ პოლიტკური ძალის მიერ, რომელიც ახერხებს ამ თანამდებობი პირების დანიშვნას. საარჩევნო ხმის უფლებასაქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როგორც პასური, ისე აქტიური სახით, როგორც პარტიული სიით არჩევნებში, ისე როგორც ამომრჩეველმა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ამისთვის სახელმწიფო ვალდებულია საარჩევნო უბნები შექმნას უცხოეთში, საელჩოებთან, საკონსულოებთან და სხვა. *---პარტიების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და პარტიების რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიუნდა გამარტივდეს საჯარო რეესტრში პარტიების რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია, წესდების ცვლილება და სხვა, რომლებიც ახლა ხელუვნურად არის გართულებული. მაგალითად, თუ პარტია ჩაატარებს ყრილობას და შეცვლის წესდებას, საჯარო რეესტრმა უსიტყვოდ უნდა გაატაროს ცვლილებები რეესტრში, პარტიების წვალების გარეშე.პარტიის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა იყოს 100 ადამიანის შეკრება ყრილობაზე. წესდებაში ცვლილების შესატანად საკმარისი უნდა იყოს 100 კაცის ნახევარზე მეტის შეკრება, რომელი დანაყოფიდანაც არ უნდა იყოს ეს 50 + ადამიანი.უნდა გამარტივდეს პოლიტიკური პარტიების დარეგისტრირება საარჩევნო კომისიაში, ამისთვის 25 000 ხელმოწერის მაგიერ, საკმარისი უნდა იყოს 5 000 ხელმწერა. ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიის პროცესს და დემოკრატიის პროცესს გაათავსუფლებს ფულის ტრიალისგან, დაფინანსებისგან, ინტერესების გატარებისგან და სხვა გვერდითი მოვლენებისგან.ის პარტიები, რომლებიც ვერ შეძლებენ წარმატების მიღწევას, თვითონ დაიშლება და გაუქმდება, ასე რომ ეს პრობლემა არ არის.
გამოგვიგზნეთ შენიშვნები და წინადადებები

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ნილოს მმარხველი (V)
12 (25) ნოემბერს აღინიშნება ღირსი ნილოს მმარხველის (V)ხსენების დღე.
წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი (VII)
12 (25) ნოემბერს აღინიშნება წმიდა იოანე მოწყალეს - ალექსანდრიელი პატრიარქის (VII) ხსენების დღე.
gaq