|
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღესრულება 25 დეკემბერს, წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს.
სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.
|
|
23 დეკემბერი ბელგოროდელი ეპისკოპოსის, წმიდა იოასაფის ხსენების დღეა.
|
|
11 (24) დეკემბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: აკეფსის და აითალეს
ხსენების დღე.
|
|
11 (24) დეკემბერს აღინიშნება ღირსი დანიელ მესვეტეს (+489-490) ხსენების დღე.
|
|
ღირსი თომა, ვის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 დეკემბერს, ბითვინიაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა.
ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა.
|
|
წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 23 დეკემბერს, IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის.
მოშურნე წარმართი - იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი - მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა.
ალექსანდრიაში ჩასულმა წმიდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო.
|
|
7 (20) დეკემბერს აღინიშნება
წმიდა მოწამე ათინოდორეს (+დაახლ. 304) ხსენების დღე.
|
|
7 (20) დეკემბერს აღინიშნება წმიდა ამბროსის, მედიოლანელი ეპისკოპოსის (+397) ხსენების დღე.
|
|
5 (18) დეკემბერს აღინიშნება
წმიდანი ათონელნი ღირსმოწამეთა (XIII) ხსენების დღე.
|
|
წმიდა გენადი ნოვგოროდელი, ვისი ხსენებაც აღესრულება 17 დეკემბერს, დაიბადა XV საუკუნის პირველ ნახევარში. სამონასტრო ცხოვრება დაიწყო ბალაამის ტაძარში. 1484 წელს ის ხდება ქალაქ ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი.
წმინდანი დაუოკებლად იღვწოდა მართლმადიდებლობის სიწმინდისათვის და დიდად გაისარჯა თავისი მრევლის განსანათლებლად.
|