საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე
georoyal.ge
Speaker of Royal Club of Georgia - Gaioz (Gia) Mamaladze

პუბლიცისტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, თანამედროვე ქართული ეროვნული იდეოლოგიის (ნაციონალიზმის, სახალხო მონარქიის, ტრადიციონალიზმისა და კონსერვატიზმის) იდეოლოგი - გაიოზ (გია) მამალაძე დაიბადა 1964 წლის 6 მარტს თბილისში, საქართველოში.

1980 წელს, მეგობრებმა: გია ბუმბიაშვილმა, ჯუმბერ თადიაშვილმა და გია მამალაძემ, სხვებთან ერთად დაარსეს ფარული არაფორმალური პოლიტიკური ჯგუფი - “ნამო” (ნაციონალისტ-ანარქისტ მუშათა ორგანიზაცია).

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია). ასევე, თსუ ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზე.

აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ და ეროვნულ მოძრაობაში.

იყო „თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებათა გამომკვლევი კომისიის სტუდენტი-ახალგაზრდობის ქვეკომისიის” თავმჯდომარე.

1991 წელს აირჩიეს თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის საკრებულოს წევრად.

             1991 წელს, მეგობრებთან ერთად დაარსა პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული რენესანსის კავშირი“; 1992 წელს „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა – ეროვნული ფრონტი”;

1992 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა „ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირი“ (ქსეკი);

1992 წლიდან ხელმძ

სამეფო კლუბის გერბი
ღვანელობს ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონალიტთა ერთობას.

მეგობრებთან ერთად დაარსა „გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრი”;

ამუშავებს და ავითარებს თანამედროვე ეროვნული იდეოლოგიის საკითხებს (თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი, სახალხო მონარქია, ტრადიციონალიზმი, კონსერვატიზმი, ქრისტიან-სოციალური იდეოლოგია, იბერიულ-კავკასიური ერთობა). საქართველოს სინამდვილეში არის რამდენიმე ახალი პოლიტიკურ-იდეოლოგიური ტერმინის ("ჩრდილო ქართლი" - სამხრეთ ოსეთის საპირწონედ;  "სახალხო მონარქია"; “ჰორიზინტალური მონარქია”; "რესპუბლიკური მონარქია"; “მართმრეულობა = ნაციონალიზმი”, “ცალარსი” ანუ ინდივიდი, ანუ არამთლიანი, არასრული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური პოსტულატები და სხვა) ავტორი.

იყო რამდენიმე გაზეთის იდეოლოგიურ–პუბლიცისტური დამატების რედაქტორი. სხვადასხვა ელექტრონულ გამოცემებში მიჰყავდა ლიტერატურის, ისტორიის, იდეოლოგიის, თანამედროვე მუსიკის გვერდები და ბლოგები.

            სხვადასხვა გამოცემებში აქვეყნებს იდეოლოგიური, პუბლიცისტური და პოლიტიკურ–ანალიტიკური ხასიათის წერილებს.

            2004 წელს, მისი ინიციატივით დაარსდა „საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბი”.  აირჩიეს სამეფო კლუბის სპიკერად.

2006–2007 საქართვ

ირაკლი ბაგრატიონის სტუმრობა სამეფო კლუბში
ელოს საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“ მიჰყავდა საავტორო გადაცემა - „სახალხო მონარქიისათვის“.

2007 წელს გამოვიდა გია მამალაძის წიგნი: „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“; 2010 წელს, “ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტიოსის წინასწარმეტყველება საქართველოზე”;

გამოცემულია მისი რამდენიმე ელექტრონული წიგნი: „დავით აღმაშენებელი - მზე ყოველთა მეფობათა“ (2026);  „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“ და სხვა თხულებების საიდუმლო, საკრალური, დაშიფრული ინფორმაციები და ანალოგიები” (პირველი რედაქცია 2010; მეორე რედაქცია 2018); „დავით აღმაშენებელი - მზე ყოველთა მეფობათა” (2026); „სუმბატ დავითის ძის ქრონიკის - „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“ – საიდუმლო, საკრალური, დაშიფრული ინფორმაციები და ანალოგიები (მესამე რედაქცია, 2026); “ძირითადი პრინციპები საქართველოს სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო რესპუბლიკური სამეფოს კონსტიტუციისათვის” (2026); “კონსტიტუციური სახალხო ჰორიზონტალური დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკური მონარქია (გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა) (მეორე რედაქცია, 2026); “რამდენიმე ესე და მოგონება ზვიად გამსახურდიაზე” (2026); ლევან ბერაიასთან ერთად - “მეტრეველები - ძველი ქართული საგვარეულოს ისტორია” (2026).

            2007 წელს გადაიღო ისტორიულ–დოკუმენტური ფილმი „დაბრუნების დასაწყისი

მეუფე ანანიას სტუმრობა სამეფო კლუბში
“ (ავტორი, რედაქტორი), რომელიც გადმოგვცემს საბჭოთა კავშირში ბაგრატიონ–მუხრანელების დინასტიის მეთაური ოჯახის რეპრესიების, მათი იძულებითი ემიგრაციის, ევროპის სამეფო ოჯახებთან დანათესავებისა და სამშობლოში დაბრუნების ისტორიას. 2008 წელს ფილმმა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე, „წმინდა ანდრიას ჯვარი“, აიღო სიგელი, პირადად გ. მამალაძე პერსონალური სიგელით დაჯილდოვდა.

გია მამალაძე არის სამეფო კლუბის საიტის www.georoyal.ge -ს, www.youtube.com/@RoyalClubofGeorgiaTV და რამდენიმე youtobe.com ბლოგის რედაქტორ-დამფუძნებელი. მიჰყავს ისტორიის რუბრიკა ჟურნალ „თბილისელებში“.

ჰყავს მეუღლე, ნატო გიორგაძე და ქალიშვილი ნონა

გაიოზ მამალაძის ნაშრომებია:

იდეოლოგია:

“საქართველო კვლავ უნდა იქცეს კავკასიის მზედ” (1992), “ქართული ნაციონალისტური (მართმრეული) მოძრაობა / საფუძვლები, პრინციპები, მიზნები და ამოცანები” (1992); “თანამედროვე ეროვნული იდეოლოგიის აუცილებლობა”; “აღმსარებლობა და ქართული ნაციონალიზმი / ერთობის ფორმულა”; “ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია”; “აკაკი ბაქრაძე და დავიწყებული იდეა”; “ქართველი… არაქართველები ანუ გამოვიყენოთ ქართულ-ებრაული მაგალითი”; “ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები”(მამული, ენა, სარწმუნოება + ერი,

იოანე ბაგრატიონი, მისი მეუღლე ქრისტინე, გია მამალაძე და ომარ მხეიძე
გვარი, ოჯახი)”; “მარადიული ხელისუფლება”; “ისაია ბერლინი - ჰერდერის ეროვნებათა იდეის, ნაციონალიზმისა და ქართველი პოეტების შესახებ”; “სახალხო მონარქიისათვის”; “სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქია”; “GO HOME “princebo”!!!”; “საქართველოს გაერთიანების პერიოდის „არქიტექტურული იდეოლოგია“’ “რუსეთი არ არის მესამე რომი”; “ჩრდილო ქართლი (და არა სამხრეთ ოსეთი)”; “ჰაგიოგრაფია - ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი”; “ისტორიული რუსული ანტიქართული პოლიტიკის ანტირუსული ხასიათი”; "ო, ენავ ჩემო"... დედა ენის (სახელმწიფო ენის) დღისადმი”; “ტრაპიზონი და ლაზეთი - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილი”; “სამეფო ქალაქი და სამეფო ტაძარი - ბანა” და სხვა.

საქართველოსთან დაკავშირებული საკრალური თემები:

“მართლმადიდებლური საკრალური გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში”; “საკრალური პოლიტიკის (განგების ნების) ორი განსაკუთრებული გამოვლინება მეათე საუკუნის საქართველოში“; “საქართველო "ახალი ისრაელია" (რჩეული ხალხი), რუსეთი "ახალი ეგვიპტე" (ხალხთა საპყრობილე)”; “უფლის კვართი (და იაკობის კიბე) მცხეთაში”; “დავით აღმაშენებლის საფლავის მისტერია”; “ქართველი ერი - ღვთის რჩეული ხალხი”; “ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტისის წინასწარმეტყველება საქართველოზე”; “ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა, დამარხულ არს / ჲეშუა იშვა”; “დე კასტელი ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობის შე

მეუფე ანანია ჯაფარიძესთან ერთად
სახებ” და სხვა.

ესეები:

“ზვიადობა”; “ზვიადის მისტერია გრძელდება”; “კაცი რომელიც ბრუნდება ხოლმე”; „კოლხური კოშკის ციხისთავი”; “გოჩა ესებუასადმი”; “ისა ქოაძოისადმი” და სხვა.

საისტორიო წერილები:

„თუბალი“; “ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ფარნავაზ მეფის წინაპრები და რა თანამდებობები ეკავათ მათ აქემენიდებისა და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიებში”; “როგორი ნათესაური კავშირი შეიძლება ჰქონოდა ფარნავაზ მეფეს ალექსანდრე მაკედონელის შვილთან და დიადოქოსებთან“; “რომელი სახელმწიფოს (სახელმწიფოების) გაგრძელება იყო აზოსა და ფარნავაზის ქართლის სამეფო“; “იოანე მთაწმინდელის მისწრაფება მოკავშირე-ნათესავების მოძიებისა დასავლეთში”; “ეროვნულ-პოლიტიკური ფორმულები, რომლებმაც ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის გაერთიანებას და პერსონა, რომლის დროსაც დაიწყეს განხორციელება პოლიტიკურად იმ ფორმულებმა“;  “სამი სამეფოს, ორი დინასტიისა და შვიდი მეფის ტახტის მემკვიდრე“; „ეგროსის წილი“; „„საქართველოს გაერთიანების პერიოდის „არქიტექტურული იდეოლოგია“; „ბაგრატიონთა ეთნიკური ვინაობა“; „რა მოუგონეს ბაგრატ მეოთხეს, მისი ქრისტიანულ სამყაროში დისკრედიტაციისა და დამხობის მიზნით”; „როგორი სამსახური გაუწია საქართველოს, ბაგრატ მეოთხის დის, გურანდუხტის ასულმა, მარიამმა, ორჯერ“; ხელისუფლებათა სიმფონია საქართველოში“; „დავით აღმაშენებელთან იერუსალიმის მეფი

გია მამალაძე ახალგაზრდობაში, 1991 წლის საკრებულოების არჩევნების დროს
ს სტუმრობის სავარაუდო მიზეზები“; „ტფილისი - კავკასიის მეტროპოლია და მისი მნიშვნელობა დავით აღმაშენებლისთვის“; „ტფილელი მაჰმადიანებისა და მათი დამხმარეების მიერ დავით აღმაშენებლისთვის გაწეული გააფთრებული წინააღმდეგობის მიზეზები“; „ნატვრა, რომელიც ვერ აისრულა დავით აღმაშენებელმა“; „რას ნიშნავდა დავით აღმაშენებლისეული საქართველოს სასაზღვრო-მფლობელობითი ფორმულა: „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე...“; „რატომ თვლიდა, თავმდაბლად, დავით აღმაშენებელი, რომ მეათე მცნება დაარღვია”; “სომხებს სძულდათ ბიზანტიელები და ჯვაროსნები, დავით აღმაშენებელი კი უყვარდათ“; “ძველი ქართული პოეზიის ერთი შედევრის ინფორმაციები დავით მეოთხის დამსახურებებისა და ზედწოდება აღმაშენებლის შესახებ“; “უყვარდათ თუ არა დავით აღმაშენებელი მის თანამედროვე ქართველებს”; „დავით აღმაშენებლის გამარჯვებათა საფუძვლები“; „რას ნიშნავდა თამარ მეფისა და მისი დედის „შედარება“ ღვთისმშობელთან“; „ინგუშური გადმოცემები თამარ მეფის შესახებ“; “რატომ გადაწყდა თამარის რუსზე დაქორწინება“; „საქართველო ემზადებოდა გამხდარიყო მესამე რომი“; „იყო თუ არა შეცდომა ქართველების მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაარსება“; „თამარ მეფის სახელი იმდროინდელ მსოფლიოში და ლეგენდა მისი და მისი ძის განსაკუთრებულობის შესახებ“; „იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა“;  „რატომ დარჩრდილა თამარ მეფის სახელმა წინამორბედი და შემდგომი მეფეების სახელები ქართულ ფოლ
ნუკრი მჭედლიშვილი, ანა ბაგრატიონი, გია მამალაძე და გენერალი რონალდ მანგამი
კლორში“; „მამალაძეთა გვარის წარმოშობის ორი ვერსია, ცნობა სოფელ ხევის ძველ სახელწოდებაზე, რამდენიმე გადმოცემა ბუღარა მამალაძეზე და სხვა მამალაძეებზე“; „რატომ იწერდნენ ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებს ავსტრიელები პირველი მსოფლიო ომის დროს და როგორ გადაარჩინა გერმანელმა ქალიშვილმა ოთხი ქართველი ტყვე დახვრეტისაგან” და სხვა.

            ლეგიტიმიზმი:

“სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან”; „უფლის აღთქმა დავითიანთა (იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონთა) გვარისადმი ანუ ძველი და ახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპი“; „გიორგი მესამეს ლეგიტიმიზმის ეშინოდა და ამიტომ დასაჯა დემნა განსაკუთრებული სასჯელით“; „ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს სამეფო ღირსება არ დაუკარგავს”; “ბაგრატიონთა რომელი შტოდან და რა გვარის უნდა იყოს საქართველოს მომავალი მეფე”; "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში"; „ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები კონსტიტუციაში“;“დავით ბატონიშვილი (გამგებელი) ლეგიტიმიზმის წესის შესახებ”; “ლაშა-გიორგი (მონღოლებთან ბრძოლა და ანდერძის მნიშვნელობა ლეგიტიმიზმის საკითხისათვის)”; “„ლეკვი ლომისა სწორია“... ოღონდ არა მგლის ლეკვთან“; “დინასტიური ქორწინება საქართველოში”; “დინასტიის გაერთია

ანა ბაგრატიონ-გრუსზინსკის სტუმრობა სამეფო კლუბში
ნების ფორმულა”და სხვა.

ხელოვნება:

„წყურვილის სიცოცხლისა”; “კრამსკოის “ქრისტე უდაბნოში”; “დიდი მონუმენტალისტი ეგუჯა ამაშუკელი” და სხვა.

ლიტერატურა:

"ქართველთა გასომხების ზოგიერთი მიზეზი დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის“ მიხედვით"; "დავით გურამიშვილის დიდებული "იესოს დატირება"; "მარკ ტვენის "თავგადასავალი"; "ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! (ანუ, მიუხედავად ოიკოფობების სიმრავლისა, ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს რასისტობას)"; "მიხეილ ჯავახიშვილი გაბედულად ქმნიდა ისეთ ნაწარმოებებს, რომელთა გამო შეეძლოთ დაეხვრიტათ მტარვალებს"; "რობერტ ბერნსის „ფერმერი იყო მამაჩემი კერიკის პირად…”; "ჟიულ ვერნი – მარადიული მოგზაური..."; "მსოფლიო ლიტერატურის „პერიოდული კომეტა“; "მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღისადმი"; "ლევან გოთუა - “მემატიანე სპერისაი“; "რა ამბავია თამარაშენში? (ივანე მაჩაბელი)"; "მისტერიებში გადასული კნუტ ჰამსუნი"; "ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ - თავგანწირული ქართველების იდეოლოგია"; „ფრიდრიხ შილერის „შებურვილი კერპი საისში“; "მეტი სინათლე გოეთესათვის"; "ზოგიერთ ფსევდოლიტერატორზე და ფსევდოპოლიტიკოსზე მეტად ცოცხალი ლექსების ავტორის გარდაცვალების დღე"; "დიდი ქართველი მწერალი იაკობ ხუცესი"; "მუდამ აქტუალური შემოქმედის, კონსტანტინე გამსახურდიას მუდამ აქტუალური ლექსი - „პარიზი 1919 წელს“; "მათ "გვირგვინები აქვთ ოდნავ მსგავსი" (კონსტან

ანა ბაგრატიონ-გრუსზინსკის სტუმრობა სამეფო კლუბში
ტინე და გალაკტიონი)"; "დიდი მწერალი და პატრიოტი არტურ კონან დოილი"; "სერგეი ესენინის გარდაცვალების ორი ვერსია ("ვინ ვარ? რა ვარ?")"; "შალვა კარმელის "ავტოპორტრეტი პროფილში": "1919 წელი, კონსტანტინე გამსახურდია ევროპაში"; "მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველური „ტანჯვათა ტიტანი“ (დოსტოევსკისადმი)"; "ფრანგი ლიტერატორი - მარკიზ დე კიუსტინი რუსეთის შესახებ"; "პაოლო იაშვილი - „ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი";

მუსიკა:

“30 000 მისალოცი ბარათი ჯორჯ ჰარისონისთვის”; “ჯორჯ ჰარისონის "შესანიშნავი მუსიკალური და სულიერი მოგზაურობა”; “რინგო – კეთილი ბიჭი ლივერპულიდან”; “დიდი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია”; “25 სექტემბერი, 1980 წელი... ბონზოს გარდაცვალება - LED ZEPPELIN-ის დასასრული? ანუ LED ZEPPELIN--ის მუსიკალური სამყაროს ოთხი ელემენტი”; “უზომო სიყვარული (Whole Lotta Love)“; „ჯონ ლენონი – ნამდვილი მეგობარი“; „Yesterday - მელოდია სიზმრიდან“; „"ჰეი, ჯულიან ნუ შეშინდები, შენ ყველაფრი გამოგივა!"; „კიტ რიჩარდსის სიმღერა სიზმრიდან“ და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს ლექსები და მოთხრობები. მის რამდენიმე ლექსზე შექმნილია სიმღერები.

 

 


სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სამეფო კლუბის გერბი
Speaker of Royal Club of Georgia - Gaioz (Gia) Mamaladze გაიოზ (გია) მამალაძე
დეკანოზ აკაკი მელიქიძესთან და ქალიშვილთან ერთად
გაიოზ მამალაძის წიგნი: კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის (2007)
სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე
გაიოზ მამალაძის პირადი გერბი
იან გილანი და გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq