|
|
წარმოგიდგენთ სამეფო კლუბის წევრებს
|
|
ნ. მარის სიტყვითაც, XIX საუკუნემდე, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართული ენა იყო კავკასიის ხალხებისათვის ერთაშორისი ურთიერთობის ენა. ქართული ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს დაღესტნელი დიდოელები და ჭარ-ბელაქნელი (აზერბაიჯანელი) ლეკები, ქართული ენა იცოდნენ ჩეჩენი და ადიღეველი ხალხების დიდებულებმა, საქართველოში მცხოვრებმა მუსულმანების შესაბამისმა ფენებმა.
|
|
სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე (დ. 1 ივლისი [ძვ. სტ. 18 ივნისი], 1909, ბაქო ― გ. 13 აპრილი, 1971, თბილისი) — ქართველი მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1958).
|
|
დედოფალი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც გარკვეული დროის შემდეგ ქვებით ჩაქოლეს და მოწამეობრივად აღესრულა შვილთან, უფლისწულ აღათონთან ერთად.
|
|
1747-1752 წლების ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთის სამეფო ამიერკავკასიის ჰეგემონი გახდა, ერეკლე II-ის სახელი კი ევროპას მისწვდა.
|
|
ხუცესმა იცნო მახვეწარები. ერთი 17 წლის ერეკლე II იყო, მეორე - მისი მსახური, ქართლელი გლეხი ბიჭი გოგია ხამხაძე.
|
|
სრულიად საგვარეულოთა კავშირის გვარი და გვარიშვილობის გამგეობა
|
|
ტრაპიზონი დაახლოებით იგივეა ჩვენთვის, რაც ავსტრიაა გერმანიისათვის. ტრაპიზონელი კეისრები ატარებდნენ ტიტულს "სრულიად აღმოსავლეთისა და ივერთა მეფე". ტრაპიზონს საქრთველოსთან ჰქონია ერთიანი საფინანსო-სამონეტო სისტემა (მაგ. კირმანეული თეთრი). ქალდეა-საქართველოს უნია ერთ უნიტარულ სახელმწიფოში ვერ გადაიზარდა, ჯალალედინის, მონღოლების, თემურ ლენგის, თურქების შემოსევების გამო.
|
|
ფარცხისთან ქართველთა გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამით წახალისებულმა გიორგი II-მ, ისარგებლა რა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, გაილაშქრა და დაიბრუნა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალი (ციხე ანაკოფია და აგრეთვე კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთისა და არტაანის მრავალი ციხე)
|
|
აგარისწყალზე ერეკლე II გადაარჩინა თავადმა პაპა ბებურიშვილმა (იგივე ვაჩნაძემ), სოფელ კარდენახის ერთ-ერთმა მემამულემ. ეს სრულიადაც არ ამცირებს ქიზიყელი თავისუფალი გლეხის - დავით (დათუნა) ბოსტაშვილის მოქმედებას. საერთო არეულობის დროს, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენისათვის სხვები მეფესაც კი არ ინდობდნენ, მაჩხაანელმა ვაჟკაცმა გასწირა თავი და დაუთმო ერეკლე II-ს ბედაური.
|
|