|
სამეფო კლუბის საგვარეულო კვლევების კოლეგიის ხელმძღვანელი ლევან ბერაია სამეფო კლუბი Royal Club of Georgia
 | | ლევან ბერაია | ლევან ბერაია დაიბადა 1960 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ სენაკში.
1960-იანი წლების დასაწყისში მისი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ მცხეთაში გადავიდა, სადაც გაატარა ბავშვობა და მიიღო საშუალო განათლება. 1977 წელს დაამთავრა ქალაქ მცხეთის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის თანამდებობაზე, სადაც უშუალოდ გაეცნო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საფუძვლებს.
1980 წლიდან მეგობრებთან (დავით ბერაია, ვალიკო რუხაძე, გოჩა მაღრაძე) ერთად შექმნეს სპელეისტიკური ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ხელოვნურ გამოქვაბულებს, ახდენდნენ მათ აღწერებს და ატარებდნენ კვლევა ძიებებს. ამ მხრივ მრავალი ხელოვნური გამოქვაბული აქვთ შესწავლილი და აღწერილი.
1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტი და მიიღო აგრო ინჟინრის კვალიფიკაცია.
1980-იანი წლების დასაწყისიდან იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სტიქაროსანი სიონის საპატრიარქო ტაძარში. ამავე პერიოდში აქტიურად ინტერესდებოდა საქართველოს ისტორიით, ქართული საგვარეულოების წარმომავლობითა და გენეალოგიით. თუმცა ისტორიული კვლევებისადმი მისი განსაკუთრებული ინტერესი ჯერ კიდევ 1978 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც მიზანმიმართულად დაიწყო თავად-აზნაურული გვარების ისტორიის შესწავლა. ეს საქმიანობა შემდგომში მისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა.
1992 წლიდან პროფესიული საქმიანობა დაუკავშირა კვების მრეწველობასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. იმავე წელს დააპატენტა „სოიისაგან რძის მიღების ხერხი“, რითაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში სოიის პროდუქტების წარმოების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს
 | | ლევან ბერაიას გერბი | . 1993 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიმართა ფართომასშტაბიანი დეგუსტაცია და პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო სოიის საფუძველზე დამზადებული 40 დასახელების პროდუქტი.
1994–1997 წლებში მეგობრებთან ერთად კვების მრეწველობის სფეროში შექმნა და დააპატენტა რვა გამოგონება, რომლებიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში — „საქპატენტში“ — დარეგისტრირდა და შემდგომ საწარმოო პრაქტიკაში დაინერგა. მათ შორის იყო არაჟნის, კარაქისმაგვარი პროდუქტის, მაიონეზის, სოიის რძისგან ცხიმოვანი ემულსიის, ნაყინის კომპოზიციისა და რძის შემცვლელის წარმოების ტექნოლოგიები.
1996 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა შპს „აგროკონსორციუმი წეროვანი“, სადაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. კომპანია ორიენტირებული იყო რძის პროდუქტების წარმოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე კვების მრეწველობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან ბერაიას პროფესიული საქმიანობა თავდაპირველად საინჟინრო და კვების მრეწველობის სფეროს უკავშირდებოდა, მისი ცხოვრების მთავარი საქმე თანდათან საქართველოს ისტორიის, გენეალოგიისა და ჰერალდიკის კვლევა გახდა. ისტორიული საგვარეულოების შესწავლა, რომელიც ჯერ კიდევ 1978 წელს დაიწყო, წლების განმავლობაში სისტემურ სამეცნიერო საქმიანობად ჩამოყალიბდა.
მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში მან შეისწავლა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დაახლოებით 4000 გვარის ისტორია, წარმოშობა, განსახლების არეალი, ქრონოლოგია და გენეალოგიური მასალები. კვლევის პროცესში გამოიყენა ეროვნული არქივის დოკუმენტები, ისტორიული საბუთები, საეკლესიო მატიანეები, აღწერები, სამეფო სიგელები, სასამართლო აქტები, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა ისტორიული წყაროები. მისი ნაშრომები ემყარება ისტორიული წყაროების კრიტიკულ ანალიზსა და სხვადასხვა დოკუმენტის ურთიერთშედარებას.
2006 წელს გამოიცა მისი პირველი მონოგრაფია — „საქართველოს თავად-აზნაურული გვარები“, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოს არისტოკრატიული საგვარეულოების შესახებ არსებულ მრავალ ისტორიულ ცნობას. წიგნმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია როგორც ისტორიკოსებში, ისე გენეალოგიით დაინტერესებულ საზოგადოებაში.
მრავალწლიანი კვლევის გაგრძელებად 2017 წელს გამოიცა მეორე, მნიშვნელოვნად გაფართოებული ნაშრომი — „ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერა“, რომელშიც სისტემატიზებულია ისტორიული ცნობები ქართველი თავადებისა და აზნაურების მრავალ საგვარეულოზე. გამოცემა დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცნობარს ქართული ისტორიული გვარების შესწავლის მიმართულებით.
გამოცემულ ნაშრომებთან ერთად ლევან ბერაიას მომზადებული აქვს არაერთი ელექტრონული მონოგრაფია, რომელთა შორისაა: „მეტრეველები“, „ლეჟავების გვარის წარმოშობა“, „კუჭუხიძეების საგვარეულო ისტორია“, „ბუცხრიკიძეების საგვარეულოს შესწავლისთვის“, „მიშველიძეების გვარის ისტორია“ და „ბერაიების გვარის ისტორია“. “არაბულების გვარის ისტორია“.“ქავთარაძეების გვარის ისტორია“ და სხვა. აღნიშნული ნაშრომები ეფუძნება მრავალწლიან საარქივო კვლევებს და მიზნად ისახავს ქართული საგვარეულოების ისტორიის სრულყოფილ წარმოჩენას.
არის დაახლოებით 400 სამეცნიერო სტატიისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი მიმართულებებია საქართველოს გენეალოგია, ქართული გვარების ისტორია, თავად-აზნაურული საგვარეულოები, ჰერალდიკა, ისტორიული სიმბოლიკა და ისტორიული წყაროების კვლევა.
2001 წელს შპს „აგროკონსორციუმი წერო
 | | უფასო რეკლამა ქართული წარმოებისათვის - აგროკონსორციუმი | ვანმა“ აღადგინა სასოფლო-სამეურნეო ჟურნალი „გუთნის დედა“, რომელიც ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამოდიოდა. ლევან ბერაია იყო ჟურნალის თანადამფუძნებელი, სარედაქციო კოლეგიის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მისი კონცეფციისა და შინაარსის ჩამოყალიბებაში.
არის საქართველოს სამეფო კლუბის საგვარეულო კვლევების კოლეგიის ხელმძღვანელი, გაერთიანებული სამეფოს მეგობართა და ესპანეთის სამეფოს მეგობართა კლუბების ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით იგი აქტიურად მოღვაწეობს მედიაშიც. არის საქართველოს სამეფო კლუბის ტელევიზიის — „სამეფო კლუბი TV“ — ორი საავტორო გადაცემის: „საქართველოს ისტორიული გვარები“ და „საუბრები მონარქიაზე“ ავტორი და წამყვანი. აღნიშნული გადაცემების მეშვეობით ფართო საზოგადოებას აცნობს საქართველოს ისტორიულ საგვარეულოებს, გენეალოგიას, ჰერალდიკას, მონარქიულ ტრადიციებსა და ქართულ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას.
საზოგადოებრივ საქმიანობაში წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. არის ფირმა „სოია“, შპს „სოია პროდუქტი“, შპს „აგროკონსორციუმი წეროვანი“ და საზოგადოებრივი სამეცნიერო კავშირის „წეროვანი ჯგუფი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე არის საქართველოს სამეფო კლუბის წევრი და საგვარეულო კვლევების კოლეგიის ხელმძღვანელი.
ლევან ბერაიას მრავალწლიანი საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულების — საინჟინრო-ინოვაციური საქმიანობისა და ისტორიულ-გენეალოგიური კვლევის — ორგანულ შერწყმას წარმოადგენს. მისი ნაშრომები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ემსახურება ქართული ისტორიული მემკვიდრეობის, საგვარეულო ტრადიციებისა და ეროვნული თვითმყოფადობის კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას.
|
|