საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ფარნავაზიანები

მეფე ფარსმან II ”ქველი”
გიგა ჩალიგავა
ფარსმან II ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი მეფე იყო იბერიის ისტორიაში (120-170) .მისი წყალობით იბერია უდიდეს პოლიტიკურ მოთამაშედ გადაიქცა საერთაშორისო ასპარეზზე.ამ უდიდესი მიღწევის და სამეფოსადმი დიდი ღვაწლის გამო ფარსმან II ,,ქველად” იწოდება.

 ლეონტი მროველი გვიამბობს:

“…ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე ყოვლითა მეფეთა ქართლისაითა, რომელნიც გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა”.

ძვ.წ 65 წლის შემდეგ,როდესაც ცნობილმა რომაელმა სარდალმა,გნეუს პომპეუს მაგნუსმა (დიდი) , იბერია-კოლხეთი დალაშქრა.იბერიას რომის მოკავშირის ფუნქცია დაეკისრა.ცხადია რომის ,,მეგობრობისა და მოკავშირეობის” აქტი,ზღუდავდა იბერიის სუვერენიტეტს და სახელმწიფო,რომის იმპერიის ვასალად ითვლებოდა.რომის მორჩილებაში მყოფი იბერია,გარკვეული წარმატებებს აღწევდა და თანდათან ძლიერდებოდა.

მეფე ფარსმან II-ის მეფობის დროს,იბერიაში ასეთი მდგომარეობა იყო,როგორც ამას ლეონტი მროველი გვამცნობს: ქართლის სამეფოში ორმეფობაა.არმაზციხეში მეფე ფარსმანი იჯდა,მცხეთაში კი მეფე მირდატი.მეფეებს შორის არ სუფევდა კეთილმეზობლური ურთიერთობა მას შემდეგ,რაც მირდატმა ფარსმანის მოკვლა განიზრახა,და თავისთან მიიპატიჟა თავისი განზრახვის განსახორციელებლა

დ,მაგრამ ფარსმანს საშიშროების შესახებ ამცნეს და იბერთა მეფე სიკვდილს გადაურჩა.ამის შემდეგ ფარსმანსა და მირდატს შორის ომი მიმდინარეობდა.ომში გამარჯვებული ფარსმანი გამოვიდა,დამარცხებული მირდატი კი პართიაში გაიქცა. 125 წელს ფარსმანმა თავისი ენერგიული პოლიტიკით გავლენის სფეროებად აქცია ალბანეთი ასევე  დასუსტებული სომხეთი (სომხეთს ამ პერიოდში ძლიერება დაკარგული ჰქონდა)  და იბერიის სამეფო ტერიტორიულად გააფართოვა.

ფარსმანის მოღვაწეობის ხანა,დაემთხვა რომის ძლიერების ხანას.რომი იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო იყო და ძლიერების ზენიტს მან ახ.წ. II საუკუნეში მიაღწია.რომის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში პართიის ძლევამოსილი სამეფო გახლდათ.ასე,რომ იბერიის სამეფოს ირგვლივ, დიდი სახელმწიფოები არსებობდა და რაღათქმაუნდა ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენდა იბერიის სამეფოსათვის.ამ ვითარებას მეფე ფარსმანი ყურადღებით აკვირდებოდა.ფაქტიურად ის ორ გლობალურ სახელმწიფოს შორის მოქცეულიყო.ასეთ ვითარებაში მოქმედება საკმაოდ ძნელი და სარისკოა,ისეთი სამეფოსათვის,როგორიც იბერიის სამეფო იყო პართიის სამეფოსთან და რომის იმპერიასთან შედარებით,მაგრამ მეფე ფარსმანმა თავისი შორსმჭვრეტელობით და წინდახედულობით შეძლო მისი სამეფოს წინაშე დასმული მძიმე ამოცანის სწორად შეფასება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

რომი და პართია

კავკასიის მთავარი ობიექტი – დარიალის კარი,მეფე ფარსმანის ხე

რომი ზეობის ხანაში
ლთ იყო.იბერიის ჩრდილოეთით კი იყვნენ მეომარი ალანები,რომლებიც მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ.ფარსმანმა მიიღო გადაწყვეტილება,გახსნა დარიალის კარი გადმოიყვანა მეომარი ალანები და თავის მეომრებთან ერთად შეუსია აბრეშუმის გზას.ალანები არბევდნენ რომისა და პართიის სოფლებს,პარალელურად თავს ესხმოდნენ ქარავნებს,დიდი ალაფით კვეთდნენ დარიალის კარს და სამშობლოში გადადიოდნენ.ასეთი თავდასხმები,დიდ ზიანს აყენებდა ორი დიდი სახელმწოფოს:რომისა და პართიის ეკონომიკას.ფარსმან მეფემ ეს გადაწყვეტილება ამ ორი უძლიერესი სახელმწიფოდან მომდინარე დიდი წნეხის გამო მიიღო.

იბერიის საჭეთმპყრობლის ასეთმა აქტიურმა მოქმედებებმა რომსა და იბერიას შორის ურთიერთობა მეტად დაძაბა და კრიტიკული გახადა.იმპერატორი ადრიანე,პირადად ესტუმრა მცირე აზიას და თავისთან იხმო დამორჩილებული სახელმწიფოების მეფე-მმართველები.
128 წელს.ფლავიუს არიანეს ექსპედიციის მიხედვით ვიგებთ,რომ ფარსმან მეფეს ამ პერიოდში ძიდრიტთა ტომებიც დამორჩილებული ჰყოლია.ფარსმანის მიერ შექმნილი სახელმწიფო მცირე პოლიტიკურ ერთეულს ნამდვილად არ წარმოადგენდა.

იმპერატორი ადრიანე

იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფეს თავისთან გამოცხადება მოსთხოვა.
რომაელი ისტორიკოსი ელიუს სპარტიანე გადმოგვცემს ,, (იმპერატორი ადრიანე) ყველაზე მეტ საჩუქარს იბერიის მეფეს უგზავნიდა,რომელსაც შესანიშნავი საჩუქრების გარდა,გაუგზავნა სპილო

არმაზციხის ნანგრევები.
და ორმოცდაათკაციანი კოჰორტა”. ადრიანეს ასეთი დამოკიდებულება ფარსმანისადმი უნდა აიხსნას ფარსმანის აქტიური პოლიტიკით,რომელიც მან რომის მიმართ გაატარა.იბერიის მეფემ მიიღო იმპერატორის საჩუქრები და სამაგიეროდ ადრიანეს ძვირფასი მოსასხამები გაუგზავნა,სამაგიეროდ იგი მტკიცე უარს ეუბნებოდა იმპერატორს მასთან გამოცხადებაზე.ეს პრეცენდენტი იმის მანიშნებელია,რომ უკვე ფარსმან მეფე შეუნიღბავად ებრძვის რომს,არ აცხადებს თავს რომის იმპერიის ვასალად და იბრძვის თავისი სამეფოს კეთილდღეობისთვისა და სუვერენიტეტისათვის.განრისხებული იმპერატორი ამ მოქმედებამ იმ დონემდე მიიყვანა,რომ იმპერატორის ბრძანებით,ფარსმანის ნაჩუქარი ძვირფასი მოსასხამები 300 გლადიატორს ჩააცვეს და არენაზე ერთმანეთს შეაბრძოლეს.იმპერატორის ეს მოქმედება მიმართული იყო იბერიის ურჩი მეფისაკენ.ადრიანეს ამ საქციელმა იბერია-რომის ურთიერთობაში ახალი ბზარი გააჩინა. ფარსმან იბერთა მეფემ შეიტყო ადრიანეს ასეთი კადნიერი საქციელი და გადაწყვიტა საკადრისი ზომები მიეღო და ამპარტავან ადრიანესათვის თავისი დიდი ძალა დაენახვებინა.

134-135 წლებში ფარსმანმა გახსნა დარიალის კარი და მეომარი ალანები თავისი მხედრობითურთ შეუსია მსოფლიოს სავაჭრო მაგისტრალს – ,,აბრეშუმის გზას”.ეს იყო ყველაზე დიდი და  გრანდიოზული შეტევა მსოფლიო სავაჭრო გზაზე მეფე ფარსმანის მეფობის ეპოპეაში.


დარიალის კარი

ალანები ქართულ მხედ

რომი და პართია
რობასთან ერთად შეესია რომისა და პართიის სახელმწიფოს.გაერთიანებული დიდი ჯარი თავს დაესხა:ალბანეთს,კაპადოკიას მიდიასა და სომხეთს (არმენიას).ამ ლაშქრობის სერიოზული ხასიათის მაჩვენებელია ის,რომ პართიის მეფემ,ვოლოგე II -მ ალანთა მძინვარებისაგან დიდი ძღვენით და საჩუქრებით დააღწია თავი.აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ,რომ ისეთ სახელმწიფოს როგორიც იყო პართია,არ შესწევდა იმის ძალა რომ ალანები შეეჩერებინა. აბრეშუმის გზაზე მიშვებული ალანები ძარცვავდნენ ქარავნებს,სოფლებს ქალაქებს.ეს იყო კოლოსალური ეკონომიკური ზარალი იყო რომისა და პართიისათვის.საბოლოოდ კაპადოკიის მმართველმა ფლავიუს არიანემ სამხედრო სამზადისი დაიწყო,ალანები კი იქაურობას გაეცალნენ დაუტოვეს რომსა და პართიას აოხრებული და გაძარცვული პროვინციები. ამ ყველაფრის სათავეში კი მეფე ფარსმანი იდგა რომელმაც ჯეროვნად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში.

138 წელს გარდაიცვალა რომის იმპერატორი ადრიანე და იმპერიის ტახტი თავისმა შვილობილმა ანტინინუს პიუსმა დაიკავა.ამპარტავანი ადრიანეს სიკვდილის შემდეგ,იბერია-რომის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა.ანტონიუს პიუსი,ალბათ ხვდებოდა,რომ ბრძოლით იბერიის მეფეს ვერ დაიმორჩილებდა მითუმეტეს მის ხელში იყო იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ძალა,ალანების სახით. იმპერატორმა სხვაგვარი პოლიტიკა გაატარა.დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება.მტრული დამოკიდებულება სამშვიდობოთი შ

ალანი მეომარი (მარცხნივ)
ეცვალა.


ანტონინუს პიუსი

რომის იმპერატორმა მეფე ფარსმანი რომში მიიწვია.ეს იყო პირველი შემთხვევა ანტიკური იბერიის ისტორიაში,როდესაც იმპერატორის მოწვევით იბერიის მეფე რომში შედის. ფარსმანი დათანხმდა ამ შემოთავაზებას,საჭიროებისათვის დიდი ამალაც გაიყოლა თან და რომისაკენ გაემართა.მეფე ფარსმანი ამაყად შევიდა მსოფლიოს დედაქალაქში,სადაც იბერთა მეფეს არნახული პატივი მიაგეს.

რომი-მსოფლიო იმპერიის დედაქალაქი

რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი გადმოგვცემს   :  კეისარმა გაუდიდა მას [ ფარსმანს ] სამეფო.,ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა,ენიეონში მისი ქანდაკება დაადგმევინა და მისი,მისი ძისა და სხვა დიდებულ იბერთა სამხედრო ასპარეზობას უყურებდა.

კაპიტოლიუმი

ანტონინუს პიუსმა პირველ რიგში,ცნო იბერიის  სუვერენიტეტი და გაუდიდა კიდეც საზღვრები ფარსმანს.ნება დართო უცხო არარომაელს,იბერთა მეფეს,მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში.ეს უდიდესი პატივის მანიშნებელი გახლდათ.ანტონინუსის ბრძანებით მარსის ველზე დადგეს მეფე ფარსმანის ძეგლი.
აღსანიშნავია,რომ თუ რომში რაიმე დიდი მოვლენა მოხდებოდა,საგანგებოდ წერდნენ ე.წ. ,,ფასტიებზე”. ერთ-ერთ ,,ფასტიაზე” რომელიც აღმოაჩინეს ნავსადგურ ოსტიასთან,მდინარე ტიბრზე – რომის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შორის პირველ ადგილზეა ფარს

იმპერატორი ადრიანე
მანისა და მისი ოჯახის სტუმრობა რომში. საუბედუროდ ფასტიაზე დაწერილი მეფის მისი ვაჟისა და მეუღლის სახელები ფრაგმენტულად შემორჩენილა: ვაჟის სახელიდან შემორჩა მხოლოდ ბოლო [ e ] ხოლო დედოფლის სახელისაგან საწყისი ასოები [ phr ]  (საქართველოს ისტორიის ნარკვევები.ტომი I)

მსოფლიო ასპარეზზე გამოსულ და გაძლიერებულ იბერიის სამეფოს ახლა პართიის სახით გამოუჩნდა მოწინააღმდეგე.აღსანიშნავია სამხედრო დაპირისპირებათა ციკლი ფარსმან II-ესა და პართიის მეფე ვოლოგე II-ს შორის სამწუხაროდ ამ დაპირისპირების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ ვიცით,რომ ომში ფარსმან ქველმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია პართიის სამეფოსთან ომში.ფარსმან მეორემ ამით საბოლოოდ გაუსვა ხაზი თავის სიძლიერეს.პართიელი კატაფრაქტარები

პართიის სამეფო კარი ფარსმანთან სამხედრო დაპირისპირებით,რომ ვერას გახდა გადაწყვიტა იბერიის მეფისათვის მუხანათურად მოეღო ბოლო.ამ პერიოდში კვლავ მიმდინარეობდა ბრძოლა ფარსმანსა და მირდატს შორის,მირდატს ზურგს პართიელები უმაგრებდნენ.სწორედ პართიელებმა მოისყიდეს ფარსმან მეფის მზარეული,როგორც ამას ლეონტი მროველი გვამცნობს.მოსყიდულმა მზარეულმა კი მოწამლა ფარსმანი რაც დიდი მეფის სიკვდილის მიზეზი გამხდარა….. ასე გარდაიცვალა იბერიის უძლიერესი მეფე ფარსმან მეორე რომელსაც საისტორიო ფორტუნისაგ

დარიალის კარი
ან ”ქველი”-ს ზედწოდება მიენიჭა,ფარსმან ქველი იყო უდიდესი მმართველი,უდიდესი მხედართმთავარი,უდიდესი პოლიტიკოსი.ის იყო მეფე,რომელმაც შეძლო კრიტიკული მდგომარეობიდან თავისი სამეფოს გამოყვანა და მსოფლიო ასპარეზზე მისი გამოყვანა.ფარსმან მეორე კი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც უძლიერესი მეფე და ლიდერი,რომელსაც დროთა სრბოლა ვერაფერს დააკლებს….


გამოყენებული ლიტერატურა:1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I , გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო” ,თბილისი 1970.
2. საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნემდე,ტ.I გამომცემლობა ,,პალიტრა L”. თბილისი 2012.
3. ჯაბა სამუშია ,,ფარსმან II ქველი” , ჟურნალი ისტორიანი N 22.
4. ლეონტი მროველი ,,ცხოვრება ქართუელთა მეფეთა”About these adsShare this:
ანტონინუს პიუსი
რომი-მსოფლიო იმპერიის დედაქალაქი
კაპიტოლიუმი
პართიელი კატაფრაქტარები

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-29
მოწამისა ქაიხოსრო ქართველისა (1558); წმ. ტიხონისა, ამათუნტელი ეპისკოპოსისა (425); მღვდელმოწამისა ტიგროს ხუცისა და მოწამისა ევტროპიოს წიგნისმკითხველისა (დაახ. 404).
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404) (ხსენება 29 ივნისს) წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს.
გლახაკთა დამპურებელი საკვირველთმოქმედი – წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425), რომლის ხსენებაც არის 29 ივნისს, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი ბერელი ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
gaq