|
|
ეს წერილი გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ წიგნში: “წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისთვის”.
|
|
აშოტ I ბაგრატიონმა ქართლის ერისმთავარად დადგინების დღიდან დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. "ტფილისს არავინ დარჩა სარკონოზთაგანი, თВინიერ ალი შუაბის ძისა". ქართლის შემომტკიცების შემდეგ, ბარდავიც ქართლს შემოუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის "სახლად იყო ტფილისი და ბარდავი".
|
|
გილოცავთ!
|
|
VIII საუკუნეში წმინდა მოწამეთაგან გამობრწყინდა მეფეთა შორის დიდად სახელოვანი, თვითმპყრობელთა შორის წარჩინებული და მოწამეთა შორის უბრწყინვალესი, სამგზის სანატრელი არჩილი, რომელიც გამოირჩეოდა სიმხნევით და სიქველით, მშვენიერებითა და ახოვნებით.
|
|
იდგა 1606 წელი. მოულოდნელად გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X. ერთ-ერთი ვერსიით, იგი იმ დროს საქართველოში მყოფმა ირანის შაჰმა მოაწამვლინა. ამავე წელს შაჰ-აბას პირველმა ქართლის სამეფო ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა.
ამ დროს, მემატიანის თქმით, "ფრიად გლახაკ და უპოვარ იყო ქართლი", სადაც ოსმალები დათარეშობდნენ. მალე ოსმალების უღელი ყიზილბაშურ-სპარსულით შეიცვალა. 1609 წ. თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა ოცი ათასიანი მხედრობა ქართლში შემოიჭრა.
|
|
განმეძარცვა პირველქმნილი სიკეთე და მშვენება,
მდებარე ვარ შიშველ და კდემული საფლავს შინა
პირველ ერის მსახური, ვითა მეფეს მენება,
გარდაცვლილსაც, უფალო, მომეც ამის შენ ნება.
შენვე ჰსაჯე, რომელთა მომაყენეს მე ვნება,
ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა, იქმნას ხმალთა ძგერება,
მოეც ივერთ, უფალო, მართალი გზის ჩვენება.
|
|
წმინდა ქეთევანი იყო აშოთან მუხრან-ბატონის ასული შემკული საოცარი სილამაზითა და სიკეთით. ტანდაბალი, შავთვალება, "პირმშვენიერი და დარბაისელი, არამხოლოდ ერთი სამეფოს, არამედ მთელი იმპერიის მბრძანებლობის ღირსი იყო (რ. გულბენკიანი, "ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ")". "მცოდნე საღვთო წერილისა და სათნოებათა მომგები, ქალწული, მორცხვი, ბრძენი, კეთილგონიერი, ქალი ნარნარი და მხნე კეთილთა მოქმედებათადმი."
|
|
"მზისა, ვარდისა, სიცოცხლისა და შვების თვეა მაისი. ამ თვესთან დაუკავშირებია ქართულ ეკლესიას ჩვენი სიქადულის და დიდების - თამარ მეფის ხსენება" (ეპისკოპოსი ლეონიდე).
|
|
ჩვენს სამშობლოს - საქართველოს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი სახელგანთქმული მეფე ჰყოლია. ამ დიდებულ მეფეთა შორისაც აღმატებული სიყვარულით იმოსება სახელი დავით აღმაშენებლისა, რომლის შესახებ XI საუკუნეშივე სამართლიანად წერდა მემატიანე: "ვერავინ ძუელთა და ახალთა მეფეთა ემსგავსაო". არც მანამდე და არც მას შემდეგ! - მხოლოდ ეს შეგვიძლია დავუმატოთ მემატიანის სიტყვებს დიდი მწუხარებით.
|
|
ვახტანგ მეფე იყო „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2,40მь) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს“ მეფის გოლიათური სიმაღლეო. იმავე ავტორის მოწმობით, ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული ყოფილა მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სიონში, თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა“-ო.
|
|