|
|
ვიქტორ დომუხოვსკი (დ. 4 თებერვალი, 1948, ქუთაისი, სსსრ — გ. 24 მაისი, 2013, ვარშავა, პოლონეთი) — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი.
|
|
11 (24) მაისს მართმლადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ნეტარი ქრისტესიას, ქრისტეფორედ წოდებულის ხსენების (+1771) დღეს.
|
|
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
|
|
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
|
|
(წიგნიდან: ”13 ასურელი მამა - მნათობნი საქართველოისა”)
|
|
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
|
|
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
|
|
კონდაკი, ჴმა გ
ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული, და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშვენებულ ხარ, ყოვლად ქებულო, სულითა, ქალწულ-მოწამე, ღვაწლთა მიერ, ირინა, რამეთუ გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაჲ საუკუნო და საშვებელი
|
|
7 (20) მაისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ათცამეტი ასურელი მამის, ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის - აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის, დავით გარეჯელის, ზენონ იყალთოელის, თადეოზ სტეფანწმიდელის, ისე წილკნელის, იოსებ ალავერდელის, ისიდორე სამთავნელის, მიქაელ ულუმბოელის, პიროს ბრეთელის, სტეფანე ხირსელის და შიო მღვიმელის (VI) ხსენების დღეს.
|
|