საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

სამეფო ქალაქი და სამეფო ტაძარი - ბანა
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბანას გრანდიოზული ტაძარი (სურათები: რეკონსტრუქცია 1, 2, 3) რომელიც იმ დროისათვის დანგეული არ იყო ოსმანურ იმპერიაში, თითქმის განადგურდა. ოსმანთა არმიამ რუსული ჯარის წინსვლის შესაჩერებლად, ბანაში ციხესიმაგრე მოაწყო. ბანას დიდი თაღები ამოაშენეს. იქვე მოწყობილი იყო იარაღის საწყობიც.
წმინდა კირიონ II (საძაგლიშვილი): "მცხეთის საპატრიარქო ტაძრის ეკვდერები"
სვეტიცხოველი - ეს უწმინდესი ემბაზი ქართველთა, დიდება, მშვენება და სიამაყე ივერთა მიწისა, განსასვენებელია მრავალ ქართველ მეფეთა და კათოლიკოსთა. ეს სიწმინდე უტყვი მოწმეა ივერიელთა სულიერი აღორძინებისა, მოგვიანებით რომ შეიქმნენ ერთგული მცველნი ქრისტეს საფლავისა. ზოგიერთი ქართველი ღვთისმოსავი მეფე და კათოლიკოსი ისწრაფოდა ჰქონოდა ტაძარში სოფლის მაცხოვართან საუბრისა და თავისი საუკუნო განსასვენებლისათვის განსაკუთრებული ეკვდერი,
აფხაზეთი ჩვენია
არ დაგივიწყებთ და არ დაგთმობთ ჩვენო აფხაზეთო! ყოველი ქართველი მეომარი, დიპლომატი, იდეოლოგი, პროპაგანდისტი უნდა იყოს და ემზადოს აფხაზეთის დასაბრუნებლად! აფხაზეთი მუდამ იყო საქართველოს ნაწილი და მომავალშიც იქნება საქართველოს სახელმწიფოს, სამეფოს შემადგენლობაში! აფხაზეთი ჩვენია!
გიშის ეკლესია
პლატონ იოსელიანის გამოკვლევით, „გიშის ეპარქია გაუხსნია ვახტანგ გორგასლანს V საუკუნეში. არჩილ მეფე VII საუკუნეში ადგენს სიას იმისას, თუ რა რიგზედ უნდა ისხდნენ ეპისკოპოსნი ნეფის კურთხევის დროს. ამ სიით გიშის ეპისკოპოსს მიჩნეული აქვს მეცამეტე ადგილი. მეფე ერეკლემ და ანტონ კათალიკოსმა განაახლეს ეს სია. ისინი წერდნენ: „უკეთუ ოდესმე აღდგენილ იქმნეს გიშის კათედრა, მაშინ გიშელ ეპისკოპოსმა დაიჭიროს ის ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა ძველის ძველამდეო.“
სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
ვარძია
XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
გელათი
შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი
დავითგარეჯა
სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს
სიონი
თბილისის სიონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე.
მეტეხი
ტაძარი თბილისში, მეტეხის აღმართზე. „მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როდესაც ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმინდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია.
1

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-25
ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმიდელისა (X); ღირსისა ისიდორე სამთავნელისა (VI); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV); ღირსისა პეტრე ათონელისა (734); ღირსთა: იოანესი, ანდრიასი, ირაკლემონისა და თეოფილესი (IV).
ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
ღირსი ონოფრე დიდი
ღირსი ონოფრე დიდის (IV) ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს 12 (25) ივნისს. ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
gaq