საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (1735-1817) - ეგვიპტის გამგებელი

 

       ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის გამგებელი იბრაჰიმ ბეი დაიბადა სოფელ მარტყოფში. 15 წლის იყო, როცა გაიტაცეს და სტამბოლის გავლით ეგვიპტეში წაიყვანეს, სადაც მონად გაყიდეს.

       ეგვიპტელმა მფლობელმა სახელი შეუცვალა და იბრაჰიმი დაარქვა. ბეის წოდება კი მოგვიანებით, 1767 წელს მიიღო.

     იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. მან ერთგულად მსახურობისათვის იბრაჰიმი გაათავისუფლა. როცა მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა, სხვა ქართველ მამლუქთან, მურად ბეისთან ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ.

    ...“ პიერ ლარუსის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „იბრაჰიმ –ბეიმ მოიგერია ჰასან ფაშას მრავალრიცხოვანი ექსპედიციების ტალღა და 1800 წელს სწრაფი დარტყმით კაირო დაიკავა“.

        აი, როგორ აგვიწერს მის პიროვნებას არაბი ისტორიკოსი აბდარახმან–ალ–ჯაბარტი:„დიდი ემირი, ცნობილი იბრაჰიმ–ბეი ალ–მუჰამედი, ყველაზე წარჩინებული ათასობით ეგვიპტელ ემირთა შორის... დაბალი მდგომარეობის ემირებს მეტი მზრუნველობით ეპყრობოდა, ვიდრე მაღალ მდგომარეობაში მყოფთ. ფხიზლად იცავდა ერთიანობასა და გულითად თანხმობას ემირთა შორის...მისთვის დამახასიათებელი იყო მამაცობა და გმირობა. ბევრი ომი ჩაუტარებია. იყო მშვიდი, მომთმენი, კეთილი, მეგობრული, ჰქონდა მიდრეკილება თვითშეზღუდვისკენ. უყვარდა სამართლიანობა. გართობა მისთვის იშვიათი შემთხვევა იყო და, როცა თავშექცევას მიეცემოდა, თავაზიანობის ფარგლებს არ გადადიოდა. ამაოდ სისხლისღვრას ერიდებოდა, ცდილობდა არ შეენიშნა თანამებრძოლთა ცუდი საქციელი და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ ისინი – მურად–ბეი და მისი ხელქვეითნი – მრავალ საქმეში ხელს უშლიდნენ. იგი ამაზე თვალს ხუჭავდა, ყურადღებას არ აქცევდა, არ ამჟღავნებდა, თუ ყოველივე რა შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე.ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ ემირთა შორის დიდსულოვნება ყოფილიყო“

               ემირები კი ნებადართულის საზღვრებს გადადიოდნენ, ხელი შეაჩვიეს ევროპელი ვაჭრების საქონელს, მუქთად იტაცებდნენ უცხოთა ავლადიდებას, პატივს არ სცემდნენ სულთანს, ხაზინაში არ შეჰქონდათ ფული...ამას მოჰყვა ჰასან ფაშას ლაშქრობა და ბოლოს ფრანგული ექსპედიცია, რასაც შეეწირა იბრაჰიმ–ბეის კარიერა: თუმცა, მარტყოფელმა მამლუქმა იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა, ასევე წარმოშობით ქართველ,  თურქთა დიდვაზირ იუსუფ–ზიასთან ერთად სასტიკად დაამარცხა აკას ციხესთან, სირიაში ნაპოლეონის საექსპედიციო კორპუსი, საბოლოო გამარჯვების ღირსი ვერ შეიქნა: პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლისას იბრაჰიმი ნაპოლეონს ეომებოდა, მაგრამ ორივე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დამარცხების შედეგად მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა. ნიშანდობლივია, რომ კაიროში შესულმა ნაპოლეონმა ასეთი მანიფესტი გამოაქვეყნა: „ეგვიპტელო ხალხო! თქვენი გამგებელი  და მჩაგვრელი ბეგები დიდი ხანია შეურაცხყოფენ ფრანგ ერს, მის სოვდაგრებს. მათი დასჯის ჟამმა დარეკა. მრავალი  საუკუნეა, კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ეს ბრბო ქვეყნიერების უმშვენიერეს ნაწილს აწამებს; მაგრამ ღმერთმა, რომლის ნებაზეა ყველაფერი, ბრძანა, რომ დადგეს მათი ძალმომრეობის აღსასრული“.

     იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში, წერილი გაგზავნა. სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ეკლესია, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით  მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. ფრანგი ისტორიკოსები ლეონიდე პინო და პაულ მასონი აღნიშნავდნენ: „იბრაჰიმ–ბეი... ქართველი მღვდლის შვილია და კარგადაც ახსოვს, თუ მამასთან ერთად როგორ მონაწილეობდა სიონის ტაძარში შესრულებულ ქრისტიანულ წირვა–ლოცვაში...“ იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ საუბარია იბრაჰიმ–ბეის ურთიერთობაზე საქართველოს სამეფო სახლთან: „იბრეიმ–ბეგ – დიდი ერთგული და მოსიყვარულე იყო თვით საქართველოს მეფეთა ირაკლისა და გიორგისა, რომელიცა ძღვნიდა მუნებურთა არმაღანთა და ეგრეთვე ამდიდრებდა მუნ მიმსვლელთა ქართველთა...ბეგებნი ეწეოდნენ ყოველთა მუნ მისრულთა ქართველთა“.

     1801 წელს იბრაგიმ ბეგისა და უსმან ბეგის ხელმძღვანელობით მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიის და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან ისტამბულში, რომ დამარცხების შემთხვევაში, საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ, რუსებმა მათ უარი უთხრეს. ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორებიც მამლუქები იყვნენ, რუსებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ქსენოფონტე, მეუღლე მისი მარიამი და ძენი მათნი არკადი და იოანე
26 (ახალი სტილით 8 თებერვალს) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია არნიშნავს ღირსი ქსენოფონტეს, მისი მეუღლე მარიამისა და მათ ძეთა არკადისი და იოანეს ხსენების დღეს (V-VI).
მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი (+295)
26 (08.02) იანვარი
gaq