|
1 (14) მაისს ქართული ეკლესია წმიდა ზოსიმე კუმურდოელი ეპისკოპოსის (XVI) ხსენების დღეს აღნიშნავს.
|
|
ქართველი კაცისათვის კოლხური კოშკის ეზო, – მას მერე რაც იქ დასახლდა უკანასკნელი ხანების ერთ-ერთი გამორჩეული კოლხი (რა თქმა უნდა, კოლხი და იბერი ერთი და იგივეა), – ისეთივე შარავანდედითაა მოსილი, როგორც ჩვენი ტკბილი და უძვირფასესი მთაწმინდა. იქ კოლხურ კოშკშიც, იქმნებოდა მეოცე საუკუნის საგმირო ეპოსი, იქ ცხოვრობდა ახალი დროის დიდოსტატი, შემოქმედი არა მარტო დიდი ლიტერატურული ნაწარმოებებისა, არამედ მატარებელი ქართული იდეოლოგიისა და კიდევ, მოძღვარი ახალი ქართული ეროვნული მოძრაობის მზეჭაბუკების – ზვიადისა და მერაბისა, და მათი თანამზრახველებისა, თაობათა და თაობათა გაგრძელებაში…
|
|
ღვთისმშობლის წილხვედრობა, ქართული ენის ლაზარეობა, ბაგრატიონების დავითიანობა და უფლის კვართის საქართველოში დავანება, არის ის ძველი ქვაკუთხედები ეროვნული იდეოლოგიისა, რომლის საფუძველზეც ახერხებდა საქართველო გადარჩენისათვის ძალების მოკრეფას.
|
|
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932) - ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაიბადა 1883 წლის 15 (ახალი სტილით 28) თებერვალს, ხონში, ქუთაისის გუბერნიაში.
|
|
29 აპრილს (12 მაისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედრის, მღვდლის და ყოველთა მართლმადიდებელ ლაზთა ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამებულთა (XVII-XVIII) ხსენების დღეს.
|
|
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
|
|
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
|
|
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
|